x
image
თეონა გორდეზიანი
რიტიკოს თვალით დანახული თურქეთი
დღესდღეობით უამრავი ფოტო მოყვარული არსებობს. ზოგისთვის ეს შინაგანი მოთხოვნილებაა, ზოგისთვის რაღაცის გამოხატვისა და გადმოცემის სურვილი... მოკლედ ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის რომ მოყვარული გახდე და გქონდეს ის რაც სხვას არ გააჩნია.



ფოტოს ხარისხიანად გადაღებისთვის მარტო კარგი ხარისხი და მაღალი პროფესიონალური მონაცემები საკმარისი არაა. იმ ფაქტს რომ ამისთვის განსაკუთრებული განსაკუთრებული ხედვაა საჭირო ერთი გოგონა დიდი ხანია ამტკიცებს.


ეს გოგონაა, უბრალოდ უბრალო პატარა გოგონა. უსაზღვროდ პოზიტიური,

ენერგიული, კეთილია. პატარა გოგონა დიდი გულით. ის ყოველთვის ყველგანაა იქ სადაც რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება . სადაც საინტერესო კადრების დაფიქსირება შეიძლება. და არასდროს, არასდროს არ ეზარება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკის და ხშირად ვალდებულებების არსებობის გარეშე.



საქართველო ხომ პატარაა... ყველა ადამიანის გზა ერთხელ მაინც გადაკვეთს ყველა ადამიანის გზას..სადმე წამიერად. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ასეა და იმაშიც

დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანიც სადმე აუცილებლად გეყოლებათ ნანახი და თუ

არ გყავთ აუცილებლად ნახავთ მომავალში.

საინტერესო ხედვასთან ერთად მის სურათებში სითბოა... უცნაური სიყვარული.

ხშირად დაუჯერებელია რომ მისი კადრები უბრალო ტელეფონითაა შესრულებული.

ვფიქრობ ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა გამორჩეულებს უბოძა. ეს არამარტო ფოტოს

სიყვარული, არამედ ბუნების, სიცოცხლის, არსებობის სიყვარულია..


ამ პატარა გოგონას სურათებით ხშირად აღმოჩნდებით იქ სადაც რეალურად არც

ყოფილხართ მაგრამ რეალობის შეგრძნებას დაკარგავ და შეგიძლია იყო იქ სადაც

შეიძლება ვერც მომავალში აღმოჩნდე... ან პირიქით შეიძლება იმდენად აღიქვა გარემო

მოტივაცია გაგიჩნდეს შენც აღმოჩნდე და დარწმუნდე რომ ფოტოგრაფის თვალით

გადმოცემული ნამდვილად თბილია.


ეს გოგონა რიტა შუბითიძეა. იგივე რიტიკო, როგორც თავის თავს უწოდებს. ძალიან

მინდა მისი თვალით დანახული ბევრი ფოტო აღვნიშნო... მაგრამ არჩევანი მისი

თვალით დანახულ თურქეთზე შევაჩერე და თავი მოვუყარე რამდენიმე მათგანს.


ასე რომ, რიტიკო შუბითიძის თვალით დანახული თურქეთი:


image


image












imageimage








image



imageimage

image



image



image


image



სურათის ატვირთვაimage

რიტიკოს ვუსურვებ წარმატებებს... თუნდაც ისეთ აპარატს, რომელიც მის ნიჭს

შეეფერება, რომ (აღარ გადაიღოს ნათხოვარი აპარატით) უფრო მეტი საინტერესო და

პოზიტიური კადრებით შეძლოს ყველაფრის გაფერადება.



1
140
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
140
  
2016, 30 ნოემბერი, 14:24
მადლობა, რომ ასე გჯერა ჩემი, რომ ასე გიყვარვარ ჩემოო გოგო!!
0 1 1