x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ძალიან გვენატრები..."-ლელა კილაძე გიგი უგულავას.
image
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ იუბილარი იყო. მისი ყოფილი მეუღლე ლელა კილაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გიგის დაბადების დღეს ულოცავს და აქვეყნებს წერილს:

"გიგი, მე და ალექსანდრეს ძალიან გვენატრები, დაბადების დღეს გილოცავთ და გისურვებთ სიხარულს, წარმატებას და მალე გამოსვლას. ჩვენ ყველას ძალიან გვენატრები..."

image

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი პოლიტიკოსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ლელა კილაძე ექვს წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შესახებ განცხადება, თვითონ უგულავამ გააკეთა სოციალურ ქსელზე:


" მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს."

image

მათი შეუღლებას კი სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. გავრცელებული ხმების თანახმად, ქალაქის ყოფილი მერი პირველ მეუღლეს, რომელთანაც 2 ქალიშვილი ჰყავდა სწორედ ლელა კილაძის გამო დაშორდა, ხოლო ლელა პირველ მეუღლეს უკვე გაშორებული იყო და ორი ბიჭს მარტო ზრდიდა. მათ საერთო ვაჟიც ყავთ, ალექსანდრე.

ხოლო მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით, ლელა კილაძემ ცოტახანს იდარდა და ციხეში მყოფი მეუღლე "ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორით, გუკა რჩეულიშვილით ჩაანაცვლა.
გუკას და ლელას გარშემო ხშირად ვრცელდებოდა ჭორი მათი სასიყვარულო რომანის შესახებ. ამ ჭორს ორივე უარყოფდა და საგულდაგულოდ მალავდა, თუცა მათ ხშირად ერთად ხედავდნენ. ჭორი კი სიმართლე აღმოჩნდა-ლელა და გუკა დაქორწინდნენ.

ახლა კი, ლელას ყოფილიც და ახლანდელი მეუღლეც ორივე პატიმრობაში იმყოფება. როგორც თვითონ ლელამ აღნიშნა, მან ვისაც კი გამარჯობა უთხრა ყველა დააპატიმრეს... ორსული ლელა ისევ პატიმრის მეუღლეა....image

0
874
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
874
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0