x
image
natia.a
როგორ წარმოედგინათ დაორსულება სსრკ-ში: ამბავი, რომლის დაჯერებაც ძნელია
imageეს ამბავი ერთ-ერთ რუსულენოვან საიტზე წავიკითხე და იმდენად სახალისოდ მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე, სტატიის სახით თქვენთვისაც მომეყოლა. ტექსტი პირველ პირშია დაწერილი, თვითმხილველის მიერ, ამიტომ მეც ასევე გთავაზობთ:


გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო, ის დრო, როცა, როგორც ცნობილია, "სსრკ-შ სექსი არ არსებობდა." მაგრამ, როგორც ჩანს "რაღაც" მაინც არსებობდა...


მე მაშინ მე-10 კლასში ვიყავი. ერთხელაც კლასელს შევუარე სახლში. მისმა მშობლებმა ჩაის დასალევად მიმიპატიჟეს. მალე კიდევ ერთი სტუმარი ესტუმრათ - ნათესავი იყო, 30-35 წლის ქალი, ექიმი-გინეკოლოგი. ეტყობოდა, რაღაცის მოყოლა უნდოდა, სიცილს ვერ იკავებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი და ჩემი ძმაკაცის იქ ყოფნამ ცოტა შეაცბუნა. ბოლოს, ეტყობა გადაწყვიტა, რომ ორი ჩვენნაირი უკვე დავირებული ბეყეირათისთვის სასარგებლოც იქნება სქესობრივი განათლების მიღება, და დაიწყო ამბის მოყოლა:


"მოკლედ, დღეს მიღების დღე მქონდა. სულ ბოლოს შემოვიდა ერთი ქალი, და ხელჩაკიდებულმა შემოათრია თავისი ქალიშვილი, რომელსაც ახლახანს თურმე 15 წელი შესრულებოდა. რომელიღაც ტექნიკუმში სწავლობდა, აღარ მახსოვს. ჩივილი იყო მენსტრუაციის შეჩერება. დავაჯინე სკამზე, შევიხედე და გავახარე - ხუთი თვის ორსულად ხარ-მეთქი. აბორტი გამორიცხულია, ასე რომ, გაჩენის მეტი არაფერი დაგრჩენია-მეთქი. დედა გაოგნებული მიყურებდა. გოგო კი ჩამოვიდა სკამიდან და კინაღამ მუშტებით მომვარდა: "თქვენ არაფერი გესმით, ეს შეუძლებელია! ჩვენ ხომ ერთად არ გვიძინია! ამისგან ხომ არ ორსულდებიან! ჩვენ მხოლოდ დღისით გვქონდა...თან ფეხზე მდგომებს!".



image



1
6611
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6611
  
ჯიგრული სტატიაა! მოვკვდი სიცილით! :დდდდ... ისე, რომ იცოდე ბევრ თანამედროვე ქართველ მოზარსაც ზუსტად ეგრე გონია, ის კი არა ბევრმა ეგეც არ იცის...
0 1 1