x
მეტი
  • 05.04.2020
  • სტატია:100958
  • ვიდეო:345680
  • სურათი:463708
საუკუნის კადრები! +13
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომელთა უკან დგას ისტორია საუკუნის მანძილზე.



საუკუნის კადრები!





1. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 1973 წელს გადაწყვიტა დაეტესტა და გამოეკვლია ციფრული ფოტოს შეკუმშვის დიაპაზონი. არჩევანი კი შეაჩერეს გოგონაზე, რომლის ფოტოც ნოემბრის გამოშვება Playboy-ის ჟურნალზე ნახეს, რომელიც მათ ლაბორატორიაში ჰქონდათ. ერთ-ერთმა მკვლევარმა ალექსანდრე სავჩუკმა სკანირების პლაკატის ფრაგმენტი დაწერა 100 სტრიქონის გარჩევადობით თითო ინჩზე. შედეგი იყო ასეთი - 512-დან-512 პიქსელის სურათი და მას მოდელის სახელის საპატივცემოდ Lenna დაარქვეს. თანდათანობით, ლენა ინდუსტრიის სტანდარტად იქცა და დღესაც სამეცნიერო ნაშრომებში გამოიყენება გამოსახულების დამუშავების ალგორითმების შესამოწმებლად და ილუსტრაციად (შეკუმშვა, ხმაურის შემცირება და ა.შ.).


თავდაპირველად Playboy უჩიოდა სამეცნიერო გუნდს, რომ ნებართვის გარეშე მათი ფოტო გამოიყენეს, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა და საკუთარ რეკლამაში ყვებოდა კიდეც ამ შემთხვევის შესახებ, თუ როგორ დაიტესტა მათი ფოტო ფოტოგრაფიის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ეს გამოცემა ყველაზე გაყიდვადი გახდა ჟურნალის ისტორიაში. 7, 161, 561 ეგზემპლარი გაიყიდა.image








2. ნუბა, ეს არის სამხრეთ სუდანსა და სუდანის მთებში მცხოვრები ხალხის, ტომის დასახელება. 1947 წელს, ფოტოგრაფმა ჯორჯ როჯერმა და მისმა მეუღლემ, რომელიც National Geographic- ის მითითებით მოგზაურობდნენ აფრიკის გარშემო, შეიტყვეს ნუბას შესახებ, რომელიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდა მათი წინაპრების მსგავსად. როჯერმა სუდანის მთავრობიდან ნებრათვა აიღო ამ ტომის ცხოვრებისა და დოკუმენტური მასალების მოპოვება-გავრცელებაზე და 1949 წელს წყვილი გახდა პირველი ფოტოგრაფი, ვინც ამ მაცხოვრებლების ცხოვრება და ფოტოები გააჟღერა. ფოტოებს შორის ბევრი დადგმული კადრია, თუმცა ძირითადად ისინი სპორტული ღონისძიებიდან, ცეკვიდან და ტომობრივი ცერემონიიდან არის. 1952 წელს National Geographic- ში გამოქვეყნებულმა მოჭიდავეთა ფოტომ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ის ყველგან გამოჩნდა: ღია ბარათებსა და სახელმძღვანელოებში. მრავალი წლის განმავლობაში, ეს იყო აფრიკის ზუსტი პორტრეტი.image








3. ბრიტანული კომპანიის White Star Line -ის გემი ტიტანიკი აშენდა 1909 წლის 31 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიაში Harland & Wolf- ის გემთმშენებლობის კომპანიის მიერ. გემი ითვლებოდა ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტად, რომლის ჩაძირვაც შეუძლებელი იყო და როდესაც New York Times-მა დაწერა კატასტროფის შესახებ, ეს სენსაცია იყო.


ფოტოზე მოცემულია 15 წლის ბიჭი ნედ პარფეტი, რომელიც გაზეთებს ყიდის.image








4. მე -11 საზაფხულო ოლიმპიადა ჩატარდა ბერლინში 1936 წლის 1-დან 16 აგვისტომდე. ჰიტლერმა გამოიყენა ეს თამაშები, როგორც პროპაგანდისტული საშუალება. ოლიმპიადის გახსნა პირველად გადაიცემოდა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში. მოგვიანებით ეს მოვლენა იქნა გამოყენებული და საფუძვლად დაედო ლენი რიფენშტალის ფილმს "ოლიმპია". ნაცისტები ვერ აკონტროლებდნენ თამაშის შედეგებს და ოთხი ოქროს მედალი შავკანიან ამერიკელს- ჯესი ოუენსს ერგო, რამაც დააეჭვა საზოგადოება ჰიტლერის რასობრივ დამოკიდებულებაში.image









