x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ გახდა ნაძვი საშობაო ხე ...
ბავშვებს ბევრი საინტერესო და ასევე უცნაური კითხვა აქვთ. აინტერესებთ ყველაფერი, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო... უფროსებიც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მოვემზადოთ ბავშვის იმ პერიოდისთვის როცა შეკითხვების განსაკუთრებული "თავდასხმა " დაიწყება.

ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ყველა უფროსი ასაკის ადამიანს გამოადგება. არ აქვს მნიშველობა უკვე მშობელია თუ პოტენციური მშობელი.

არსებობს ლეგენდა, რომელიც გვიყვება როგორ გახდა ნაძვი განსაკუთრებული და გამორჩეული... ხე რომელიც ყოველ წელს, ყველა ოჯახში ირთვება. ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს გაალამაზოს, მორთოს და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც მოაქვს საახალწლო განწყობა.

ლეგენდის თანახმად:

„იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. მათ საჩუქრებიც მიუტანეს: ვაშლის ხემ - ვაშლი, კაკლის ხემ - კაკალი, ატმის ხემ - ატამი...

ნაძვის ხე კი იდგა შორიახლოს და ადგილიდან არ იძვროდა, ჩუმად ტიროდა. მისი ტოტებიდან წებოვანი სითხე გადმოვიდა, ეს ნაძვის ცრემლები იყო...

- რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? - ინტერესით ჰკითხეს მას სხვა ხეებმა.
- „მე ხომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია, ყრმას რაიმე არ ვატკინო, “ - უპასუხა ნაძვის ხემ.
- რა კეთილი ხე ყოფილხარ!- აღფრთოვანდა ყველა.

გადმოცემის თანახმად, ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი. მისი გირჩები სხვადასხვაფრად შეღება, მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა. სწორედ ამიტომ, ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს „შობის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. მას შემდეგ კი ნაძვის ხე მუდმივად ირთვება.“
image
0
62
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0