x
მეტი
  • 19.11.2018
  • სტატია:82903
  • ვიდეო:334265
  • სურათი:440573
სსრკ-ში საიდუმლოდ გადაღებული და 2015 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოები

image

2015 წლის 5 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე გამოტანილი იყო 155 ლოტისგან შედგენილი კოლექცია, რომელშიც შედიოდა საბჭოთა კავშირში ფარულად გადაღებული, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოები. კოლექციიდან 34 ლოტი გაიყიდა, რომელთა საერთო თანხამ 313 250 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 1959-2004 წლებში და საშუალებას გვაძლევს გადავიხედოთ ოდესღაც ჩვენი "საერთო" ქვეყნის წარსულ ცხოვრებაში იმ ფოტოგრაფების ობიექტივებიდან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების თვალთახედვიდან ფარულად მუშაობდნენ.


1. ბორის მიხაილოვის ფოტო სერიიდან "Лурики". სურათი უნიკალურია, რადგან ხელით არის გაფერადებული ანილინის საღებავებით. გაიყიდა 20.000 ფუნტ სტერლინგად.
image
2. ათანას სუტკუსის ფოტო - "ეპოქის სახე და მშვიდობით პარტიის ამხანაგებო!" ("Лицо эпохи и прощайте, товарищи по партии!") შეფასდა 8 ათას ფუნტ სტერლინგად.
image

3. ფოტო მიკის - ცირკის შიმპანზესი, რომელსაც ვიტალი კომარი და ალექსანდრე მელამიდი წითელ მოედანზე ფოტოების გადაღებას ასწავლიდნენ.
image

4. მიკის 18 ფოტო, გაერთიანებული ერთ ლოტად, აუქციონზე გაიყიდა 50 ათას ფუნტ სტერლინგად.
image

5. 1998 წელს გადაღებული ამ ფოტოების სერიაში კომარი და მელამიდი შეეხნენ დედამიწაზე ადამიანის მოდგმის როლის საკითხს.
image

6. ბორის მიხაილოვის ეს ნამუშევარი გაიყიდა 13 750 ფუნტ სტერლინგად. მიხაილოვი აღიარებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფად.
image

7. ამ ეპოქის ფოტოგრაფები მუშაობდნენ ოფიციალური ხელოვნებისა და კულტურის ზღვარზე და თავიანთი ნამუშევრების ჩვენებას ახდენდნენ ფარულად, "მიწისქვეშა" ალტერნატიულ ადგილებში 1990-იან წლებამდე. ისინი ასევე სხვადასხვა ტექნიკიტ ექსპერიმენტირებასაც ახდენდნენ.
image

8. ევგენი რასკოპოვის ეს ფოტო, სახელწოდებით "Silence" ("დუმილი") შეფასებულია 1500-2000 ფუნტ სტერინგად.
image

9. ეს არის საბჭოთა ფოტოების უნიკალური კოლექცი. მასში ასევე შესულია იგორ მუხინის სურათი, რომელზეც ასახულია მოსკოვში 80-იან წლებში არსებული პანკ-როკის მიმდინარეობა. ავტორის ორი ფოტო, სერიიდან "დიდი ქალაქის ახალგაზრდობა", შეფასებულია 6-8 ათას ფუნტ სტერლინგად.
image

10. ალექსანდრე მაციაუსკასის ორი ფოტო სერიიდან "Васара", შეფასებულია 2-3 ათას ფუნტად. აუქციონის კურატორმა განაცხადა, რომ ეს ფოტოები ეწინააღმდეგება იმ სურათებს, რომლებსაც სსრკ-ს ხელისუფლება პუბლიკას უჩვენებდა პროპაგანდის მიზნით.
image

11. გენადი ბოდროვის ოთხი ფოტო, გადაღებული 1988-1990 წლებში, შეფასდა 2-3 ათას ფუნტად.
image

12. ევგენი მოხორევის ეს ფოტო, სახელწოდებით "აზისი, სერიიდან "სანკტ-პეტერბურგის მოზარდები", დატარიღებული 1996 წლით, იმავე ავტორის 7 სხვა ნამუშევართან ერთ ლოტად გაყიდული იქნა 5 000 ფუნტად.
image

13. ანტანას სუტკუსის 1965 წლის საკულტო ფოტო არაერთხელ გამოჩენილა მსოფლიო გამოცემების გარეკანზე. ლიტველ ფოტოგრაფს სთხოვეს აღებეჭდა ჟან-პოლ სარტრის ოფიციალური ვიზიტი სსრკ-ში. ფოტო გაიყიდა 7 250 ფუნტ სტერლინგად.
image

14. ალექსანდრას მაციაუსკასი ლიტვის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად არის აღიარებული. იგი მოგზაურობდა ქვეყნის სოფლებში, რათა ყოველდღიური ცხოვრება აღებეჭდა. ამ ფოტოს სახელწოდებაა "ბაზარზე" და იგი კიდევ სამ ნამუშევართან ერთად გაიყიდა 4 ათას ფუნტად.
image

15. სერგეი ბორისოვის 1988 წელს გადაღებული ფოტო, მოსკოვის სერიიდან, გაიყიდა 1500 ფუნტად.
image

16. ლიტველი ფოტოგრაფის, ვიტას ლუცკუსის სამი ნამუშევარი სერიიდან "მოგზაურობა", ასევე 1500 ფუნტად გაიყიდა.
image

17. ესტონელი ფოტოგრაფის, ისი ტრაპიდოს ეს ფოტო, სახელწოდებით "სიჩქარე", 2250 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
image

18. ალექსეი ტიტარენკოს ხუთი ნამუშევარი, მათ შორის ეს ფოტო, შეფასებულია 6-8 ათას ფუნტად.
image

მსგავსი კოლექციების წყალობით პოსტ-საბჭოთა ფოტოგრაფია სულ უფრო პოპულარული ხდება.



4
4733
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
4733
  
2016, 24 მაისი, 9:20
ძალაინ კარგი სტატიააა, გაიხარე.
2016, 20 მაისი, 21:58
გეთანხმები. მართლა ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი გენიოსი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა.
2016, 20 მაისი, 12:29
მე-16 სურათზე ძველი თბილისის ხედია, გამიხარდა) ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კარგი ფოტო კარგ ფილმს ან მოთხრობას ჰგავს.
2016, 20 მაისი, 9:35
უძლიერესი სტატია!!!!
0 1 4