5. თუ ერთ კადრს ვიზუალურად შეეძლო 70-იანი წლების ინგლისში სექსუალური ემანსიპაციის სულისკვეთება, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მარტინ ელიოტის ფოტო "ჩოგბურთელი". ფოტო გადაღებულია 1976 წლის სექტემბრის დასაწყისში. კადრში მარტინ ელიოტის მეგობარი 18 წლის ფიონა ბატლერია, რომელიც სულაც არ ყოფილა ჩოგბურთელი. მარტინმა სთხოვა მას ჩაეცვა მას ეს ფორმა და ფოტოც არ ყოფილა შემთხვევითობა. ფიონას საცვალი არ ეცვა, მაშინდელ ინგლისში კი ეს ... დღევანდელი სტანდარტებით სავსებით ჩვეულებრივმა სურათმა ემოციების ქარიშხალი გამოიწვია, როდესაც ხელოვნების საცალო ვაჭრობამ, კერძოდ კომპანია Athena-მა გამოუშვა ის, როგორც ელიზაბეტ II- ის ვერცხლის წლისთავისადმი მიძღვნილი კალენდრის ნაწილი. კალენდრის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.



ფოტომ სიმდიდრე მოუტანა მარტინ ელიოტს, თუმცა ფიონას კაპიკი არ მიუღია, არც ნანობს და აპროტესტებს ფაქტს, თუმცა მოგვიანებით მილიონერ მარტინს ცოლად გაჰყვა. ფოტო ისტორიაში შევიდა და სიუჟეტი არაერთხელ გამოიყენეს სხვადასხვა ფოტოგრაფებმა.image








6. პულიცერის პრემიის ლაურეატის სლავ ვედერას ფოტო "სიხარულის აფეთქება". სურათი გადაღებულია 1973 წლის 17 მარტს ტრევისის სამხედრო ბაზაზე და გახდა ვიეტნამის ომის დასრულების სიმბოლო. ფოტოზე აშშ-ს პოლკოვნიკი რობერტ ელ სტერმია, რომელიც ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ პირველად ხვდება ოჯახს. ლეგენდარული პოლკოვნიკის მიერ კონტროლირებადი F-105 გამანადგურებელი ბომბი ჩამოაგდეს ჰანოიზე 1967 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო სტერმი ტყვედ ჰყავდათ 1973 წლის 14 მარტამდე.


ფოტოზე სწორედ სტერმის ოჯახია და მას პირველი მისი 15 წლის ქალიშვილი ლორი ეგებება, უკან კი ოჯახის სხვა წევრები მოყვებიან. ამ სიხარულის მიუხედავად რობერტი ბედნიერი არ იყო, რადგან ჩამოფრენამდე სამი დღით ადრე წერილი მიიღო მეუღლისგან, სადაც ის წერდა, რომ ქმართან განქორწინება სურდა. ისინი განქორწინდნენ. ფოტო ჯილდოს მფლობელი გახდა და ოჯახის ყველა წევრს გადაეცა.image








7. ფოტომ დიდი გაკვირვება გამოიწვია, მასზე ხომ ხანძარია, პარალელურად კი მეხანძრე ფრმერისგან გოგრას ყიდულობს. სურათი გადაღებულია ფოტოგრაფ ჯოენ სტენრფელდის მიერ. როგორც გაირკვა, ფოტოგრაფი გავლით იყო თავისი ავტომობილით მაკლინიდან ვირჯინიის შტატში და შემთხვევაც სწორედ გზად დააფიქსირა. ეს იყო ხანძრის იმიტაცია და ვარჯიში მეხანძრეებისთვის, გოგრის ყიდვის დროს კი მეხანძრე შესვენებაზე იყო გასული.



ფოტოგრაფს ყოველთვის შეუძლია მანიპულირება და ორაზროვანი ფოტოების გადაღება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ სამყაროს მხოლოდ ჩარჩოებში ვუყურებთ, ფოტოგრაფები მას სხვა ინტერპრეტაციით გვთავაზობენ. "ჩვენ მხოლოდ 35 გრადუსით გაჩვენებთ კადრს, თქვენ კი 360 გრადუსით გადაღებული გგონიათ. აი, ასეთი უსასრულო შეიძლება იყოს ფოტოს გადაღების გზები" - ამბობს ფოტოგრაფი.image






3
5301
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5301
  
22 იანვარი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

20 იანვარი, 15:18
მადლობა, გუჯა.
20 იანვარი, 15:07
საინტერესოა, როგორც ყოველთვის, თან ისეთი თემებია კითხვადია...
0 1 3