x
image
K.P.
"ჩემს შვილს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს"-თიკა ჯამბურია
image
მომღერალ თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას დანგრეული ოჯახი დღემდე საზოგადოების განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბექამ ახალი ოჯახი შექმნა ჭორები მაინც არ წყდება. მისი ახალი მეუღლე ასირიელი ინა ოსიპოვაა. როგორც ცნობილი გახდა წყვილი სულ მალე ოჯახის ახალ წევრს ელოდება, ინა ორსულადაა.

"რაც ნინა გაჩნდა, მას მერე მარტოხელა დედა ვარ და არც ვიცი, სხვანაირად როგორ

უნდა ვიცხოვრო. რაც ნინა დაიბადა, მე და ბექას ერთი დღეც არ გვიცხოვრია ერთად. ასე რომ, არ ვიცი, რა არის ეს. ნინასთვის დედაც მე ვარ და მამაც"-გვიამბობს თიკა ჯამბურია.

ბექა ყურადრებიანი მამა არ გამოდგა, შესაძლოა ამის მიზეზი მანძილიცაა, რადგან ის ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ნინასთვის იშვიათად იცლის. "ჩემს შვილს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, რადგან ბექას ახალი ოჯახი ჰყავს და ნინასაგან შორს არის, მოსკოვში ცხოვრობს. ნინასთვის ვერ იცლის, მეორე შვილს ელოდება"-აღნიშნავს თიკა. მომღერალს სურს დებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ სამომავლოდ, თუმცა არ იცის ეს რამდენად გამოვა.


"მთელი გულით მინდა ბედნიერი იყოს და ეს იყოს მისი ბოლო სიყვარული. ვუსურვებდი, უკეთესი მამა იყოს ნინასთვის, რომელსაც ის ძალიან უყვარს... და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დავიბოღმე და მშურს ბექას ახალი ოჯახი, ეს დიდი სისულელეა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ კარგი მინდა ბექასთვის, ისევე როგორც, ალბათ, მას... "-გვიამბობდა თიკა სულ რამდენიმე თვის წინ.

რაც შეეხება მომღერლის პირად ვცოვრებას, ის არ ჩქარობს, ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უნდა კარიერას მიხედოს, რადგან ფეხზე მყარად იდგეს. image


0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0