x
სტრესი და მისი მართვა ორგანიზაციაში

imageსტრესი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს დაძაბულობას. იგი პირველად შემოგვთავაზა კანადელმა მკვლევარმა-განს სელიემ, 1954 წელს.
უმნიშვნელო სტრესი საკმაოდ ხშირი მოვლენაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მას იწვევს მოულოდნელი სიტუაცია, ან შემთხვევა. მნიშვნელოვანი სტრესი არის ის ძირითადი მიზეზი, რაც განაპირობებს პრობლემებს ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე აუცილებელია განისაზღვროს ერთმანეთისგან სტრესის დასაშვები და დაუშვებელი დონე.

სტრესის დაუშვებელი დონე უქმნის პრობლემას არა მარტო ადამიანს, არამედ ორგანიზაციასაც, რადგან მცირდება თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა. სტრესი იწვევს ასევე საკმაოდ ბევრ დაავადებებს, ესენია: მიგრენა, ჰიპერტონია, ართრიტი, ასთმა, ტკივილები ზურგში და ასევე პრობლემები გულზე. ასევე ჩნდება შემდეგი ფსიქოლოგიური პრობლემები- აღგზნებადობა, მადის დაკარგვა, დეპრესია, ნერვოზი, ქრონიკული ნერვიულობა, ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის დაუშვებელი დოზთ გამოყენება, შეგრძნება რაიმეს შესრულების უუნარობისა და ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა.
ადამიანები ხშირად სტრესს აიგივებენ პრობლემებთან, დარდთან, ავადმყოფობასთან და სხვა, თუმცა სტრესს განიცდის ადამიანი ასევე დიდი სიხარულისას. შესაბამისად განასხვავებენ სტრესის ორ სახეს: ეუსტრესი, რომელიც გამოწვეულია დადებითი ფაქტორებისგან და დისტრესი, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი ფაქტორებისგან. ცნობილია, რომ სტრესს აქვს გამაყუჩებლის თვისება.
სტრესის გამომწვევი ფაქტორები პირობითად იყოფა ორ ნაწილად: ორგანიზაციული და პირადული.
ორგანიზაციულს მიეკუთვნება: მოკლე დროში შესასრულებელი სამუშაო, შენიშვნა უფროსისგან, ურთიერთობის დაძაბვა თანამშრომლებთან და სხვა.
პირადულს მიეკუთვნება: ნებისმიერი მოულოდნელი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. კანადელი ფიზიოლოგი აღნიშნავდა: “ ერთმა და იმავე სტრესმა ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს სხვადსხვა რეაქცია. ისინი შეიძლება იყვნენ შინაგანი ან გარეგანი. ამ ფაქტორების ზეგავლენით ადვილად გადასატანი სტრესი შეიძლება გახდეს დაავადების გამომწვევი.”
განასხვავებენ სტრესის სამ ძირითად ფაზას: აფორიაქება, წინააღმდეგობა, გამოფიტვა. ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ნებისყოფა ადვილად ძლევენ პირველ ფაზას, მაგრამ ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანებს უცებ ფარავს აფორიაქება და გადადიან შემდეგ ფაზებში.
თუ მენეჯერი ფიქრობს, რომ სტრესი აჭარბებს დასაშვებ დონეს, მან უნდა აღმოფხვრას სტრესის გამომწვევი ფაქტორები. ანუ ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება სტრესის მართვა. განასხვავებენ სტრესის მართვის სამ ძირითად მეთოდს:

ხელმძღვანელების ქოუჩინგი, რომელიც ყველაზე მისაღებია ხელმძღვენელებისთვის. ქოუჩ_სპეციალისტის მთავარ მიზანა უჩვენოს ხელმძღვანელს მმართველობითი გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, სტრატეგიების კორექტირება.
ანტისტრესული-კორპორაციული ტრენინგი, რომელიც მეტად გავრცელებულია კომპანიებში. იმისთვის, რომ ჩატარდეს ანტისტრესული ტრენინგი, აუცილებელია სიტუაციის განსაზღვრა, მთავარი პრობლემების გამოვლენა და შედეგების ანალიზი, რომლებიც მიღწეული უნდა იყოს ტრენინგის შედეგად. შემდგომ მმართველები შეიმუშავებენ შესაბამისი პროგრამას.
ორგანიზაციული ქცევა, რომელიც ქმნის შესაძლებლობას გააუმჯობესოს ორგანიზაციის მდგომარეობა არახელსაყრელი პირობებისას. ამ მეთოდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფსიქოლოგიური რესურსების შენარჩუნება და სტრესული სიტუაციების გამოყენება თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის.

0
407
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0