x
image
თეონა გორდეზიანი
რა უნდა გაითვალისწინო თუ სამსახური არ მოგწონს... რა არის ყველაზე ნიშვნელოვანი რაც დაგეხმარება
ადამიანები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იწყებენ ძიებას, რა პროფესია აირჩიონ ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე... ზოგი თავიდანვე ჩამოყალიბებულია რა უნდა, სად და რისთვის უნდა... მავანთ უმართლებთ და სწორედ იმ სფეროშივე ახერხებენ დასაქმებას რაც მათი მოწოდებაა. ზოგს კი არ უმართლებს და ძიების მომენტი დიდხანს უგრძელდებათ...ცხოვრება ხომ იმიტომ არის რთული, რომ გადაწყვეტილების მიღებაა ძნელი...


ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ისინი, რომელთაც სჯერათ ბედის და ისინი რომელთაც იციან გჯეროდეს ბედის ეს იგივეა, არ იყო თავისუფალი.

პირველნი ელოდებიან იღბალს, მეორენი - მოქმედებენ, რომ აქტიური წვლილი შეიტანონ თავიანთი ბედის ჭედვაში...


მე ყოველთვის ის მეორე კატეგორია ვიყავი, რომლებიც მოქმედებენ... შესაძლოა ჩემი, როგორც კონკრეტული ადამიანის გამოცდილების გაზიარება არც თუ ისე საინტერესო იყოს, მაგრამ ვცდილობ ნებისმიერ გარემოში დავინახო, რაღაც პოზიტიური, მინდა ეს დამოკიდებულება სხვასაც გადავდო.



მე ეროვნულის თითქმის პირველი თაობა ვარ. 2009 წელს მომიწია ჩაბარება, ვხვდებოდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იყო ის მიმართულება, რომელიც უნდა ამერჩია, როგორც ყველა აბიტურიენტისთვის ეს წელი ჩემთვისაც იყო " გამორჩეული" ... გამოცდების და ზაფხულის შემდეგ მივხვდი გამორჩეულთა შორის ვერ აღმოვჩნდებოდი და გრანტზე ოცნება არ შემეძლო, ამიტომ დავიწყე ფიქრი თითქმის 18 წლის ასაკში, რომ რამე სამსახური მეპოვა.

image

ჩემი პირველი სამსახური იყო ნიკორა, მაშინ ჩემი ხელფასი იყო 250 ლარი, მევალებოდა ვყოფილიყავი ყოველთვის ღიმილიანი, თუმცა ეს არც მიჭირდა, რადგან მაშინ უმიზეზოდაც შეიძლებოდა ვყოფილიყავი ბედნიერი. მიუხედავად მოვალეობების სიმრავლის და ანაზღაურების სიმცირისა მე ვცდილობდი ვყოფილიყავი მოწესრიგებული, ღიმილიანი, მხიარული ჩემს არაჩვეულებრივ თანამშრომლებთან ერთად...


"...როცა მუშაობისას ფიქრობ სხვა რაღაცაზე, შედეგი: გარდაუვალი წარუმატებლობა! "


მეორე სამსახური... ისევ მომსახურების სფერო იყო (კარფური).


image


გაორმაგებული ხელფასით, გაორმაგებული პასუხისმგებლობითა და საქმეებით. თუმცა ჩემთვის დატვირთვის მიუხედავად ღიმილიანი სახე მაინც " დამახასიათებლად"

იქცა. არა მარტო დამქირავებლის მოთხოვნის გამო, არამედ ეს პირადი განწყობაა საქმისადმი, როცა საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში მუშაობ, თუმცა დამოკიდებულება ინდივიდუალურია...


ხშირად მუშაობა რაიმე მიზანს ემსახურება, მაგალითად როცა ეს სასიამოვნო პროცესია და ნაკლებ მნიშვნელოვანია ანაზღაურება.

ეს იშვიათად, რადგან ანაზღაურების მოთხოვნილება ბუნებრივი მომენტია ხოლმე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მუშაობ მარტო იმიტომ რომ ეს გჭირდება... ამ სიტუაციაში უნდა დაიწყო გამოსავლის ძიება ან უბრალოდ უნდა დატოვო

" თანამდებობა".


დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი რისი გამოყენებაც ადამიანს შეუძლია წარმატების მისაღწევად. იგი იმით განსხვავდება ყველა სხვა რესურსისგან რომ მისი დაგროვება შეუძლებელია ან დაბრუნება... ხოდა თუ ფიქრობ კარგავ დროს უნდა განაგრძო სხვა გზით სვლა...


ამიტომ მე მივიღე მონაწილეობა ე.წ შესარჩევ ეტაპებზე და გავხდი

" ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ერთი რიგითი მასწავლებელი. ქართულს ვასწავლიდი ეთნიკურ უმცირესობებს, გაათმაგებული პასუხისმგებლობა და სახელი რომელიც თბილისიდან წასულს იქ ... შორეულ ჯავახეთში უნდა დამეტოვებინა. არ ვიცი რამდენად გამომივიდა " მისიის" შესრულება, მაგრამ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა ამ ერთმა წელმა. შემძინა გამოცდილება... პირობების არ არსებობის მიუხედავად ვეძებდი პოზიტივს, რაც აუცილებელია ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვისთვის...


