x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყოველდღიური ფოტოები, რომელიც სსრკ-ში აკრძალული იყო - წარმოუდგენელია!
ТРИВА — ეს არის ფოტოგრაფთა ჯგუფი რომელშიც შედიოდნენ ვლადიმირ ვორობიოვი, ვლადიმირ სოკოლაევი და ალექსანდრე ტროფიმოვი. ისინი 70-80-იან წლებში მოღვაწეობდნენ კუზნეცკის მეტალურგიულ კომბინატში. თუმცა ქარხნის ქრონიკებს მათ ნამუშევრებში ყველაზე ნაკლები ადგილი უჭირავს. ერთხელ სამუშაოდან გააგდეს კიდეც სოციალისტური ცხოვრების წესის შებღალვისთვის. მათ არქივის ნაწილის განადგურება მოუწიათ და იძულებული გახდნენ თავისუფალი ფოტოგრაფები გამხდარიყვნენ.


"ჩვენ ვიღებდით ფოტოაპარატს და უმისამართოდ გავდიოდით ქუჩაში, ამას "თავისუფალ ნადირობას" ვეძახდით და არანაირი საბოლოო მიზანი არ გვქონდა. მხოლოდ ასეთ რეჟიმში მუშაობის შემდეგ მოგვქონდა მასალით სავსე ფირი", - ყველა ვლადიმირ სოკოლაევი.


"ჯოკონდა მბურღავთა პროფესიულ კონკურსზე". ნოვოკუზნეცკი, სოფ. ელანი.

image



ТРИВА-ს წევრების ნამუშევრების დიდი ნაწილი წარმოადგენს ნოვოკუზნეცკის ყოვლდღიური ცხოვრების ამსახველ სცენებს.


პრინციპი, რომლის მიხედვითაც იღებდნენ ТРИВА-ს ფოტოგრაფები იყო რეტუშსა და გადაღებული მასალის კადრირებაზე უარის თქმა. რაც მთავარია - დადგმული კადრების სრული უარყოფა. ყველაფერი, რაც კადრში ხდება, ხდება სინამდვილეში; ფოტოგრაფი არასოდეს მიუთითებს პერსონაჟებს როგორ მოიქცნენ, რათა სურათზე ასახული უფრო ფოტოგენური გამოვიდეს და არ სთხოვს გაიმეორონ ესა თუ ის მოქმედება.


"ახალგაზრდა მამა მეგობართან ერთად №1 სამშობიარო სახლთან", ნოვოკუზნეცკი, 1980 წ.

image


ამგვარი ჩაურევლობის პრინციპი უცხო იყო ოფიციალური საბჭოთა ფოტოგრაფიისთვის, რომელშიც ხშირად ცნობილი ისტორიული ფოტოებიც კი (მაგ. "გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე") კამერის წინ დადგმული იყო. "სსრკ–სი საგაზეთო ფოტოგრაფიის 90%-ს კინოს მსგავსად იღებდნენ, რეკვიზიტების შეგროვებით დაწყებული, - ამბობს კურატორი ევგენი ივანოვი. - გმირი ტრაქტორისტის გადაღება იყო საჭირო? გამოვუცვლით ტანსაცმელს და დავაყენებთ არა იმ ტრაქტორთან, რომელზეც რეალურად მუშაობს, არამედ სულ ახალთან. ფოტოგრაფისგან მოითხოვებოდა არა რეალური ცხოვრების აღბეჭდვა, არამედ ისეთის, როგორიც უნდა ყოფილიყო - იდეოლოგიური მიზნებით რედაქტირებულის."


დადგმაზე უარის თქმა და ცხოვრების ისეთად გადაღება, როგორიც იყო, მათ შორის მძიმე პირობებშიც (მაგ. ქარხნის ცეხებში), ТРИВА-ს ფოტოგრაფებმა შეძლეს იმის წყალობითაც, რომ 70-80-იან წლების მიჯნაზე იაპონური "კენონები" და გერმანული "ლეიკები" გაუჩნდათ. ვლადიმირ სოკოლაევი ყვება, რომ "ზენიტითა" და სხვა საბჭოთა კამერებით ბევრი რამის გადაღება ვერ მოხერხდებოდა. "კენონის" შეძენა ჯგუფისთვის გადამტეხი მომენტი გახდა.


"დედობის შეგრძნება". სამშობიარო №1. ნოვოკუზნეცკი, 29.06.1981.

image

რეალობის შელამაზებაზე საერთოდ უარის თქმამ ТРИВА-ს არსებობის შეწყვეტა გამოიწვია. ჯგუფმა, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა 1981 წელს, მოასწრო მონაწილეობა მიეღო 19 გამოფენაში (მათ შორის საზღვარგარეთაც), მაგრამ 1982 წლის დასაწყისში პარტიულმა ჩინოვნიკებმა და КГБ-მ ТРИВА-ს სტილისტიკაში სოციალისტური ცხოვრების შებღალვის ნიშნები შენიშნეს.


