x
image
K.P.
გარდაცვლილი ინდირა ზარანდიას შეყვარებული სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს: "წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს"

image
14 ივნისს უგზო-უკლოდ დაიკარგნენ, დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები. ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს. სრულიად საქართველო შეძრა ულამაზესი გოგონების გარდაცვალების ფაქტმა.

ინდირა სულ რაღაც 22 წლის გახლდათ. გოგონა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლდათ და ჟურნალისტად, "რადიო აფხაზეთის ხმაში" მუშაობდა.

"ყველამ, ვინც მე მიცნობს იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი, ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე. ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება - მოკლედ, ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად. ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი... მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს. შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე, თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა"-წერს ინდირას შეყვარებული ირაკლი ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმციის თანახმად დები ზარანდიების დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობიტ დაამთავრა. imageimageimageimageimage




2
1748
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1748
  
2015, 18 ივნისი, 0:19
ჩამწყდა....
2015, 17 ივნისი, 17:02
:(
0 1 2