x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მარტივი ბედნიერება ნანუკა ჟორჟოლიანისაგან-"ამყევით!"
image
როგორც მოგეხსენებათ, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მკაცრი დიეტების წყალობით უკვე დიდი ხანია რაც სასურველ წონას დაუბრუნდა და ახლა ყველანაირად ცდილობს, რომ ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს და დაკლებული კილოგრამები უკან აღარ დაიბრუნოს. ამისათვის მას ამოღებული აქვს ტკბილეული და პური, შეამცირა სასმელი, ხოლო წყალს დღეში 2, 5 ლიტრამდე სვავს და მოუწოდებს მის ფეისბუქ მეგობრებს და გამომწერებს, რომ იმისათვის რომ ბედნიერები იყვნენ აყვნენ მას. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა წონის კლების მთავარი გარანტია. ირბინინ, იოგით დაკავდნენ, იძინონ საკმარისად და დილით ადრე გაიღვიძონ-ეს არის ნანუკასთვის მარტივი ბედნიერება. აი, რა რჩევას აძლევს საზოგადოებას ახალგაღვიძებული ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით:



"ჯანსაღი კვება +ფიზიკური აქტივობა = დილით ადრე გაღვიძებას, ბედნიერების შეგრძნებას, კარგ ძილს, ენერგიას, ბევრ დროს (8-ზე რომ იღვიძებ ყველაფერს ასწრებ), წონის კლებას.
ამიტომ ამყევით. ამოიღეთ ტკბილი, პური, სასმელი შეამცირეთ, წყალი პირიქით, 2, 5 ლ-მდე აიყვანეთ. იარეთ იოგაზე, ან ირბინეთ და ეგაა მარტივი ბედნიერება..."image

სტატუსის კომენტარში მის ამ ჩამონათვალს მოგზაურობაც დაუმატეს, რაზეც ნანუკამ ასეთი პასუხი გასცა:

"აუცილებლად, მაგრამ მაგის გარეშეც შესაძლებელია ბედნიერების მიღწევა..."


ნანუკას მაცდუნებელი ფოტო დაუდო ერთ-ერთმა მომხმარებელმა და საკუთარ კაფეშიც დაპატიჟა:

" ჩემს კაფეში რომ მოხვალ და ამას გაგასინჯებ მერე ვნახოთ რა პოსტს დადებ,
გეპატიჟები..."imageსხვამ კი ჩათვალა, რომ საქართველოს მოსახლეობა ისედაც შიმშილის ზღვარზეა და არ სჭირდება დიეტა:

"ისედაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი დიეტაზეა უსახსრობისგან და მეტი რაღა უნდა ამოიღონ კვების რაციონიდან? დიეტაზეა მთელი საქართველო, ასე რომ!!!"

1
502
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
502
  
2016, 6 სექტემბერი, 0:05
შლუხა
0 1 1