x
image
K.P.
"შესაშური ევროპელობა"-თინა მახარაძე ახალ და ძველ "ბოიფრენდებთან" ერთად ერთობა (+ფოტები)
image
ქართველი მსახიობი თინა მახარეძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "გარეუბნელი თამუნას" უკან ასეთი სასიამოვნო გარეგნობის გოგო იმალებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი თინა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოგვევლინა. მსახიობის გულახდილ ინტერვიუს სექსსთან და ქართულ მენტალიტეტთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის პოპულარობამ პიკს მიაღწია, ლანძღავდნენ, აგინებდნენ, წყევლიდნენ, იცავდნენ და აქებდნენ კიდეც.

მსახიობი ეტაპობრივად გვანებივრებს პატარ-პატარა სკანდალებით, ეს ხომ პოპულარობის შენაჩუნების საუკეთესო და უტყუარი სშულებაა. საზოგადოების დიდ ნაწილს თინასგან უკვე არც აღარაფერი უკვირს. მსახიობის მტკიცები ის გასაოცარს არც არაფერს ამბობს და არც აკეთებს, თანამედროვე შეხედულებები აქვს და კომპლექსებიც არ აწუხებს.

თინას პირდი ცხოვრება სკანდალურია. ის შეყვარებული გახლდათ ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეზე. "არაჩვეულებრივად ვარ ჩემს არაჩვეულებრივ გიორგი სამხარაძესთან ერთად. სტანდარტული, სტაბულური შეყვარებულები არ ვართ, რომლებიც ხელჩაკიდებულნი დადიან. გიორგი წარმატებული ბიზნესმენია, თუმცა ამის გარდა ბევრ რამეს აკეთებს. ძალიან ცნობილ სარეკლამო სტუდიაში მუშაობს და ძალიან ცნობილი კაფეც აქვს"-გვიამბობდა თინა. წყვილის ურთიერთობა უკვე ხუთ წელზე მეტს ითვლიდა და თავს ერთად შესანიშნავად გრძნობდნენ, დაქორწინებას არ გეგმავდნენ. ისედაც ერთად ვართ და რაღაც ფორმალობები რა საჭიოროაო. ჯერ გვირჩევნია ჩვენს საქმეებს მივხედოთო. სამწუხაროდ ურთიერთობა ქორწინებით არ დაგვირგვინდა, წყვილი დაშორდა.imageimage

მსახიობის ახალი შეყვარებული დიმუ მენამდე გახლავთ. ის ადრე ერთ-ერთ ბარში მუშაობდა, ამჟამად კი "რუსთავი 2"-ზე მუშაობს. სავარაუდოდ წყვილმა "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით გაიცვნეს ერთმანეთი. დიმუ კულინარითაა გატაცებული, რჩეულ ხშირად ანებივრებს როგორც საკუთარი ნახელავით ასევე შოკოლადითა და სხვადასხვა გემრიელობებით. imageimage


თინას ამჟამინდელ და ყოფილ "ბოიფრენდებს" შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მეტიც ყველანი ერთად ერთობიან. რამდენიმე დღის წინ გიორგი სამხარაძე, რამდენიმე საერთო მეგობართან ერთად თინასა და დიმუს შინ ესტუმრა და შესანიშნავად მოილხინეს. "ყოფილი შეყვარებული, ახალი შეყვარებული, ძველი მეგობრები, ძველისძველი ვერანდა"-წერდა თინა სოციალურ ქსელში და ფოტოებიც გამოაქყვეყნა. როგორც ჩანს ამ სამს "ევროპული მეგობრობა" ან რაღაც მსგავსი აკავშირებთ. imageimageimageimageimage




3
3455
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3455
  
2015, 6 ივნისი, 13:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 6 ივნისი, 11:00
ეს ევროპულობა კი არა ამორალურობაა
2015, 6 ივნისი, 10:01
რაღა უჭირთ აწი :)
0 1 3