x
image
K.P.
"გპირდები, წელში გავიმართები"-განო მელითაურის ემოციური მოლოცვა
image
განო მელითაური ახალ წელს მეუღლის გარეშე ხვდება, მისი ემოციური პოსტი კი სოციალურ ქსელს იპყრობს: "ჩემო სიცოცხლეო!!! სანუკვარო!!! ყველაზე ნიჭიერო, შეყვარებულო ნათელო ათინათო!! !ჩემო დღესასწაულო სევდავ სიბრძნევ!!! ჩემი სხეულის და სულის განუყოფელო, ჩემო მფარველო!!!

ნუ გეშინია! დროის ქარტეხილები ვერაფერს დაგვაკლებენ! ჰო, ბედისწერავ! შენ გეუბნები!სადაც არ უნდა წაგეყვანათ, იმას, რასაც მის მიმართ განვიცდი განზომილების საზღვრები ვერაფერს დააკლებს! ვერც გარდაცვალება მოერევა! რამდენი პირობითი წელიც არ უნდა დამრჩეს დედამიწაზე, რამდენჯერაც არ უნდა მატკინონ გული მაინც ავდგები! აირევიან ამინდები, მაგრამ გპირდები, წელში გავიმართები, შენს საყვარელ სამოსში გამოვეწყობი და აუცილბლად, აუცილებლად გიპოვნი!

გპირდები ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობით - ვასწავლი მთავარს - რას ნიშნავს მეორე ადამიანის სიყვარული!

თქვენ კი მეგობრებო, ყველას განურჩევლად თქვენი ასაკისა, სქესისა, ჩემს მიმართ დამკიდებულებისა გიურვებთ ი ს ე მ ა გ რ ა დ გ ა გ ი მ ა რ თ ლ ო თ ცხოვრებაში, როგორც მე და კოტე თოლორდავას გაგვიმართლა! ჩემგან საჩუქრად ყველაზე ქარიზმატული სანტა თქვენ!".


შეგახსენებთ რომ, მსახიობ კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. კოტე თოლორდავა 9 წლის მანძილზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გახლდათ, თუმცა ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით, სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მსახიობი დაქორწინებული გახლდათ, მსახიობ მარიამ ჯოლოგუაზე. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ბუკა ჰყავს. კოტე თოლორდავასა და მის მეუღლეს, განო მელითაურს შვიდწლიანი ქორწინება აკავშირებდათ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

0
811
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0