x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"ჩემი ცოლის დაქალების" "ეკაკო" გათხოვდა (ქორწილის ფოტოები)
imageსერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დამსახურებით არაერთი მსახიობი იქცა საზოგადოებისათვის ცნობად სახედ და პოპულარულ ადამიანად. მათ შორის არის 22 წლის მსახიობი თინი გალდავა,
რომელიც სერიალში „ეკაკოს“ განასახიერებს. ახალგაზრდა მსახიობმა თავისი გარეგნობით მალევე მიიქცია ყურადღება და მისით ჟურნალისტებიც მალევე დაინტერესდნენ. თინი ტრადიციულ, ქართულ ოჯახში გაიზარდა, დედა-მარიამ ჟღენტი მხატვარია, მამა - ალექსანდრე გლდავა დეკანოზი. ჰყავს ორი ძმა - ლუკა და ლაზარე. თინი პატარაობიდანვე სხვა ბავშვებისგან განსხვავებულ ცხოვრებას და რეჟიმს იყო მიჩვეული. ამის მიზეზი კი ჯერ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო შემდეგ კი თეატრალური უნივერსიტეტი გახლავთ. მისი დებიუტი სცენაზე ჩეხოვის "თოლიაში" შედგა, სადაც მაშას როლი მოირგო.
თინის დიდიხანია რაც რჩეული ჰყავს და წყვილის ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. მისი აწ უკვე მეუღლე, ასევე მსახიობი ნიკა ჩხაიძე გახლავთ,
რომელიც უნივერსიტეტში გაიცნო და მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ნიკა ნიჭიერი მსახიობი გახლავთ და ისიც არანაკლებ ცნობილია საზოგადოებისათვის. პირველად ტელეეკრანზე სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა. ახლა კი სერიალ „ტიფლისის“ ერთ-ერთი პერსონაჟია.
ქორწილი, 24 იანვარს, რესტორან შარბათში შედგა, სადაც მათი პროფესიიდან გამომდინარე, არაერთი ვარსკვლავის ხილვა შეგეძლოთ. მათ შორის არამარტო ახალი თაობის, არამედ ძველი თაობის მსახიობები გახლდათ. შეიძლება ითქვას რომ ბევრ პოპულარულ და ცნობილ ადამიანს შეშურდებოდა მსგავსი ქორწილის. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს მათი ქორწილიდან.


image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski



image


ფოტოს ავტორი: Francis Prymerski




image





თინი და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე

image




თინი მამასთან ერთად

image





მსახიობი სანდრო მიკუჩაძეimage





მარინა სალუქვაძე, ზაზა მარჯანიშვილი და მიშა გომიაშვილი

imageimage

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski




image

imageimageimage


image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski



image



"ძმები გასვიანები" სერიალ "ტიფლისიდან": ნიკა ჩხაიძე და გიორგი გილიგაშვილი

image



image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski




მიშა გომიაშვილის საჩუქარი წყვილს.

image


imageimage


image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski




image




"ქვისლები"


image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski





image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski




image

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski









3
1243
11-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1243
  
2016, 25 იანვარი, 19:23
ულამაზესია
2016, 25 იანვარი, 16:16
მიყვარს ეს გოგო
2016, 25 იანვარი, 12:39
ბედნიერებას ვუსურვებ გავაზიარე
0 1 3