x
შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი


image
შიზოფრენია -ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც აქვს ქრონიკული ხასიათი, იგი
ვლინდება დაავადებულის პიროვნების ტიპური ცვლილებით და სხვადასხვა ხარისხით გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობებით. როგორც წესი, მისი შედეგია შრომისუნარიანობის და ადაპტაციის დარღვევა.


შიზოფრენია გამოირჩევა კლინიკური გამოვლინების ფართო სპექტრით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სირთულეებს მისი დიაგნოსტირებისას. დიაგნოზის დასმისას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა ნეგატიურ აშლილობას ან დაავადებულის პიროვნების თავისებურ ცვლილებას. ამას მიეკუთვნება: ემოციური გასადავება, აზროვნების და ინტერპერსონალური დარღვევები.შიზოფრენიას ასევე ახასიათებს სინდრომების გარკვეული ჯგუფი.

შიზოფრენიის დიაგნოსტირებისას მნიშვნელლობანია განვასხვაოთ მისი კლინიკური სურათი ეგზოგენური პათოლოგიებისგან, აფექტული ფსიქოზისგან და ასევე ნევროზისა და ფსიქოპათიისაგან. ეგზოგენური ფსიქოზის ჩამოპყალიბება დაკავშირებულია
კონკრეტულ გამღიზიანებელთან (ტოქსიკური, ინფექციური და სხვა ეგზოგენური ფაქტორები). მათი არსებობისას შეიმჩნევა პიროვნების განსაკუთრებული ცვლილება, ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებები შემოდის ჰალუცინაციებით და
მხედველობითი დარღვევბით. აფექტური ფსიქოზის დროს შეიმჩნევა პიროვნების ისეთი ცვლილება, როგორიც აღინიშნება შიზოფრენიისას. ფსიქოპათოლოგიები ძირითადად შემოიფარგლება აფექტური დარღვევებით. ამ დაავადების განვითარებისას არ აღინიშნება სინდრომების გართულება, როცა შიზოფრენიისას თავს იჩენს შეტევების გაუარესება. ხოლო ჩამქრალი არააქტიური დინების შიზოფრენიისას აუცილებელია მისი დიფერენცირებული დიაგნოსტიკა ნევროზებთან და ფსიქოპათოლოგიებთან.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ შიზოფრენიის დინამიკა ყოველთვის განსხვავდება სხვა ნოზოლოგიური ერთეულებისგან, თუმცა დინამიკურ პროცესთან არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური დამოკდებულების შემთხვევაში შეიძლება ეს დაავადებები განურჩეველიც იყოს. ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი, რამაც საჭირო გახადა მეცნიერებაში ისეთი განყოფილების (დისციპლინის) ჩამოყალიბება, რომელიც შეისწავლის დიაგნოსტირებისას და საერთოკლინიკურ პრაქტიკაში
დაშვებულ შეცდომებს.

იურიდიულ სფეროში არსებობს ასეთი სახელწოდება "სასამართლო-ფსიქიატრიული შეფასება", მათი ძირითადი მიზანია - იმ პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობის ზუსტი კლინიკური სურათის გამოვლენა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ან ფსიქიკური დაავადების არსებობისას. უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ ფსიქიატრიაში დამნაშავეთა ნახევარი, რომელიც ცნეს ფსიქიკური დაავადების მქონედ იყვნენ შიზოფრენიით დაავადებულები.

შიზოფრენიაში ვერ გამოვყოფთ ისეთ ნიშანს, რომელიც იქნებოდა მხოლოდ მისი მახასიათებელი. ამის მიუხედავად არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ყველაზე ტიპურია კონკრეტულად შიზოფრენიისთვის.
ბლეიერი აღნიშნავდა, რომ დაავადებისთვის ცენტრალური ადგილი სიმპტომატიკაში უკავია ასოციაციური აზროვნების მოშლას. შნაიდერმა გამოყო სიმპტომების ჩამონათვალი, რომელსაც უწოდა პირველი რანგის სიმპტომები, მათიგან ერთის ან მეტის არსებობა შიზოფრენიაზე მიუთითებს. ეს სიმპტომებია:
1. სმენითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც ”ხმები” ხმამაღლა აჟღერებენ პაციენტის აზრებს. (”აზრების გახმოვანება”.)
2. სმენითი ჰალუცინაცია, როცა ორი ”ხმა” კამათობს ერთმანეთში.
3. სმენითი ჰალუცინაცია, როცა ”ხმა” უკეთებს კომენტარს ადამიანის ქმედებებს.
4. ტაქტილური ჰალუცინაცია.
5. პაციენტის თავიდან ”აზრების ამოღება”.
6. ”აზრების ჩანერგვა”, რომელსაც ასრულებს უცხო პიროვნება.
7. რწმენა, რომ მისი აზრები გადაეცემა სხვას და სხვისი აზრები გადმოდის მასში.
8. სხვა ინდივიდის მიერ პაციენტის ცნობიერებაში გადაულახავი იმპულსების ”ჩანერგვა”.
9. განცდა რომ პაციენტის ქმედებებს აკონტროლებს სხვა.
10. ჩვეულებრივ მოვლენას სისტემატურად ეძლევა, რაღაც განსაკუთრებული, დაფარული მნიშვნელობა
ამ სიმპტომების ჩამონათვალმა შეიძლება შეგვიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან მარტივია შიზოფრენიის დიაგნოსტირება. ეს მართლაც ასეა თუ საქმე გვაქვს შიზოფრენიის გვიან ფორმასთან, თუმცა ადრეულ სტადიაზე მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პერიოდულად სხვადასხვა ხარისხით, ისინი შეიძლება იყოს სუსტად გამოვლენილი, ზოგჯერ პაციენტი მალავს დაავადების სხვადასხვა ნიშნებს. ამიტომ სპეციალისტთა ჯგუფში ფართოდააა გავრცელებული პრაქტიკა, როცა პირველი შეხვედრისას პაციენტის ისტორიაში წერენ
”შიზოფრენიის არსებობის ეჭვი”, ეს ნიშნავს რომ დიაგნოზი არის კითხვის ნიშნის ქვეშ მანამ სანამ კლინიკური სურათი არ გახდება ნათელი.


0
290
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0