x
image
K.P.
რატომ დაშორდა ტასო ბარნოვა ქმარს?! "დღემდე ძალიან მიყვარს"

image
თათია სამხარაძის გმირი ტასო ბარნოვა მაყურებლის ფავორიტად იქცა. ცოტა ხნის წინ "შალვა რამიშვილის შოუ" "ილო ბეროშვილის შოუდ" გარდაისახა, ტასო ბარნოვა კი გადაცემის უცვლელ წევად დარჩა, რაც მის პოპულარობას ამტკიცებს. ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ თათია პროფესიით მსახიობი არ გახლავთ, მას თეატრალური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და GAU-ს პიარსკოლა აქვს დამთავრებული. ცოტა ხნის წინ თათია მეუღლეს დაშორდა, რის შესახებაც გოგონა გულახდილად საუბრობს: "შვიდთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. ქორწინებამდეც შვიდი თვე ვიყავით ერთად. მოკლედ, დაქორწინებაც და დაშორებაც ძალიან სწრაფად მოხდა. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, დროს მნიშვნელობა არ აქვს. რომეო და ჯულიეტას სიყვარული სულ სამი დღე გრძელდებოდა. ჩვენთან ყველაფერი სწრაფად და გამძაფრებულად მოხდა. რამდენადაც დიდი იყო სიყვარული, იმდენად დიდი აღმოჩნდა ტკივილი და რამდენადაც ტკბილი იყო დაქორწინება, იმდენად მწარე – განქორწინება. ოფოციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ. ხელის მოწერას გაზაფხულისთვის ვგეგმავდით და ქორწილიც უნდა გადაგვეხადა, მაგრამ იქამდე აღარ მივიდა საქმე. თანაცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა და მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხასიათი გვქონდა. თან, ასაკობრივი სხვაობაც თავისას შვრება. ჩემი მეუღლე ჩემზე 12 წლით უფროსია და მისთვის დამთავრებული ეტაპები ჩემთვის ახლა იწყებოდა. შესაბამისად, ერთმანეთს ავცდით და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. სხვა მხრივ, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. დღემდე ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. უბრალოდ, თანაცხოვრება არ გამოგვივიდა."

წყარო: ჟურნალი "თბილისელები"imageimage

2
1261
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1261
  
2016, 2 მარტი, 13:11
კაი გოგო კია მარა უკვე ნელ ნელა ამასაც "აფუჭებენ" :)
2016, 2 მარტი, 10:46
უკეთეს ქმარს ეძებეს , გოგო ტელევიზიაში გაიჩითა და გაეზარდა ამბიციები ! :)))
0 1 2