x
image
თეონა გორდეზიანი
რა უნდა ვიცოდეთ - წარმატებისთვის!

image


საინტერესოა რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და დასახულ მიზნამდე სწორად ვიაროთ.




დღესდღეობით აქტუალურია ბრაიან ტრეისი და მისი შემოქმედება. მეტროში თუ

სამარშრუტო ტაქსში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს ბრაიან ტრეისის წიგნით "შეჭამე ბაყაყი" ან "გაყიდვების სუპერვარსკვლავით" ხელში.


image





ბრაიან ტრეისი -ამერიკელი ბიზნესკოუჩი და გაყიდვების გურუ, ცნობილი ტრენერი, რომელმა თავად ურჩია ”პალიტრა L"-ს საკუთარი ორი წიგნის გამოცემა.




ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალია თავმოყრილი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც წარმატების და წინსვლის განსაკუთრებული სურვილი აქვს... მართალია სურვილი ერთია და "ბრძოლა" მეორე, მაგრამ აქ თავმოყრილი სიტყვები ნამდვილად მოტივაციის ასამაღლებელია და ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ მიზანი, მასაც კი, სწორად გაგების შემთხვევაში, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დააყენებს.


image










" ადამიანი იმას წარმოადგენს, რაზეც ხშირად ფიქრობს"


"რაც უფრო მეტს ფიქრობ და საუბრობ საკუთარ მიზანზე, პოზიტივითა და ენთუზიაზმით ივსები"


" ცხოვრების წესად გაიხადეთ მაქსიმუმის ჩადება ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ აღბეჭდეთ თქვენს საქმეებზე თქვენი ხასიათი. აქციეთ სრულყოფილება თქვენს სავაჭრო ნიშნად"

ორისონ სუეით მარდენი



"ცხოვრებაში მთავარი, საკვანძო მომენტი გადაწყვეტილების მიღებაა!..." ხშირად იმეორეთ "მე საუკეთესო ვარ"

მარკ ტვენი


"ისე იმოქმედეთ თითქოს უკვე გაქვთ სასურვლი უნარი და ის აუცილებლად გექნებათ"

არისტოტელე

image
















" მე მიყვარს ჩემი თავი და მიყვარს ჩემი საქმე " - ფრაზა რომლითაც უნდა ადგე ყოველ დილით.


"თუ ყოველდღიურად დაუთმობ დროს სწავლას, ფიქრსა და დაგეგმვას, თქვენ შეძლებთ ბედისწერის შეცვლას "

უილიამ კლიმენტ სთოუნი



"შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი რამ, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, არ არსებობს არავითარი ლიმიტი".

ბრაიან ტრეისი


"ლიდერი ის არის, ვინც ბევრს კითხულობს "


"დაუდგინეთ თქვენს თავს იმაზე უფრო მეტი სტანდარტები, ვიდრე ამას თქვენგან ელოდებიან"

ჰენრი უარდ ბიჩერი


"ბუნებას არ უყვარს ხუმრობა, ის ყოველთვის მართალია, სერიოზული და მკაცრი. შეცდომები და ნაკლოვანებები ადამიანთა თვისებაა"

გოეთე


"ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია, მან თვითონაც კი არ იცის, რა შეუძლია, სანამ არ ცდის".

ემერსონი


საქართველოში ბიზნეს ლიტერატურის გამოცემა კარგი ინიციატივაა და დაეხმარება მარკეტინგითა და გაყიდვებით დაინტერესეულ საზოგადოებას. ეს წამოწყება კი ბევრი ახალი წარმატების საწინდარია.

0
175
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0