x
image
მადამ ფისუნია
„ახალი ფრანგული თრილერი“

image
ჟაკ ბეკერის „წითელხელება გუპი“ (1943), სრულებით არარომანტიკული დრამა გლეხთ მცხოვრებაზე, იყო თრილერის, მელოდრამისა და „შავი კომედიის“ ექსტრაორდინალური ნაზავი. იგი პესიმიზმით დატვირთა რეჟისორმა, თუმცა მასში შეიმჩნეოდა წინააღმდეგობის მოძრაობისადმი ერთგვარი სოლიდარობის ნიშნებიც. ჟან გრემიონის კინოსურათები „ზაფხულის შუქი“ (1943) და „ცა თქვენ გეკუთვნით“ (1944) ნათლად მეტყველებდა ავტორის დხვეწილ სარეჟისორო ხელწერაზე, მის მაღალ კინემატოგრაფიულ გემოვნებასა და პრობლემური თემატიკის სწორად შერჩევის ნიჭზე. ორივე ფილმი ძლივს გადაურჩა აკრძალვას, მაგრამ ძლიერ შთამბეჭდავი სიუჟეტების წყალობით კრიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა.
1944 წლის მიწურულისათვის ქვეყანა განთავისუფლდა გერმანელების ოკუპაციისაგან. ჟან ბაკერის კომიტეტი აგვისტოში ფარულად იღებდა პარიზის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებს, რაც შემდგომ დოკუმენტურ-ქრონიკალურ ფილმად შეკრეს და ეკრანებზე გაუშვეს. მტერთან თანამშრომლობაში ( კოლაბორაციონისტობაში) ეჭვმიტანილ ადამიანებს პატრიოტები სხვადასხვანაირად გაუსწორდნენ - ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი ციხეში მიაბრძანეს, ზოგი დააჯარიმეს და ა. შ. ანრი ჟორჟ კლუზოს ორი წლით აუკრძალეს კინოში მუშაობა, არტეტი და საშა გიტრი მცირე ხნით საპყრობილოში ჩასვეს, რობერტ ბრაზიიაკი დახვრიტეს, თითო-ოროლა კინოხელოვანმა კი საზღვარგარეთ გაასწრო.

0
4
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0