x
სპარტელების უცნობი წეს– ჩვეულებები
image


1. ახალგაზრდა სპარტელებს პატივი უნდა ეცათ არამხოლოდ საკუთარი მამებისთვის, არამედ საერთოდ ყველა ადამიანისთვის, ვინც კი მათზე ასაკით უფროსი იყო. გზა უნდა დაეთმოთ, ადგილი უნდა გაეთავისუფლებინათ, ხმისთვის არ უნდა აეწიათ მათი თანდასწრებით. ეს კეთდდებოდა იმისთვის რომ ადამიანებს სხვისი საქმეც ისევე ახლოს მიეტანათ გულთან, როგორც საკუთარი.


2.თუ ვიღაც დასჯიდა ბავშვს და ბიჭი ამას მამას მოუყვებოდა, მშობელი თავს ვალდებულად თვლიდა მეორედაც დაესაჯა თავისი ვაჟი, რადგან ითვლებოდა რომ კანონი სპარტის მოქალაქეს ცუდს არაფერს უქადდა.


3.სპარტელები ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ მუსიკასა და სიმღერას. ისინი თვლიდნენ, რომ ხელოვნების ამ დარგს შეუძლია ადამიანების გულების ანთება. სიმღერის ტექსტებში არაფერი იყო ნახსენები, გარდა იმ ადამიანების ღვაწლზე და თავდადებაზე, რომელთა წყალობითაც ცოცხლები იყვნენ, სპარტისთვის დაღუპულებზე, ბრძოლიდან გაქცეულების განსჯაზე, რომ მათ საცოდავი ცხოვრება განვლეს. სიმღერებში აქებდნენ ყველა ასაკისთვის დამახასიათებელ გულადობას.



4.სპარტელებს ეკრძალებოდათ სპარტის დატოვება, რათა არ მიჩვეოდნენ იმ უცხოელების ცხოვრების სტილს, რომლებსაც არ ჰქონდათ სპარტანული აღზრდა მიღებული.


5.ირწმუნებიდან, რომ თუ უცხოელი გაუძლებდა სპარტანულ ცხოვრების წესს, მაშინ შეიძლებოდა მისი ყველაზე დაბალ მოირაში გაწევრიანება.


6.თუ სპარტელები მტერს ცბიერებით დაამარცხებდნენ, ომის ღმერთ არესს სწირავდნენ ხარს, თუ ღია ბრძოლაში – მამალს. ამ ქცევით ისინი თავიანთ სარდლებს ასწავლიდნენ ყოფილიყვნენ არამარტო მამაცები, არამედ ჭკვიანები.


7.თავიანთ ლოცვებში სპარტელები ღმერთებს სთხოვდნენ ძალას უსამართლობის გადასატანად და ეხვეწებოდნენ ღირსეულად დაეჯილდოებინათ კეთილშილი ადამიანები. ყველა ღმერთს გამოსახავდნენ შუბით ხელში, რადგან თვლიდნენ რომ ყველა მათგანს ახასიათებს მეომრული ხასიათი.


8.სპარტელები ბავშვებს აჩვენებდნენ მთვრალ ჰილოტებს, რათა მათ სიმთვრალე შეზიზღებოდათ.


9.სპარტაში სკირაფიდა დასაჯეს იმის გამო, რომ ბევრი ამცირებდა მას. ასევე ქვეყნიდან გააძევეს ქეფისოფონტი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მთელი დღე შეეძლო ელაპარაკა ნებისმიერ თემაზე. სპარტაში თვლიდნენ, რომ კარგ ორატორს სიტყვის სიგრძე კარგად უნდა ჰქონოდა შეთავსებული მნიშვნელოვან საქმესთან.


10.სპარტელებს აკრძალული ჰქონდათ საზღვაო საქმიანობა, თუმცა მოგვიანებით მონაწილეობდნენ საზღვაო ბრძოლებში. ზღვაზე ბატონობის შემდეგ, კი უარი თქვეს მასზე, იმ მიზეზით რომ შეამჩნიეს სპარტელების ჩვევების გაუარესება. ასევე, ვინც კი დააგროვებდა სიმდიდრეს, სიკვდილით სჯიდნენ, რადგან არსებობდა ძველი წინასწარმეტყველება – "სიმდიდრის დაგროვების სურვილი ოდესმე დაღუპავს სპარტას."

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0