x
image
K.P.
ვინ იყო მაია ასათიანის ქმარი? ყოფილი ცოლ-ქმარი შერიგებას გეგმავს?

image

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა და მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. მათ
ერთი დიდი საერთო მაინც აქვთ, ეს პატარა ნუცაა, რომელიც მალე 14 წლის გახდება. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წლზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს და პატარა სუვენირებს. მალე ოჯახიც შედგა, სამწუხაროდ მალევე დაინგრა... ირაკლიც და მაიაც დიდი ხნის მანძილზე ერთად მუშაობდნენ, მაშინაც, როდესაც დაშორდნენ მაია "დროებაში" მუშაობდა, ირაკლი საინფორმაციოში, დღეში რამდენჯერმე ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთი პერიოდი ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ... ახლა ყველაფერი მოგვარებულია, ნუცას ხათრით ყოფილ ცოლ-ქმარს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ორივეს კარგად ესმით, რომ მშობლები არიან და შვილისგამო პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არასდროს ერევიან, შერიგებას კი გამორიცხავენ.image
ირაკლი მაიას ოჯახში ხშირი სტუმარია, ნუცა სასეირნოდ დაჰყავს, ერთად ვახშმობენ და ფილმებსაც უყურებენ. პირველ იანვარს ირაკლი, მაია და ნუცა ერთად ატარებენ, ცდილობენ შვილს ოჯახური, საახალწლო გარემო შეუქმნან. მაია, ვერ იხსენებს ახალ წელს ირაკლის გარეშე, ის ჩვენი მუდმივი სტუმარიაო. ირაკლი ტელერეჟისორია, ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა და იქიდან ხელცარიელი არასდროს ბრუნდება, ყოველთვის ჩამოაქვს საჩუქარი ნუცასთვის და მაიასთვისაც. ორივენი თვლიან, რომ უკეთესი მეგობრები არიან, ვიდრე ცოლ-ქმარი... წარსულს არ ნანობენ, რადგან ნუცა ჰყავთ. ვუსურვოთ მათ წარმატებები... imageimageimageimage

7
16790
18-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
16790
  
2013, 8 აგვისტო, 11:22
:)))))))))) მისაბაააძძძძძძძძძძძძ:P
2013, 28 ივლისი, 16:33
წარმატებები მაიკოს, კარგი იქნება თუ შერიგდებიან
2013, 9 ივნისი, 16:42
ნამდვილად ვუსურვებ წარმატებებს, რადგან მაიკო ძალიან მიყვარს, არცერთი წამყვანის გამოჩენა ისე არ მსიამოვნებს ეკრანზე როგორც მაიკოსი, ასე მგონია ჩემი ოჯახის წევრია. კეთილი გულთბილი და პატიოსანი ადამიანია.ლელა
2013, 10 მარტი, 20:33
მიყვარს მაია ასათიანი,ყველაზე საყავრელი და კეთილი ადამიანიააა
2013, 8 მარტი, 16:20
მაგარია ასეთი მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ყოფილ მეუღლესტან, ბრავო ორივეს რაა
2013, 1 მარტი, 9:46
წარმატებას ვუსურვებ მათ ოჯახს
2013, 24 თებერვალი, 12:16
მე ძალიან მიყვარს მაია, კარგი, კეთილი გოგოა :*
0 1 7