x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
9 პოპულარული პროდუქტი, რომელიც წონის მატებას და გლაუკომას (მხედველობის დაკარგვა) იწვევს

იმისთვის რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ, 9 პროდუქტი უნდა ამოიღოთ თქვენი კვების რაციონიდან. ყველაზე ხშირად, სწორედ ეს პროგუქტები ხდება ზედმეტი წონის მიზეზი.


1. ალკოჰოლური სასმელები


image
ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი მადას აღვიძებს და ადამიანი უკონტროლოდ იწყებს ჭამას. ყოველივე ამას, ისიც ემატება, რომ სპირტული სასმელი საკმაოდ კალორიულია. ყოველ 100 მლ-ზე, კალორიების შემცველობა ასეთია:


ამარეტო – 280 კკაკ
კონიაკი – 240 კკალ
არაყი – 234 კკალ
ხილის ღვინო – 80-125 კკალ
ღვინო – 66 – 170 კკალ
ლუდი – 45 კკალ.



2. სიმინდის ფანტელები და მიუსლი


image
ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ მშრალი საუზმე, მაგ., ფანტელები და მიუსლი, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტების ერთი საშუალო ულუფა 30 გრამამდე შაქარს შეიცავს, რაც შაქრის დღიური ნორმის (50 გრ.) ნახევარზე მეტი არის.


3. იოგირტი და მოჭიქული ხაჭო («სიროკი»)


image
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ასევე უყვართ საუზმეზე — ხილის იოგურტი ან ხაჭოს დესერტებია. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, ლაქტოზის გარდა, რომლის უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სარგებლობაზე, დღემდე კამათი მიდის, პროდუქტები საკმაოდ დიდი რაოდენობის შაქარსაც შეიცავენ. ასე, მაგ., სასმელი იოგურტის ერთი პატარა ბოთში, დაახლოებით, 5 ჩაის კოვზი შაქარი არის.


4. ყავა 3 – 1-ში


image
ძალიან სახიფათოა ფიგურისთვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის ყავა 3 – 1-ში. ეს ყავა, ჩვეულებრივ პაკეტებში იყიდება და ძალიან მარტივი მოსამზადებელია. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ წყალში გახსნილი ერთი ასეთი პაკეტი 70 კკალორიას და 10 გრამ შაქარს შეიცავს.


5. პური


image
როგორც კი პურის მავნებლობაზე იწყება საუბარი, ყველა უკლებლივ, მავნებელ პურში თეთრ პურს გულისხმობს და ბოლო დროს, ჯანსაღი კვებისადმი გაზრდილი ინტერესის გამო, პურის მწარმოებელი კომპანიები იძულებულები არიან შედარებით უხეში ფქვილი გამოიყენონ (იგულისხმება შავი პურის ცხობა), მაგრამ არც ეს შველის საქმეს. ხორბლის ფქვილი, როგორიც არ უნდა იყოს, თუნდაც ფქვილით კი არა, მთელი მარცვლებით იყოს პური გამომცხვარი, პროგუქტის ყოველ 100 გრამზე შაქრის შემცველობა 4 გრამი იქნება. რადგან პური ნახშირწყლების შემცველი პროდუქტია, მის შემადგენლობაში არსებული შაქარი, ორგანიზმში გროვდება ცხიმის სახით.



6. ძეხვი და სოსისი


image
სამწუხაროდ პროდუქტების ეს კატეგორია, დღეს ისევ პოპულარულია მოსახლეობაში. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ძეხვი და სოსი უკვე კარგა ხანია ისეთი ნატურალური არ არის, როგორიც ათწლეულების წინ იყო. ამ პროდუქტების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ცხიმები, ტრანსგენდერული სოიო და ნატრიუმის გლუტამატი (E621)* არის — ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ უარი თქვათ ამ პროდუქტებზე.
image* იაპონიაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ნატრიუმის გლუტამატის დიდი რაოდენობით მოხმარება გლაუკომას იწვევს.

ასეთი აღმოჩენის შემდეგ, ყოველთვის დგება დოზირების საკითხი: ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებს, უფრო დიდი რაოდენობით ნივთიერებას აძლევდნენ, ვიდრე ადამიანი იღებს კვების დროს. მაგრამ, აი რას ამბობს, ამასთან დაკავშირებით, ლონდონში გლაუკომის ყველაზე ცნობილი სპეციალისტი დოკ. პენგ ტი ჰოუ: «მართალია, ექსპერიმენტის დროს ნატრიუმის გლუტამატის დოზა გაზრდილი იყო, იმასთან შედარევით, ვიდრე ადამიანი ერთჯერადად იღებს, მაგრამ თუ ის «გლუტამატ-ნარკომანია», ასეთები კი არც თუ ისე მცირე რაოდენობაა, სავსებით შესაძლებელია, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, თვალის ბადურასთან დაკავშირებით».

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატრიუმის გლუტამატი ათწლეულების მანძილზე აგროვებს ადამიანის ორგანიზმში ნეგატიურ ეფექტს, რაც საბოლოო ჯამში გლაუკომაში (თვალის ბადურის დაზიანების შეუქცევადი პროცესი, რომელიც სიბრმავეს იწვევს) ვლინდება.

