x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო კლავიშებზე შემსრულებელი
გთავაზობთ ვიდეოჰოსტინგ WatchMojo.com-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო როკ-კლავიშებზე შემსრულებლების რეიტინგს.


კანადური WatchMojo.com ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ვიდეოკონტეტის
მფლობელია მსოფლიოში, დღეში 5 მილიარდი ნახვით.მათ აქვთ უმხვილესი არხი
YouTube-ზე, 10 მილიონი აბონენტით.



10)ბილი პრესტონი-(1946-2006)-სესიური მუსიკოსი.თავის დროზე ისეთ შემსრულებლებთან თანამშრომლობდა როგორებიცაა: მაჰალია ჯეკსონი, რეი ჩარლზი და ლიტლ რიჩარდი.
ფართო აუდიტორიისთვის ანსამბლ “ბითლზ”–თან თანაშრომლობის შემდეგ გახდა ცნობილი.
პრესტონმა ბითლზთან ერთად ჩაწერა სიმღერა Let it Be.ეს მუსიკოსი აგრეთვე
ალბომების, Abbey Road-ისა და White Album-ის ჩაწერაშიც მონაწილეობდა.ბილი
პრესტონი ერთობლივ პროექტებში მონაწილეობდა ლეგენდარულ არიტა ფრენკლინთან
და The Rolling Stones-თან ერთად.


image




9)ჯონ პოლ ჯონსი-ჯგუფი Led Zeppelin -ის ბასისტი და კლავიშებზე შემსრულებელი, მულტი ინსტრუმენტალისტი, მუსიკალური პროდიუსერი, არანჟირების ავტორი და კომპოზიტორი.

image


8)ჯორდან რუდესი-ჯგუფ Dream Theater-ის კლავიშებზე შემსრულებელი.ამის გარდა ჩაწერილი აქვს სოლო ალბომები, უკრავდა აგრეთვე სუპერჯგუფ Liquid Tension Experiment-ში, აგრეთვე ბევრჯერ იყო მიწვეული სხვადასხვა მუსიკოსების ალბომების ჩაწერაზე, როგორც სესიური მუსიკოსი, მათ შორის დევიდ ბოუის, პოლ უინტერის სხვების.

image



7)გედი ლი-ჯგუფ Rush -ის ვოკალისტი, კლავიშებზე შემსრულებელი, ბას-გიტარისტი, პროდიუსერი.გამოშვებული აქვს სოლო ალბომი "My Favorite Headache".

image



6)რიჩარდ რაიტი-(1943-2008)-Pink Floyd-ის თვითნასწავლი კლავიშისტი, გამოშვებული აქვს სოლო ალბომი Broken China. ამის გარდა მონაწილობდა კოლეგა მუსიკოსების, -დევიდ გილმორის და სიდ ბარეტის სოლო ჩანაწერებშიც.

image



5)ტონი ბენქსი-Genesis-ის კლავიშისტი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი.ის ითვლება პიონერად სინთეზატორების გამოყენებაში. დაწერილი აქვს საუნდტრეკი რამდენიმე ფილმისთვის, ჩაწერილი აქვს სოლო ალბომებიც.

image



4)ჯონ ლორდი-(1941-2012) უპირველ ყოვლისა ცნობილი როგორც Deep Purple-ს კლავიშისტი.უკრავდა აგრეთვე Whitesnake-ში, Paice, Ashton & Lord-ის, The Artwoods-ში.ცნობილია, როგორც როკისა და კლასიკური მუსიკის შერწყმის პიონერი.ჩაწერილი აქვს სოლო ალბომები, ამის გარდა როგორც მიწვეული მუსიკოსი უკრავდა ჯორჯ ჰარისონთან, ნაზარეთთან, კინგსთან, დევიდ გოლმორთან, ელვინ ლინთან და სხვა...ჩაწერილი აქვს ერთობლივი ალბომი ABBA-ს ექს-სოლისტთან ანი-ფრიდთან.

image



3)რიკ უიკმენი-ჯგუფ Yes -ის კლავიშისტი. მან სახელი გაითქვა კონცეპტუალური სოლო-ალბომებით. მან ერთ-ერთი პირველმა გამოიყენა ელექტრო კლავიშებიანი ინსტუმენტი გუნდთან და ორკესტრთან ერთად.ამის გარდა როგორც მიწვეულმა მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფ Black Sabbath-ის ალბომ "Sabbath Bloody Sabbath-ის ჩაწერაში, აგრეთვე მონაწილეობდა ჯონ ანდერსონის, დევიდ ბოუის, ოზი ოსბორნის, მარიო ფარკიანოს სხვათა ალბომების ჩაწერაში.

2014 წელს დაუკრა ჯგუფ Deep Purple-სთან ლონდონის როიალ ალბერტ-ჰოლში ჯონ ლორდის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე.

image



2)რეი მანზარეკი(1939-2013)ჯგუფ The Doors-ის კლავიშისტი, მუსიკოსი, მომღერალი, პროდიუსერი, პიანისტი, მწერალი. 1977-1978 წლებში მოღვაწეობდა Nite City-ში, ხოლო 2001 წლიდან გარდაცვალებამდე — Manzarek-Krieger-ში.მუსიკოსი ასევე მუშაობდა სკოტ რიჩარდსონთან, აგრეთვე გიტარისტ როი როჯერსთან ერთად ალბომზე „Translucent Blues“.

image


1)კიტ ემერსონი-(1944-2016) კლავიშისტი და კომპოზიტორი ჯგუფ Emerson, Lake & Palmer-იდან.უკრავდა აგრეთვე The Nice -ში.ჩაწერილი აქვს სოლო ალბომებიც.

image




1
145
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
2016, 14 აპრილი, 16:54
მუსიკალური სამყაროს ლეგენდაა თითოეული მათგანი, სტატია კი ინფორმატიული და საინტერესოა.
0 1 1