x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508603
არსებობს თუ არა ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა

imageimageმეგობარი ბიჭი- მითი თუ რეალობა. არსებობს თუ არა ორ განსხვავებულ სქესს შორის მეგობრობა? თავდაპირველი კითხავა-ბევრ ბიჭთან მეგობრობ? ახლა კი გულახდილად გამეცი პასუხი. თუ მართლა ბევრი მეგობარი ბიჭი გყავს, დარწმუნებული ხარ რომ მათ არ შეუყვარდები? მაგრამ მეგობრობა ბიჭსა და გოგოს შორის მაინც არსებობს. არსებობს ასეთი გამონათქვამი:"მეგობრობა ქალსა და კაცს შორის-ეს არის ურთიერთობა ან ყოფილ საყვარლებს შორის ან მომავალ საყვარლებს შორის". ეს სწორედ ის შემთხვევაა როდესაც, თქვენ ვითომ მეგობრობთ და ნამდვილ გრძნობებს ფარავთ მეგობრული ურთიერთობებით, ან კიდევ ერთერთი შეყვარებულია მეორეზე და ელოდება საჭირო მომენტს გრძნობის გამოსავლენად. და ასეთი მეგობრობა-თამაში შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, წლების მანძილზეც კი. ხოლო თუ ერთერთი მეგობართაგანი, გოგო ან ბიჭი ფიქრობს რომ მისი სიყვარულის აღიარებამ შეიძლება საერთოდ დააკარგინოს მეგობარი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და არასოდეს არ გამოტყდება თავის ნამდვილ გრძნობაში. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ხანგრძლივი მეგობრობის შემდეგ, გოგო და ბიჭი ხვდებიან რომ მათ ერთმანეთთან აკავშირებთ უფრო მეტი, ვიდრე მეგობორობა და ეს ორ განსხვავებულ სქესს შორის სიყვარულია. და მაინც თქვენ გჯერათ რომ შესაძლებელია გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა?

9
1189
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1189
  
2012, 6 აგვისტო, 21:43
მაგაში გეთანხმები
2012, 6 აგვისტო, 21:40
და სხვათაშორის ქალს ძმაკაცი ისე არასდროს უღალატებს, როგორც დაქალი
2012, 6 აგვისტო, 21:39
რა თქმა უნდა არსებობს და ეს პირადი გამოცდილებიდან ვიცი. მე მყავს დიდი ხნის დაქალი და ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვქონდა ლაპარაკიიმის შესახებ, გვექნებოდა თუ არა ჩვენ სექსი. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობა იქნებოდა და მთელი 30 წლის განმავლობაში ვმეგობრობთ.
2012, 18 ივნისი, 18:23
კარგით რა როგორ არ არსებობს? :D ეგრე მე დაქალზე მეტი ძმაკაცი მყავს და ყველა ჩემი შეყვერებულია? :D P.S შეყვარებული მყავს :)
2012, 12 ივნისი, 22:55
მეე მყავს მეგობარი გოგო რომელსაც ყავს შეყვარებული და იმაზე არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე მეე გავხდები მისი მეორე ნახევარი :) მე მხოლოდ მეგობრობა მაქ, ვფიქრობ რომ მასაც :)
2012, 12 ივნისი, 1:06
ხო მეც მგონია რომ არ არსებობს.
2012, 10 ივნისი, 17:51
რამდენჯერაც ბიჭი ახლოს გამიცვნია ყველას შევუყვარდი...
2012, 10 ივნისი, 10:49
ჩემი აზრით იშვიათია ძაან, აქამდე რამდენი მეგობარი გოგოც მყოლია იმდენი ჩემი შეყვარებული ყოფილა :D:D ეხლაც ეგრე 8 თვე ვმეგობრობდით მეც მიყვარდა იმასაც და ბოლოს ერთ დღეს ვთქვით ორივემ :D:D არამგონია რომ ბიჭსა და გგოოს შორის მეგობრობა არსებობდეს.
0 1 9