x
ობიექტოფილია და მისი რამდენიმე მაგალითი
ობიექტოფილია- მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის ემოციურ, რომანტიულ ან სექსუალურ ლტოლვას კონკრეტული უსულო საგნების მიმართ.

ზოგ შემთხვევაში ასეთი სახის მიჯაჭვულობის იდეაც კი ძალიან სასაცილოდ შეიძლება მოგვეჩვენოს.მინდა მოვიყვანო რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომლებიც შეყვარებულნი არიან უსულო საგნებზე.

image1) ემი ვულფ ვებერი
სიყვარულის ობიექტი- კარუსელი


ემი მუშაობს ეკლესიის ორგანისტად პენსილვანიაში. იგი ხვდება
25-მეტრიან გიგანტურ კარუსელს, რომელიც ჰგავს თვითმფრინავის ხალიჩას. მათი პირველი
” შეხვედრის” შემდეგ, ემიმ დაიწყო კარუსელზე აქტიური ზრუნვა, 10 წლის განმავლობაში იგი ესტუმრა პარკს 3000-ჯერ. მან ტურის ორგანიზატორის
საპატივსაცემოდ გვარიც კი შეიცვალა და გახდა ვებერი. ეს კარუსელი 13 წლის განმავლობაში მოსწონდა :
«მე დანახვისთანავე მივეჯაჭვე მას სექსუალურად და მორალურად.
მე არ ვღელავდი - ეს გრძნობა იყო ძალიან უბრალო და ბუნებრივი, მაგრამ ამის შესახებ
ვერავის ვეუბნებოდი, რადგან ვიცოდი, რომ კარუსელზე შეყვარება არ არის ” ნორმალური”».
გოგონას სძინავს ფოტოსთან ერთად, რომელზეც გამოსახულია თუ როგორ კატაობს კარუსელზე. რა თქმა უნდა, კარუსელი დარჩა პარკში და მასზე კატაობს უამრავი ადამიანი. ემი ამტკიცებს, რომ ის და კარუსელი არიან მონათესავე სულები, ამიტომ სხვებზე არ ეჭვიანობს.


image2) ეია-რიტა ბერლინერ-მაუერ
სიყვარულის ობიექტი- ბერლინის კედელი.


ეია-რიტა ცხოვრობს შვეიცარიაში. იგი შეყვარებულია ბერლინის კედელზე, რომელიც აშენდა 1979 წელს. მისი გვარი, ბერლინერ- მაუერი, სიტყვასიტყვით ითარგმნება
როგორც ” ბერლინის კედელი”.
ის ამბობს, რომ მისდამი სიყვარული გაუჩნდა 7 წლის ასაკში, როცა პირველად დაინახა ტელევიზორში.
იქიდან დაიწყო ფულის გროვება, რათა მოენახულებინა იგი.

თუმცა ბერლინერ-მაუერი ქარაფშუტა არსებაა. მას ასევე ფიზიკურად იზიდავს სხვა შენობები - ხიდები, რკინიგზის ლიანდაგი და ჭიშკარი.

«მე ვფიქრობ, რომ გრძელი, თხელი საგნები ჰორიზონტალური ხაზით ძალიან სექსუალურია», — ამბობს ის.
1989 წელს, როდესაც დაანგრიეს ბერლინის კედელი, იგი გადაერთო ბაღის ღობეზე და დაიწყო მასთან შეხვედრები. იგი სასაცილოდ მიიჩნევდა იმ იდეას რომ სექსუალურად

მიმზიდველი შეიძლება იყოს სხვა ადამიანი.

image1) რეიგნერ დელეინი
სიყვარულის ობიექტი- ქანდაკება
ეს არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც შეყვარებულია ქანდაკებაზე. ამჯერად ეს ქანდაკება არის ბერძენული მითოლოგიის ღმერთი ადონისი, მისი სიმაღლე ერთ მეტრს შეადგენს.
მასში გადაიხადა £395 და დაარქვა ჰანსი, რადგან რადიოში უკრავდა «Pointer Sisters-Slow Hand».
ახლა იგი დიდ დროს ატარებს ქანდაკებასთან- კითხულობს ჰანსთან ერთად, ელაპარაკება, საუზმის დროს ახლოს ჰყავს, კოცნის და ეფერება, ამ დროს კი წარმოიდგენს თუ როგორ სეირნობენ სანაპიროზე ერთად. ამის მიუხედავად, ის აღიარებს, რომ ჰანსს ვერ გაჰყვება ცოლად, რადგან ვერ იქნება მისი ერთგული.

image1) ედვარდ სმიტი
სიყვარულის ობიექტი - ათასზე მეტი ავტომობილი.


ამჯერად ედვარდის შეყვარებულია «Volkswagen Beetle»-ზე სახელად-ვანილ. ის ამტკიცებს, რომ მას არასდროს იზიდავდა მამაკაცები ან ქალები:
«მე რომანტიკოსი ვარ. ვწერ ლექსებს ავტომობილებზე, ვუმღერი და ვესაუბრები მათ, როგორც დაქალებს. მხოლოდ ისინი არიან ჩემს გულში და არ მინდა რაიმე შეიცვალოს».


ის ამბობს რომ საუკეთესო სექსუალური გამოცდილება ჰქონდა ვერტმფრენთან, ”Airwolf”, რომელიც გამოჩნდა ტელეშოუში 1980 წელს.მას აქვს ურთიართობა არა მარტო ვანილთან ( მისი ახლანდელი გატაცება). მის ”საყვარლებში” იყო
1990 წლიანი «VW Beetle» სახელად-ვიქტორია, რომელსაც ”ხვდებოდა” 5 წელი. სმიტი აღიარებს, რომ მას აქვს სქესობრივი კავშირი ათასზე მეტ ავტომობილთან. ეს ყოველივე დაიწყო 15 წლიდან, მანქანების უმეტესობა სხვისი იყო ან იყიდებოდა ავტოსალონში.

კიდევ არსებობს მსგავსი ფაქტები, შეიძლება თავიდან
სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა სასაცილო ნამდვილად არ არის :(

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0