x
image
natia.a
10 ყველაზე მომხიბვლელი ჩინელი მსახიობი ქალი - საოცარი აზიური სილამაზე...
image
ჩინეთი - მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ აქ უამრავი ლამაზმანია თავმოყრილი. გთავაზობთ გასული წლის ყველაზე ლამაზი ჩინელი მსახიობი ქალების ათეულს.


10. დონ ცზიე
image

ჩინელი მსახიობი და მოცეკვავე, დონ ცზიე დაიბადა 1980 წლის 10 აპრილს. მისი დებიუტი შედგა ჩჟან ომიუს ფილმში "ბედნიერება ერთი საათით". მას შემდეგ ლამაზმანი კინოში ხშირად არ ჩნდება. 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ დონი ცოლად გაჰყვა მსახიობს პხან ტხუემინს. ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი შეეძინათ. ამის შემდეგ, დონ ცზიემ, უბრალოდ, უარი თქვა სამსახიობი ამბიციებზე და თავი მთლიანად ოჯახსა და შვილს მიუძღვნა.

9. ჩჟან ცზინჩხუ


image

ჩჟან ცზინჩხუ, ნიჭიერი კინომსახიობი, დაიბადა 1980 წელს. იგი პეკინში დრამის ცენტრალურ აკადემიაში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. შესანიშნავად იცის ინგლისური. მისი დებიუტი შედგა ფილმში "ფარშავანგი", რომლისთვისაც 2005 წელს მიიღო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, "ვერცხლის დათვი". 2005 წელს, გამომცემლობა Time Magazine-მა სტატიაში "აზიის გმირები" მსახიობის სილამაზეზე ისაუბრა.

8. ლიუ იფეი


image

ლიუ იფეი დაბადა 1987 წლის აგვისტოში. მამამისი აკადემიკოსი და ფრანგული ენის პროფესორი იყო, მუშაობდა ჩინეთის საელჩოში. ლიუმ სახელი გაითქვა სილამაზითა და სუსტი აღნაგობით. გოგონა წარმატებით უთავსებს მოდელის, მსახიობისა და მომღერლის კარიერას. ლამაზმანის ყველაზე დიდ მიღწევად იქცა 2008 წლის ფილმი "აკრძალული სამეფო", რომელშიც მასთან ერთად ითამაშეს ჯეკი ჩანმა და ჯეტ ლიმ. ცოტა ხნის წინ მიუმ აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო.

7. სუნ ლი


image

სუნ ლი დაიბადა 1986 წლის 26 სექტემბერს და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ჩინელ მსახიობად ითვლება, რისთვისაც ჩინეთის ტელევიზიის დედოფლის ტიტულიც კი დაიმსახურა. 2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში "რომანი წვიმის ქვეშ", რითაც საფუძველი დაედო მის წარმატებულ კარიერას. მოგვიანებით ლამაზმანმა ტელეარხ China TV-სგან ჯილდო - ""ოქროს არწივი" მიიღო. 2010 წლიდან ცუნი ქორწინებაშია მსახიობთან დენ ჩხაოსთან, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.


6. ლი ბინბინი



image

ლი 1973 წლის თებერვალში დაიბადა, ქალაქ უჩანში. ლამაზმანი ცნობილია, როგორც მსახიობი და მომღერალი. 1993 წელს მეგობრის რჩევით, ლიმ სწავლა დაიწყო შანხაის თეატრალურ აკადემიაში. 1999 წელს კი სახელი მოიხვეჭა ფილმით "ჩვიდმეტი წელი". დღეს ლი არის გაეროს კეთილი ნების ელჩი და დედამიწის დროის ელჩი საერთაშორისო ბუნების ფონდში.


5. ჩჟან იუიცი


image

ჩჟანი დაიბადა ჩინეთის პროვინცია შანდუნში. კინოსადმი ინტერესმა 15 წლის გოგონა სამსახიობო ხელოვნების სკოლაში მიიყვანა. მის პირველ მიღწევად იქცა როლი ფილმში «CJ7». 2009 წელს ლამაზმანი მიწვეული იყო მონბლანის კულტურის ფონდის დაჯილდოების ცერემონიალზე.

4. გაო იუანიუანი


image

1979 წელს დაბადებული ლამაზმანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სამსახიობო სფეროში. შოუ-ბიზნესში მისი დებიუტი 1996 წელს შედგა და მას შემდეგ წარმატებით აგრძელებს კარიერას. გასაკვირი არ არის, რომ მან მთავარი ჯილდო დაიმსახურა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, 2009 წელს.


3. ხუან შენი


image

ხუანი ძალიან ლამაზად გამოიყურება, თუმცა პუბლიკას, პირველ რიგში, მისი ნიჭი ხიბლავს. ამასთან, გოგონა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მომღერალიცაა და პეკინის კინოაკადემია აქვს დამთავრებული. მისი დებიუტი შედგა ფონგის როლში სტივენ ჩოუს ფილმში "საქმის გარჩევები კუნგ-ფუს სტილში". 2009 წლიდან ლამაზმანი China Juli Group’s Entertainment Media Co., Ltd-ს გენერალური დირექტორია.

2. ჩხენ ხაო


image

დაიბადა 1979 წელს და დღეისთვის ცნობილია, როგორც მსახიობი, მოდელი და მომღერალი. 1997 წელს დაამთავრა დრამის ცენტრალური აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტი. მალე მიიღო პირველი ჯილდო ფილმისთვის "მთის ფოსტალიონი". თუმცა საყოველთაო აღიარება მოუტანა სატელევიზიო დრამამ "მოხელე ლი ვეი". ჩხენმა გაიმარჯვა ონლაინ გამოკითხვაშიც, რომლის მიზანი იყო ჩინეთის ყველაზე ლამაზი ქალის გამოვლენა. დღეისთვის მსახიობი ქორწინებაში იმყოფება დევიდ ჰაიფენთან.

1. ბარბი სიუი


image



ბარბი 1976 წელს დაიბადა და ჩინეთში ცნობილია ფსევდონიმით "და სი". იგი წარმოშობით ტაივანელი მსახიობი და მომღერალია. მისი პირველი დასამახსოვრებელი როლი იყო შან ცაი ტაივანურ დრამაში "ჩამოცვენილი ვარსკვლავების ბაღი". მიუხედავად მისი ასაკისა, ბარბი შეუდარებელია პოპულარულ კოლეგებს შორისაც. ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა კონტრაქტს საათების კომპანია "ტისოსთან". ბარბი დღეს მეწარმის, ვონ საიაოფეის მეუღლეა.

5
747
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
747
  
2016, 11 ოქტომბერი, 11:55
:დ არაა
2016, 11 ოქტომბერი, 11:38
პირადად? :)))
2016, 11 ოქტომბერი, 11:32
ჩIნური ქალები :D მეექვსეს ვიცნობ :D
2016, 11 ოქტომბერი, 11:23
მე კი თარგმნისას :))
2016, 11 ოქტომბერი, 11:23
ენა ვიღრძე სახელი და გვარების წაკითხვისას :))
0 1 5