x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სოციალური გავლენა: კონფორმულობა

imageსაზოგადოების წევრები ხშირად ხვდებიან სხვა პიროვნების
ან ჯგუფის გავლენის, ზემოქმედების
ქვეშ. არსებობს სოციალური გავლენის სამი ტიპი: კონფორმულობა, დათმობა და ავტორიტეტისადმი
მორჩილება. ყურდღებას შევაჩერებ კონფორმულობის განხილვაზე.
კონფორმულობა
წარმოადგენს ინდივიდის მიერ საკუთარი რწმენებისა და ქცევის შეცლის ტენდენციას სხვების
ქცევის შესაბამისად. როდის არის კონფორმულობა სოციალურად კარგი და როდის ხდება ის საზიანო? ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა ცხარე კამათი გამოიწვიოს.


ადამიანები კონფორმულად სხვადასხვა მიზეზის გამო იქცევიან. მათგან 2 ძირითადი მიზეზია: კონფორმულობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სხვების ქცევა, ხშირად, სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდის. ეს ცნობილია, როგორც ინფორმაციული გავლენა. კონფორმულობის მეორე მნიშვნელვოვანი მიზეზი არის სოციალური კეთილგანწყობის მიღების სურვილი.ეს ცნობილია, როგორც ნორმატიული გავლენა.


ზოგიერთ სიტუაციაში ადამიანები უფრო მეტად იქცევიან კონფორმულად, ვიდრე სხვა სიტუაციაში.კონფორმულობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჯგუფის ზომა, ჯგუფის ერთსულოვნება და ჯგუფთან შეჭიდულობა. გარდა ამისა, ადამიანები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად ისწრაფვიან ინდივიდუალურობისა და უნიკალურობისკენ, რაც ასევე გავლენას ახდენს კონფორმულობაზე.


ჯგუფის ზომა. ჩვეულებრივ, კონფორმულობა უმრავლესობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს – ყოველ შემთხვევაში, იზრდება მანამ, სანამ უმრავლესობა განსაზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევს.


ჯგუფის ერთსულოვნება. ინდივიდი, რომელიც
ერთსულოვან ჯგუფს უპირისპირდება, კონფორმულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის. თუმცა, თუ ჯგუფი ერთსულოვანი არ არის, კონფორმულობის ხარისხი მცირდება.


ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა . კონფორმულობაზე გავლენას ახდენს ის კავშირი, რომელიც ინდივიდსა და ჯგუფს შორის არსებობს.


ინდივიდუალიზაციის სურვილი. ადამიანები ერთმანეთისგან განირჩევიან მზაობით– მოიქცნენ სხვებისგან განსხვავებულად. ზოგიერთი მეტად კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ჯგუფშია შერეული და სხვების მსგავსად იქცევა, სხვები კი პირიქით –
სურთ გამორჩეულები იყვნენ.


საინტერესია ის ფაქტი, რომ კონფორმულობაზე გავლენას კულტურა ახდენს. ინდივიდუალისტური კულტურა ხაზს უსვამს პიროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.ამ კულტურებში კონფორმულობა უარყოფითად აღიქმება. მიჩნეულია, რომ ჯგუფური ზეწოლა და კონფორმულობა საფრთხეს უქმნის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას. ამის საწინააღმდეგოდ, კოლექტივისტურ კულტურებში კონფორმულობას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. კოლექტივისტური კულტურა ხაზს უსვამს სოციალურ ჯგუფებთან კავშირის მნიშვნელობას. ამ კულტურებში აქცენტი კონფორმულობის პოზიტიურ ასპექტებზე კეთდება. კონფორმულობა განიხილება არა როგორც სოციალური ზეწოლის შედეგი, არამედ როგორც სხვებთან ურთიერთდაკავშირებისა და განსაზღვრული მორალური პასუხისმგებლობის გამოვლინების საშუალება.

0
403
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარი დავითოშვილი
მარი დავითოშვილი
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0