იმის გაგება, არის თუ არა პროდუქტში გლუტამატი, რთული არ არის – ის ყოველთვის არის დატანილი შეფუთვის ეტიკეტზე Е 621 სახით, ხოლო ხანდახან, ის აბსტრაქტული, «გემოს გამაძლიერებლის» სახელის ქვეშ იმალება. ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით არის ყველა სახის ხორცის, თევზის, ქათმის, სოკოს და სოიოს ნახევარფაბრიკატებში. ნატრიუმის გლუტამატს ასევე შეიცავს: ჩიპსები, კრეკერი, საწებელი, დაფასოებული სანელებლები, ბულიონის კუბიკები და მშრალი კერძები (სუპი, კარტოფილის პიურე, მაკარონი და ა. შ. ყველა კერძი, რომელიც მხოლოდ წყლის დამატებით მზადდება).

გლუტამატი «სიცოცხლეს უხანგრძლივებს» იმ პროდუქტებს, რომლის გემო შენახვის შემთხვევაში «კვდება», ან აძლევს გემოს, რომელიც პროდუქტს რეალურად არა აქვს.



7. დაკონსერვებული წვენი

image


ბავშვობიდან ვიცით, რომ წვენები მხოლოდ გემრიელი კი არა, მრავალი ვიტამინის წყარო არის. მაგრამ, ეს ჭეშმარიტება აქტუალური, მხოლოდ სახლში გამოწურული წვენებისთვის არის, რომლებიც კონსერვირებული წვენებისგან განსხვავებით, შაქარს არ შეიცავს. ასე, მაგ., ერთი დიდი ჭიქა ნაყიდი ვაშლის წვენი 30 გრამ შაქარს შეიცავს.



8. კანფეტი და საკონდიტრო ნაწარმი, დესერტის პასტები, მურაბა, ჯემი


image
კანფეტი რომ ტკბილია და დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ეს საკამათო თემა არ არის. მაგრამ, ხალხში ფართოდ არის გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სახლში მომზადებული ჯემები, მურაბები და სხვადასხვა სახის ხილფაფები, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ის საღი და კარგი ხილით და კენკრით მზადდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, შაქარს, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადების დროს ამატებენ, ხილის სასარგებლო თვისებები მინიმუმამდე დაჰყავს და მას ქილაში მოთავსებულ კანფეტად აქცევს. საშუალოდ, ყოველ 100 გრ. ასეთ «ჯანსაღ» პროდუქტზე, 50 გრ. შაქარი მოდის.



9. პიკანტური (მძაფრი, სანელებლიანი) გემოს პროდუქტები


image
ბევრი პროდუქტი მკვეთრად გამოხატული მჟავე, მლაშე და მწარე გემოებით, იმდენივე შაქარს შეიცავს, რამდენსაც ნაყინი! ასეთი «ტკბილი დამნაშავე» – ნახევარფაბრიკატული კერძები და სოუსები არის. მაგ., 100 გრ. პომიდვრის კეტჩუპი, დაახლოებით, 30 გრ. შაქარს შეიცავს, ხოლო 500 გრამიანი კონსერვირებული ბოსტნეული – 100 გრ. შაქარს. ამ სახის პროდუქტს შაქარს იმისთვის ამატებენ, რომ განუმეორებელი გემო შექმნან, რომელიც ადამიანს მასზე დამოკიდებულს გახდის.

5
1185
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1185
  
2016, 4 ოქტომბერი, 12:20
არჩევაზე თუ მიდგა საქმე, ჯობია მე-6-ზე თქვათ უარი და დანარჩენი მიირთვათ :)
2016, 4 ოქტომბერი, 1:01
1.5 და 6 შანსი არ არი რო ამოვიღო მენიუდან აი დანარჩენს რაც შეეხება თუნდაც სულ გაწყვეტილა მე მაგაზე არ ვიდარდო :–)
2016, 3 ოქტომბერი, 15:54
ამოვიღებ რაციონიდან Е 621-ს, რადგან ვიტანჯები მე ამ ვერაგი დაავადებით :(
2016, 3 ოქტომბერი, 15:43
ბოლო კვლევების თანახმად, ნატრიუმის გლუტამატის შემცველი პროდუქტები გლაუკომას იწვევს. ნატრიუმ გლუტამანტი კი ყოველთვის არის ძეხვში და სოსისში.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები ზედმეტ წონასთან ერთად, დროთა განმავლობაში სიბრმავესაც იწვევს.
2016, 3 ოქტომბერი, 15:23
წონის მატებასტან კი ბატონო, ნამდვილად გვმართებს ფიგურის გაფრთხილება, მაგრამ გლაუკომასთან რა კავშირშია ეს პროდუქტები? ძირითადად გლაუკომას ჰიპერტონია, სტრესი, ტრავმა და შაქრიანი დიაბეტი იწვევს.
0 1 5