x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ტოქსინებისგან გათავისუფლება და წონაში დაკლება 48 საათიანი საოცარი დიეტით

როგორც წესი, ზედმეტი წონისგან გათავისუფლება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ საკვების შეზღუდვა და ინტენსიურად ფიზიკური ვარჯიშების შესრულება თქვენთვის არ არის, გთავაზობთ 48 საათიან გამწმენდ დიეტას.


image


გამწმენდი დიეტა


აღნიშნულ დიეტას საფუძვლად 2 სასმელი უდევს, რომელიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოამზადოთ. 48 საათში თქვენი ორგანიზმი დაგროვილი ტოქსინებისგან გაიწმინდება და წონის დაკლებაში დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე.



სასმელი № 1


– 300 მლ. წყალი

– 1 ს.კ თაფლი

– 0.5 ჩ.კ. დაფქული კოჭა

– 0.5 ჩ.კ. დარიჩინი

– 1 ს.კ. ლიმონის წვენი

– პიტნა – პატარა ტოტი (ახალი ან გამხმარი)


მომზადების წესი:


1. ჩაყარეთ ფინჯანში კოჭა, დარიჩინი, პიტნა, დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსაფარი და გააჩერეთ 10 წუთის მანძილზე.

2. იმის შემდეგ რაც სასმელი გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.

3. ეს გამწმენდი კოქტეილი ძილის წინ მიიღეთ.


სასმელი № 2


– 2 პომიდორი

– 4 კბილი ნიორი

– 6 ს.კ. ლიმონის წვენი

– 500 მლ. წყალი


მომზადების წესი:


1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და მაღალ სიჩქარეზე აურიეთ.

2. მიირთვით კოქტეილი დილით უზმოზე.


2 დღის მანძილზე არ მიიღოთ ტკბილეული და ცომეული, გაზიანი სასმელები, ნახევარფაბრიკატები. თქვენი რაციონი ძირითადად უნდა შედგებოდეს ახალი პროდუქტებისგან. მწვანე ჩაი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ.


მსგავს დეტოქსიკაციას საოცარი ეფექტი აქვს. მისი წყალობით სწრაფად მიიღებთ შედეგს და ნებისმიერ სამოსში ელეგანტური და მომხიბვლელი გამოჩნდებით.


4
485
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
485
  
2016, 21 აპრილი, 0:09
დიდი მადლობა
2016, 20 აპრილი, 23:51
მაგაია და გავაზიარე
2016, 18 აპრილი, 11:12
2016, 18 აპრილი, 11:08
წყალი ჩვენი არსობისა ^–^ მაგარიაა
0 1 4