x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100892
  • ვიდეო:345601
  • სურათი:463569
აკრძალული ფოტოები, რომლებიც "დრონით" არის გადაღებული - ეს არავის უნდა ენახა!
image


დრონი, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც სახელწოდება მიიღო ინგლისური სიტყვიდან "drone" (მამალი ფუტკარი), დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ფოტოგრაფიაში მისი წყალობით შესაძლო გახდა ისეთი ადგილების დათვალიერება, რომლებშიც შესვლა-გამოსვლა მკაცრად არის რეგულირებული. ცხადია, მსგავსი მოქმედებები გარკვეულწილად უკანონოა, მაგრამ იქ, სადაც ადგილი აქვს აკრძალვას, განსაკუთრებულად მომეტებულია ცნობისმოყვარეობა - ასეთია ადამიანის ბუნება. ქვემოთ გთავაზობთ სწორედ ამგვარი დრონების, ანუ კვადროკოპტერების მიერ რეგულაციების დარღვევით გადაღებულ 10 ფოტოს.



1. სირია


image


სირიაში სამოქალაქო ომმა ქვეყნის ყველა მთავარი ქალაქი გაანადგურა. მილიონობით ადამიანს გაქცევა მოუხდა. ეს არის ოდესღაც დასახლებულ რაიონში ტანკების ბრძოლის სურათი. იგი გადაღებულია სირიის სიდიდით მესამე ქალაქში - ჰომსში. ახლა ამ ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ანუ ის, რაც დაბომბვების შემდეგ დარჩა. 2011 წლიდან დღემდე აქ ათობით ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა.



image

2. აკრძალული ქალაქი, პეკინი



image


სურათების ავტორი დეპორტირებული იქნა ჩინეთიდან იმის გამო, რაც ჩაიდინა. ცნობილია, რომ აკრძალული ქალაქის მონახულება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს და წინასწარ ჩაწერით. ფოტოგრაფმა მხოლოდ დეპორტირების შემდეგ შეიტყო, რომ პეკინში იმპერატორის სასახლისა და ჩინეთის მმართველობის შტაბ-ბინების ფოტოგრაფირება აკრძალულია.



image



3. პრიპიატი, უკრაინა



image



ეს არის ადგილი, რომლის უახლოესად მოხდა ყველა დროს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფა. პრიპიატი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურიდან და ყველაზე მეტად დაზარალდა რადიაციით.



image


ჩერნობილთან ახლოს მდებარეობს ასევე მიტოვებული, კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვების აღმოჩენის რადიო სარელეო სადგური, ე.წ. "რუსული კოდალა". სადგური მთელი დედამიწის მასშტაბით რადიოეთერში გადასცემდა ხმას, რომელიც კაკუნს ჰგავდა - აქედან მიმდინარეობს მისი სახელწოდებაც.



4. კაზანტიპი, ყირიმი



image



ეს არის ადგილი კუნძულზე, სადაც უნდა აეგოთ ატომური ელექტროსადგური. მშენებობა დაიწყო, მაგრამ რაიონის სეისმური არასტაბილურობის გამო, მალევე შეჩერდა. 90-იან წლებში აქ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სახელწოდებით "რეაქტორი". 2005 წელს ეს მიწები კერძო საკუთრებად შეიძინა ადამიანმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია.



image



5. ფუკუსიმა, იაპონია



image



სეისმურმა ბიძგმა და 9 ბალიანმა მიწისძვრამ წარმოშვა ცუნამი, რომელმაც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რამაც გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში მასშტაბურობით მეორე, ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა.



image



ქალაქი ოკუმა ერთ საათში გადაიქცა მოჩვენებად - ნაჩქარევად იქნა ევაკუირებული 150 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს სახლების დატოვება მოუხდათ მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ტანზე ეცვათ.



6. ზონა 51, ნევადა



image



ზონა 51 ითვლება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტების ადგილად. სწორედ აქ ფიქსირდება ყველაზე მეტად ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ამბობენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებას კონტაქტი აქვს უცხოპლანეტელებთან 1950 წლიდან მოყოლებული.



image


ამ ზონაში შესვლა დახურულია. ითვლება, რომ იქ იმდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა. მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის, რა არის ამ ადგილზე.




