x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"სირცხვილია, ხალხო, გამოფხიზლდით, ოეეე"–თიკა მახალდიანის პასუხი კრიტიკოსებს


image

მომღერალი თიკა მახალდიანი საზოგადოებამ მუსიკალური პროექტის "ჯეოსტარის" მეშვეობით გაიცნო. მის ცხოვრებაში სიახლეა, თიკა დაქორწინდა. მომღერლის რჩეული თემო პირველაშვილი გახლავთ. წყვილმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა ახლობლების გარემოცვაში. ქორწილის ფოტოებს სასტუმროში გადაღებული ფოტოც მოჰყვა, რომელიც საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულები ხალათებში არიან გამოწყობილები და ცხოვრებისეულ სიახლეს ჭიქა სასმელით აღნიშნავენ. "ფოტო ახლდაქორწინებული თიკა მახალდიანის საძინებლიდან"-ამ სათაურით გაავრცელა სტატია ერთ-ერთმა სააგენტომ. "ამ სტატიის ავტორი მინდა რომ დაიჭირონ! და ცენზურის გამო სამუდამო პატიმრობა მისცენ, რომ ესეთი ამბავი ატყდა. სირცხვილია, ხალხო, გამოფხიზლდით, ოეეე"-წერს მომღერალი. image

ცნობადი სახეების ნაწილი თიკას ექომაგება. თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ თიკას მხარდასაჭერად საკუთარი ფოტო გაავრცელეს, წარწერით:"‪#‎nbavote‬ tika maxaldiani"


"ურააააა.. იპოვა ერმა განსჯისა და თავდასხმის ახალი ობიექტი... აბა ჰე, დაიცალეთ ემოციისგან.... ივიშვიშეთ... სხვა საქმე მაინც არ გაქვთ. თიკა მახალდიანის სურათი საძინებლიდან.... გავიღვიძე და ინგრევა ფეისბუქი... არიქა, როგორ გაბედა სურათის დადება... შესვით ეხლა ვირზე უკუღმა და გამოუტანეთ განაჩენი!!!!! რომელი პოლიტიკოსი თიკაა ან საზოგადო მოღვაწე, რომ საკუთარ კედელზე ფოტოს დადება არ შეეძლოს? ეგებ მეგობრებისთვის დადო, რომლებთანაც ერთად კვირას თუ შაბათს აღნიშნა საკუთარი ბედნიერება და ისინი გაართო ამ ფოტოთი??????? აი, ვინ გეკითხებათ... რა ლოყებს იხოკავთ.... რას ოხრავთ... საქართველოში რომ რაოდენობის ციციკორე ცხოვრობს და მორალისტი, ნუ იტყვით რა........ ნეტა როგორ უძლებს ეს პატარა ქვეყანა ამდენ წესიერს და მაღალი მორალის ადამიანს ცაში არ გაფრინდეთ, წმინდანებო, ამ ხარისხის მორალისგან, ვდარდობ.... ახსნა ერთმა კარგმა კაცმა, ლევან ბერძენიშვილმა, რისი ბრალიცაა ეს ამბები და არ დაიჯერეს და აჰა!!" - წერს ინგა გრიგოლია.image

და ბოლოს, ცნობადი სახეების საყურადღებოდ, შეგიძლიათ სოიალურ ქსელში ფოტო მხოლოდ მეგობრებისთვის განათავსოთ და არა საჯაროდ. თუმცა საკუთარი "შეცდომებით" რეიტინგის ამაღლება და ჟურნალისტებისთვის გადაბრალება ნამდვილად მოდური, მაგრამ უკვე კარგად გაცვეთილი ხერხია.

0
804
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
804
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0