x
image
K.P.
საკუთარ სიყვარულის ისტორიას საქართველოს პრეზიდენტი გვიამბობს (როგორ ადამიანებს ვერ იტანს მიხეილ სააკაშვილი და რას ფიქრობს ის ქართველ ქალებზე)

imageმიხეილ სააკაშვილი 1967 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, დაამთავრა 51-ე სკოლა ოქროს მედალზე. მისი მშობლების თქმით, პატარა მიხეილი ცელქი ბავშვი ყოფილა. პრეზიდენტი გვიამბობს: "ბავშვობაში გაცილებით ბევრს ვკითხულობდი და ამდენად თავი წყნარი მახსოვს. სასმელს ბავშვობაში "გავეყარე" უკანასკნელად 13 წლის ასაკში დავთვერი. მოგვიანებით კი სიგარეტი უარვყავი-მე-10 კლასის შემდეგ აღარ ვეწევი". 16 წლის მიხეილი საქართველოდან წავიდა, ჩააბარა კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სამართლის ფაკულტეტზე. imageსწავლა საფრანგეთში გააგრძელა, სტრასბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. შემდეგ უფრო შორს წავიდა და კოლუმბიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.image პრეზიდნტი გვიამბობს: "ვფლობ ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, უკრაინულ ენებს და ამით ყველაზე მეტად ვამაყობ. მყავს ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი. ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით-სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლისას. სანდრას გაცნობა საქართველოში ყოფნამაც განაპირობა, ის ხომ ამ ქვეყნისთვის ჭკუას კარგავს. ოჯახში ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე ვსაუბრობთ. სანდრას სიყვარულში სტრასბურგის, ევროპაში ყველაზე მაღალი, კათედრალური ტაძრის გუმბათზე გამოვუტყდი და მას შემდეგ ერთად ვართ. imageმამაკაცებო: საქართველოში ბევრი ლამაზი გოგო დადის, არჩევანი დიდია და რაც მთავარია, არ გაითვალისწინოთ სხვა გარემოება პირადი გრნობისა და რწმენის გარდა. ჩემი მეუღლე ეკონომისტია. ჩემი გულისთვის პრაქტიკასაც თავი მიანება და ამერიკაში სულ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ნიუ-ორკში ჩემს სტიპენდიაზე, სარდაფში ვცხოვრობდით. imageსანდრა შესანიშნავი მეოჯახეა. როგორც წესი, ქართველები პირველად ბაღში არიან შეყვარებულები. მე კი პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. კიდევ ერთხელ ვიტყვი-ქართველი გოგონები საოცრად ლამაზები არიან. სიმართლე გითხრათ, რომანტიკოსი ვარ. ყველაზე მეტად კი შურიან და ბოღმიან ადამიანებს ვერ ვიტან. imageხშირად ადამიანებს ცხოველებს ვადარებ. ვაჟკაცი კომპრომისზე ადვილად უნდა წავიდეს. ყველაზე ემოციური მაშინ ვარ, როდესაც უსამართლობას, კორუფციას, დამცირებას ვხედავ, ამ დროს დაუნდობელი ვხდები, მაგამ გულში წყენას არ ვიტოვებ".

ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ მოყვა. როდესაც მისი ინტერვიუ წავიკითხე ვერ დავიჯერე, რომ ეს ის მიხეილ სააკაშვილია ყოველ დღე ეკრანებზე რომ ვხედავთ. ახლა მას უკვე ორი ვაჟი ჰყავს. მეუღლეს არ გაშორებია, მაგრამ მის "ნაშებს" სტატიებსაც კი უძღვნიან. დასკვნები თქვენთვის მომინდია..imageimageimageimageimage

0
1587
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0