7. დებალცევო, უკრაინა



image



ეს არის დონბასში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულ ჯარებს შორის სამხედრო დაირისპირების ადგილი.



image


სწორედ ასე გამოიყურება მაღლიდან ადგილი, სადაც მოხდა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა.




8. ფერმა Smithfield Foods ტაპ ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინა




image



დრონის საშუალებით გამოიჭირეს არაკეთილსინდისიერი ფერმერები. დააკვირდით ტბაში წყლის ფერს - ეს არის დაკლული საქონლის სისხლი.



image



გარდა ამისა, ფერმერები წყალში ნაკელსა და სხვა ნარჩენებსაც ყრიდნენ, რამაც ინფექციის უპრეცედენტო წყარო წარმოშვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო გაჟონვას, რის გამოც მეზობელ ფერმებში მოსავალი განადგურდა.



9. ტესლას გიგანტური კოჭები, რუსეთი



image



ეს კოჭები გასულ საუკუნეში ნიკოლა ტესლამ გამოიგონა - ამ მოწყობილობაში ხილული განმუხტვები რამდენიმე მეტრს აღწევს.



image


ითვლებოდა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ მოწყობილობის დემონტაჟი მოხდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ასე არაა. ამჟამად იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, შესანიშნავად მუშაობს და გაუფრთხილებელ მაყურებელს შეიძლება დენმა დაარტყას.



10. შპიცბერგენი, ნორვეგია



image


შპიცბერგენის კუნძულს დაახლოებით 40 000 კილომეტრის ფართობი აქვს და ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში იმყოფება. თუმცა საინტერესოა იგი სხვა რამით. 2007 წელს, ნორვეგიის ხელისუფლებამ აქ შექმნა Svalbard Global Seed Vault.



image


ეს ერთგვარი ნოეს კიდობანია, რომელშიც ოპტიმალურ პირობებში ინახება მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა მცენარეების თესლები. მისი მიზანია შეინახოს და, შესაძლოა, აღადგინოს, პლანეტის იერსახე გლობალური ძვრების შემდეგ. ეს არის ობიექტში შესასვლელის ფოტო.



უპილოტო აპარატების შემოსვლის შემდეგ მსგავსი არალეგალური ფოტოებისა და ბევრი სხვა პრობლემების გამო (მაგ. ხშირი გახდა დრონებისა და თვითმფრინავების შეჯახების შემთხვევები) აუცილებელი გახდა დრონების გამოყენების გარკვეული რეგულაცია. შესაბამისად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოში მსგავსი შეზღუდვები 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და ითვალისწინებს შემდეგს:

იკრძალება 122 მეტრზე მაღლა ფრენა, ამაზე მაღლა ფრენისთვის დრონის მფლობელებს სააგენტოს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ;

იკრძალება შენობებთან 50 მეტრზე ახლოს ფრენა, თუ დრონის მფლობელი წინასწარ არ აიღებს ამისთვის ნებართვას;

იკრძალება დრონით აეროპორტებიდან 6 კილომეტრის რადიუსში ფრენა და ადამიანის გადაყვანა.


ქვემოთ უბრალოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე ულამაზეს ფოტოს, რომლებიც დრონის საშუალებითაა გადაღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფოტოების ავტორია ფოტოკორესპონდენტი, ამოს შაპლი.


ერმიტაჟის პავილიონი, სანკტ-პეტერგურგი, რუსეთი


image


საგრატ-კორის კათოლიკური ტაძარი, ბარსელონა


image


დანგრეული კოლეჯი, აფხაზეთი


image

ფორტ ბაურტანგი, ჰოლანდია


image


ლოტოსის ტაძარი, ახალი დელი, ინდოეთი


image


ტაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი


image


ისევ ტაჯ-მაჰალი, გამთენიისას


image


კაცხის სვეტი, საქართველო


image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. სსრკ-ში საიდუმლოდ გადაღებული და 2015 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოებიimage


2. 5 ისტორიული ფოტო, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერაფრით მიხვდებით რა არის აღბეჭდილი.image


3. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage


4. ფოტოები, რომლებმაც ისტორიის შესახებ წარმოდგენა შეცვალესimage


5. ჩარლი ჩაპლინის მონოლოგი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააფიქრა (+ვიდეო)image

0
6883
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6883
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0