x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ალი ბადირი - ერაყელი რომანისტი

imageალი ბადირი არის წარმოშობით ერაყელი მწერალი, ჟურნალისტი და კინორეჟისორი. გარდა ამისა, წერს ესეებს და დაკავებულია პოეზიით. იგი დაიბადა ბაღდადში 1964 წელს, დღეს კი ბელგიაში ცხოვრობს. დაამთავრა ბაღდადის უნივერსიტეტი და მიღებული აქვს ხარისხი - "დასავლური ფილოსოფია და ფრანგული ლიტერატურა" 2001 წელს. მას გამოქვეყნებული აქვს 11 რომანი, მათგან ორი ინგლისურად, ესენია "პაპა სარტრი" და "თამბაქოს შემნახველი". ის აგრეთვე აქვეყნებს სტატიებს რამდენიმე არაბულ ჟურნალში, მათ შორისაა "ალ-ჰაიათ", "ალ-მადა" და "ად-დუსთურ", ამასთანავე მას ევალება ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილებიდან ინფორმაციის მოპოვება, რადგან ის არის ე.წ. "ომის კორესპონდენტი".
"პაპა სარტრი" - რომანის სიუჟეტი ფოკუსირებულია 60-იანელთა თაობაზე, რომელთაც ავტორი ადანაშაულებს თანამედროვე თაობის დაინფიცირებაში თავიანთი ნეგატიური იდეებით და კულტურული ზეგავლენით. ნაწარმოებში სასაცილოდ იმიტირებულია სამოციანელი ფსევდო-ინტელექტუალების გამო შექმნილი გარჩევები და მწუხარება ბაღდადში. ასევე აღწერილია ერაყელი მდიდარი და გავლენიანი ოჯახების ცხოვრება.

"თამბაქოს შემნახველი" - ამ რომანის სიუჟეტი კონცენტრირებულია კულტურულ ცხოვრებაზე, 2003 წლის გახმაურებული მოვლენის შემდეგ. ესაა ამბავი ერაყში მცხოვრებ ებრაელ მუსიკოსზე, რომელიც იბრძვის, როგორც ხელოვანი და ცდილობს, ერაყულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.

ალი ბადირი დაჯილდოებულია ბაღდადის ლიტერატურული პრემიით, ასევე აქვს აბულ კასიმ აშ-შაბბის ჯილდო, რომელიც გადაეცა თუნისში, რომანისთვის - "პაპა სარტრი". ალის მესამე რომანს "ოჯახის ზამთარი" მიღებული აქვს პრიზი ნომინაციაში "ლიტერატურულად კრეატიული", აგრეთვე მისი ორი რომანი "თამბაქოს შემნახველი" (2009 წ.) და "ქვიშის მეფე" (2010 წ.) ადგილს იკავებს საერთაშორისო პრემია - არაბულ თხზულებათა სიაში.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ლონდარიძე
ლია ლონდარიძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0