x
დისტანციური მედიცინა

imageთანამედროვე პირობებში აქტიურად ვითარდება კომპიუტერული და ინტერნეტ ტექნოლოგიები, უკაბელო კომუნიკაციები, პროდუქციის წარმოება ნანოტექნოლოგიების გამოყენებით. ეს კი წარმოქმნის ახალ დარგებს. იმ დარგებს, რომლებიც ახლიდან იქმნება ან ტექნოლოგიური ინოვაციების, საფასო ურთიერთობების, მომხმარებელთა მოთხოვნილებების ან სხვა ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილებების ზემოქმედების შედეგად ფუნდამენტურად გარდაიქმნება -
შეიძლება ახალი დარგები ვუწოდოთ. ასეთ დარგს მიეკუთვნება დისტანციური მედიცინაც.
ტერმინი „დისტანციური მედიცინა“ პირველად შემოიღო R. Mark - მა 1974 წელს, სხვათა აზრით კი Thomas Bird- მა 1970 წელს. იგი აერთიანებს მრავალ სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციულ საშუალებას, რომლებიც გამოიყენება მედიცინის სფეროში.
N. Brown - ი (დისტანციური მედიცინის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პორტლენდში) დისტანციურ მედიცინას განმარტავს, როგორც ტექნოლოგიების გამოყენებას სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისთვის.
დისტანციური მედიცინის დასანერგად აუცილებელია, როგორც პაციენეტების,
ასევე ექიმების თანხმობა, თუმცა როგორც ნებისმიერ ახალ დარგს, მასაც სიფრთხილით
ეკიდებიან, აქვთ შიში კომპიუტერებით მუშაობის, სამუშაოების დაკარგვის,
თვადაპირველად გასაწევი დიდი მოცულობის ინვესტიციების გაუმართლებლობა, სამუშაო პროცესების დარღვევა.
ა.შ.შ - ში დისტანციური მედიცინის გამოყენებამ გულ - სისხლძარღვთა
დაავადებების მქონე ადამიანებზე გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა 8 მლნ $ -
დან 4.2 მლნ $ - მდე. მნიშვნელოვნად ვითარდება დისტანციური მედიცისნის მიმართულება- ტელექირურგია და ტელემორფოლოგია, ანუ დისტანციური გასინჯვა.
დისტანციური მედიცინა პერსპექტიული და ინტენსიურად განვითარებადი
მიმართულებაა მთელ მსოფლიოში. ამიტომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მას დიდ ყურადღებას აქცევს.დისტანციური მედიცინა მიმზიდველი დარგია. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს აქტიური ქმედებები მისი ოთხი შემადგენელი ნაწილის: ტელედერმატოლოგია, ტელეფსიქიატრია, ტელეპათოლოგია, ტელერადიოლოგია და დისტანციური მედიცინის ხელშემწყობი 4 მექანიზმის: ეროვნული სააგონტოების, პოლიტიკის, ან სტრატეგიის, სამეცნიერო შემუშავებისა და შეფასების განვითარებისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, დისტანციური მედიცინა ნაკლებად გავრცელებულია და როგორც გამოკითხვით დავადგინე მედიცინის მუშაკთა უმეტესობისთვის ეს სრულიად გაუგებარი ტერმინია. თუმცა იგი ჩანასახოვანი ფორმით მაინც არსებობს. თბილისში გაიხსნა საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა, რომელიც შეესაბამება ყველა
ევროპულ სტანდარტს. მისი მთავარი განსაკუთრებულობაა ექიმების კონსილიუმი. ყოველ დილით, კლინიკის ექიმები კონსილიუმზე განიხილავენ ახალ პაციენტებს. თუ რომელიმე ექიმს უჩნდება რაიმე შეკითხვა პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ეს შემთხვევა წამოიჭრება საბჭოს სხდომაზე, სადაც განხილვის შედეგად ექიმები მიდიან ერთ დასკვნამდე. ასევე 1-2 ჯერ კვირაში ტარდება ონლაინ კონსილიუმი ევროპისა და რუსეთის დერმატოვენეროლოგიური კათედრის პროფესორების და დოცენტების მონაწილეობით.
საქართველოში დისტანციური მედიცინა ნელ - ნელა ინერგება, თუმცა სპეციალისტების და შესაბამისი ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო ვფიქრობ, რომ ეს დარგი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუთვისებელი.



0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0