" არ დაყარო ფარ-ხმალი კრიტიკულ მომენტში, საქმის კეთებისას გარდაუვალი კრახის პირველი განცდა ყოველთვის მოჩვენებითია"...


ჯავახეთში პედაგოგიური გამოცდილება მივიღე, ჩამოსვლის შემდეგ კი დავრეგისტრირდი ტრენინგებზე საიდანაც საინფორმაციო ტელევიზიის

" პალიტრანიუსის" სარეკლამო გაყიდვების აგენტი გავხდი. იქ ყოფნის დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება.


ზაფხულის დადგომის შემდეგ კი ანაკლიის მომავლის ბანაკის სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება და არაჩვეულებრივ გარემოსა და სამსახურზე სეზონურობის მიუხედავად ვერ ვთქვი უარი...


image


image


image


ამ გარემოშიც მოზარდებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა . ეს

სამსახური თავისთავად არის ღიმილიანი, საპასუხისმგებლო მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით. შემოქმედებითი და სასიამოვნო გარემო - ბედნიერების კუნძული საქართველოში.


image


რაც არ უნდა ბევრს, მაღალ ანაზღაურებადს მიაღწიო, როცა გარემოება მოითხოვს არასოდეს უნდა ითაკილო რაიმეს გაკეთება, თუ კი ეს შენგან პატიოსან შრომას მოითხოვს...


ამ ყველაფრის შემდეგ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც სამკაულების მაღაზიაში ვიმუშავე. M&M მირას და მარიამის არაჩვეულებრივ გარემოცვაში, ეს კიდევ ერთი გამოცდილება იყო ხალხთან ურთიერთობის კუთხით...


დღესდღეობით კი ბავშვები ჩემი განუყოფელი ნაწილია. უკვე რამდენიმე თვეა გასართობ ცენტრში აღმოვჩნდი...


აქ ( Boom-Boom - ში) ბავშვებთან ურთიერთობა არის ბედნიერება, მათი ხელები თბილი... მათი ლოყები ტკბილი... თუმცა საქმე საპასუხისმგებლო, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.


ვითავსებ მასწავლებლობას

( ვამზადებ ბავშვებს ) და არამარტო ისე...გასართობ ცენტრში მოსული ბავშვიც ჩემთვის არის პოტენციური მოსწავლე...


ზოგადად ადამიანი საშუალოდ 80 წელი ცოცხლობს... ამის გარკვეულ ნაწილს ძილში ატარებს, რაღაც ნაწილს კი სამსახურში...

არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას და საქმეს ემსახურები, მნიშვნელობა ჩვენს დამოკიდებულებაშია, შესაძლოა მცირე შემოსავლითაც იყო ბედნიერი...


ჩემი ყველა სამსახური ... კონსულტანტობა, რომელიც არ მეთაკილება...დღესდღეობით ბავშვებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა არ მეთაკილება, რადგან ზოგიერთივით კაბინეტში არ ვზივარ...არ მეთაკილება, რადგან ვიცი შრომის ფასი, მნიშვნელობა და საჭიროება, არ მეთაკილება ჩემი მრავალფეროვანი შრომისმოყვარეობა, რადგან ვიცი ეს დღეები და ჩემი დამოკიდებულება მომავალი წარმატების საფუძველია, წარმატების, რომელსაც მხოლოდ ბედისწერა არა, დამსახურებაც უნდა...



" ცხოვრება ჰგავს ჩვენს სხეულებსა და სულებს და ჩვენი ცხოვრებაც ისე წარიმართება, როგორც ამას ჩვენი გული და გონება გვკარნახობს".





9
270
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
270
  
2017, 19 მარტი, 12:16
ვიცი თეო გავაგზავნე უკვე, მადლობა
2017, 18 მარტი, 22:08
ნინო დაიწყო ბანაკის რეგისტრაცია
2017, 2 მარტი, 14:06
არა ჯერ.. ალბათ მაისის ბოლოს დაიდება დასაქმების საიტებზეც და მათ გვერდზეც
2017, 2 მარტი, 13:27
ვაკანსია არ უდევთ? ვერ ვნახე...
2017, 2 მარტი, 13:25
არა დაახლოებით მაისის ბოლოს
2017, 2 მარტი, 13:23
წელს ვეღარ? ჯერ ხომ არ დაწყებულა ტრეინინგები?
2017, 2 მარტი, 13:10
აუცილებლად მოხვდები მომავალ ზაფხულში - მომავლის ბანაკში ☺
2017, 2 მარტი, 12:34
აუ, როგორ მინდოდა მეც თქვენთან ბანაკში. ყველაზე მაგარი გარემო
0 1 9