x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ცოლის ფიქრები

imageდილის რვა საათია, წამოვხტი ლოგინიდან და ქმარს საუზმეს ვუმზადებ, აბა თვითონ შაქარსაც არ ჩაიყრის ჩაიში, არადა წინ უდევს. თავიც საშინლად მტკივა წუხელ ისევ არ მიძინია, მთელი ღამე ბავშვი ფეხებს მირტყავდა. როგორც იქნა ქმარი სამსახურში გავისტუმრე. ვუპოვე პერანგი, შარვალი და ბოლოს ცხვირსახოციც რომელიც ყოველთვის კომოდის პირველ უჯრაში დევს. უკვე ათი საათია ყავა დავისხი და ამ დროს ბავშვი მეძახის, დედიკო სად ხარ? გავედი საძინებელში, მოვაწესრიგე, ჩავაცვი, ვასაუზმე და სათამაშოდ დავსვი. მერე სარეცხის მანქანა ჩავრთე და სახლის დალაგება დავიწყე.ძლივს ყველაფერი სუფთაა და ჰოპ ორის ნახევარი გამხდარა სადილი უნდა მოვასწრო. ვაკეთებ წვნიანს, სალათას და ვაშლის ნამცხვარიც მივაყოლე ჩემებს უყვართ. ჩემო დედიკო ძალიან მშია, მომაკითხა ჩემმა ბიჭმა. მივუსხედით მაგიდას და რას ვხედავ ჩემი დილანდელი ყავა მშვიდად მომცქერის. სადილს მოვრჩით და უთოობა დავიწყე, ბავშვი ხალიჩაზე დამიჯდა შენთან მინდაო, თან ვაუთოვებ თან ზღაპრებს ვყვები. მეგონა მოვრჩი მეშველებოდა და სარეცხი გამახსენდა, გამოვიღე და წავედი აივანზე, სწრაფად ვფენ მეშინია ბავშვი არ გამიცივდეს ისედაც ცოტა ხნის წინ მოვარჩინე. შემოვედით აივნიდან და კარზე არიან, ვაღებ და ჩემი ქმარი შემოდის უკმაყოფილოდ, ამდენი ხანი რატომ არ გესმოდაო თან ბურტყუნებს, მეც დაღლილმა უკმეხად ვუპასუხე. ვახშამი გავამზადე უგემურად ჭამს და უცებ გამეცინა. რას ფიქრობ? ოღონდ სიმართლე მითხარი ვეუბნები. მიყურებს და ამბობს: მთელი დღე სამსახურში ვარ, სულ იმას ვფიქრობ თქვენ იყვეთ კარგად, წამოვედი სახლში, რაღაცეები მოვიტანე ამდენი ხანი კარი არ გამიღე, დაბღვერილი დამხვდი და მეჩხუბებიო. ახლა მე რას ვფიქრობ გეტყვი თუ გინდათქო და ძალიან მაინტერესებსო. ჰოდა აი რას ვფიქრობ: მთელი ღამეები არ მძინავს შენს გამო, რადგან ბავშვს ისეთი ვიწრო საწოლი უყიდე რომ ვერ წვება და ჩემზე ძილს მიეჩვია. დილით ტუალეტიდან გამომაქციე რომ შენთვის ის ქამარი მომეძებნა რომელიც იმ შარვალზე უკვე ეკეთა სკამზე რომ დაგიდე. მერე მთელი დღე ვერ ამოვისუნთქე იმდენი საქმე მქონდა. შენი პერანგების უთოობით ფეხის გულები მეტკინა. ხუთი წუთით სარეცხის დასაფენად გავედი და ერთი ამბავი დამაღწიე, აღარ მომინდა ღიმილით დახვედროდი. ვფიქრობ რაღა მე შემხვდა ასეთი ქმარი მეთქი... არადა ცალკე ორივე მართალი ვიყავით თითქოს. ჩაფიქრდა და მეტად აღარ გვიჩხუბია.ჯერ))

0
564
2-ს მოსწონს
ავტორი:თათი_
თათი_
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0