"პელმენები ნათესავებთან". კრასნოსლობოდსკი, 1982 წ.
image

ზამთრის პალტოს შეძენა, უნივერმაღი, ნოვოკუზნეცკი, 1981 წ.

image

მინის ბოთლების ჩამბარებლები, ნომოკუზნეცკი, 1982 წ.

image

ექიმი რეგისტრატურის ფანჯარაში, გორნო-ალტაისკი, 1990 წ.

image

ძმები. ნოვოკუზნეცკი, კუზბასი. ციმბირი. 9.04.1985 წ.
image

"ქალთა გუნდი. სიმღერის საქალაქო დღესასწაული თეატრალურ მოედანზე". 3.06.1979 წ.
image

"მშობლის დღე პიონერთა ბანაკში". ზენკოვო, პროკოპიევსკი. 14.07.1985 წ.
image

"ქორწილი სოფელ ელიკაევოში". კუზბასი. 1979 წ.
image

"გვერდით ჩავლილი ბედნიერება", ნოვოკუზნეცკი, 1 მაისი, 1983 წ.
image

"თოვლი კოქსის ბატარეებზე", 27 ნოემბერი, 1979 წ.
image

"მასლენიცის" დღესასწაული მაღაროელებთან", ნოვოკუზნეცკი, 1984 წ.
image

"ყინულის გალღობა სტადიონზე "მეტალურგი", ნოვოკუზნეცკი, 11 თებერვალი, 1984 წ.

image

"ახალშობილის საზეიმო რეგისტრაცია", 1 ოქტომბერი, 1983 წ.

image

"Горпромторга-ის შეჯიბრი საწარმოო ტანვარჯიშში", სკოლა № 62, ნოვოკუზნეცკი, ციმბირი. 10 აპრილი, 1983 წ.

image

"ელექტრიკოსი კოკსის ბატარეაზე", ონვოკუზნეცკი, 1980 წ.

ეს ფოტო ოდნავ აბსურულად და სიურეალისტურად ჩაფიქრებული შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. მასზე აღბეჭდილია ოსტატი, რომელიც კოკსის ქარხანაში საათის შესაკეთებლად მივიდა, მაგრამ კოკსის ბატარეა დროდადრო გამოყოფს გაზს, რომლითაც ადამიანი თვრება. მთვრალი ოსტატი გამოვიდა ქუჩაში, რათა გონს მოსულიყო სუფთა ჰაერზე, - სწორედ ამ დროს შემთხვევით ჩაიარა ფოტოგრაფმა ვლადიმირ ვორობიოვმა და გადაიღო.

image

"ქამის გაპუტვა"
image

"სამშობიაროს დერეფანი. კეფირი მშობიარობის შემდეგ", 1-ლი კლინიკური სამშობიარო, ოვოკუზნეცკი, ციმბირი 29 ივნისი, 1981 წ.

image

"წიგნის მაღაზია. ბუკინისტური ლიტერატურის განყოფილება", ნოვოკუზნეცკი, 21 იანვარი, 1983 წ.

image

"გვირგვინი ძაღლისთვის". სკოლაში მისულ ბავშვებს დახვდათ ძაღლი და გადაწყვიტეს ყვავილებით მოერთოთ.
image

"ლახტით თამაში", 9 მაისი, 1985 წ.

image


"მარტო აბაზანაში", სანამ მშრალ ტანსაცმელს აცმევენ ერთ ბავშვს, მეორე თავის რიგს აბაზანაში ელოდება. ბავშვთა სახლი № 2. ნოვოკუზნეცკი, 29 მაისი, 1981 წ.
image

"სიგრეტის მოწევა გაზის ბალონზე", სინამდვილეში ჟანგბადის ბალონზე, რაც ნაკლებად სახიფათო არ არის.
image

"ადამიანები რიგში", ნოვოკუზნეცკი, 1982 წ.

image

"ქალი წვნიანის გასაკეთებლად ემზადება", ნოვოკუზნეცკი, 1984 წ.

image

"უკანასკნელი ვაგონის მგზავრი", ნოვოკუზნეცკი, 1983 წ.

image

"სპორტსმენები, რომლებიც მორებს ისვრიან". ნოვოკუზნეცკი, 28.06.1987 წ.
image

"კომპარტიის გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის დაკრძალვა, ЗСГУ-ს სააქტო დარბაზი". ნოვკუზნეცკი.

image

"ორჯონიკიძის რაიონის ახალმოსახლეობა". ნოვოკუზნეცკი, 1984 წ.


image
imageimageimage




5
2524
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2524
  
2016, 1 ოქტომბერი, 23:02
ძველი ფოტოები ზოგჯერ უფრო იწვევს ემოციებს ვიდრე თანამედროვე ,,ცნობილი" ფოტოგრაფის მიერ გადაგებული და ათმაგად გაფოტოშოფებული. კარგიააააააააა
2016, 23 მარტი, 0:35
Kargia. Ise dadgmebi dgesac xdeba , pairistebis mier.
2016, 22 მარტი, 17:06
,,ჩავლილი ბედნიერება,, მომეწონა და საერთოდ კარგი ფოტო კარგი მოთხრობასავითაა.
2016, 22 მარტი, 16:05
ძალიან საინტერესოა
2016, 22 მარტი, 13:13
საინტერესო იყო,,გეგონება ეს ფოტოები დროის მანქანაააო..ისე რეალურად არის გადაღებული..ეგრევ იმ პერიოდში გაგდებს
0 1 5