x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
პირველი არაბი, რომელიც რომანებს ინგლისურად წერდა და აქვეყნებდა

imageამინ არ-რეიჰანის, ახლა უკვე შედევრად აღიარებული რომანი "ხალიდის წიგნი", რომელიც ილუსტრირებულია მისი მწერალი და ხელოვანი მეგობრის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის მიერ, მხოლოდ 2012 წელს გამოიცა ხელახლა (პირველი გამოცემიდან (1911წ.) 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად). "ხალიდის წიგნი" - ეს არის რომანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული და მივიწყებული იყო ამერიკელი ინტელიგენციისა და ლიტერატურისგან. რომანი შემოკლებული ვერსიით ბეირუთში, "რეიჰანის სახლი"-ს მიერ 1973 წელს, ხოლო მოგვიანებით 1986 წელს (იმავე გამოცემის არაბული თარგმანი) გამოქვეყნდა. ტოდ ფაინმა, რომელიც იყო ნიუ იორკში, ბათერი პარკთან ახლოს "მცირე სირიის კვარტალი"-ს ისტორიის აღმწერი და ასევე მათი არაბ-ამერიკელი ხელოვანებისა და მწერლების ხელშემწყობი, დაწერა ინფორმაციული ეპილოგი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელია თანამედროვე მკითხველთა წრისთვის. როგორც ტოდ ფაინი აღნიშნავს, სანამ მისი წიგნი დაიბეჭდებოდა, რეიჰანს უთხრეს: "ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს იმ ტიპისაა, რომელიც წარმატებას მოიტანს. ჩვენ ვრისკავთ ამ გამოცემით".
"ხალიდის წიგნი" საკმაო სირთულის ტექსტია, რამდენიმე მიზეზის გამო, რაც ძირითადად დაკავშირებულია ავტორის სირიულ (ახლანდელი ლიბანის ტერიტორია) წარმომავლობასთან. მისი ლიტერატურული და კულტურული გავლენა ერთიანდება ტექსტში, რომელიც, ერთი მხრივ, მკაფიოა და მარტივად იკითხება, გარკვეული კუთხით გასართობიც, მეორე მხრივ კი რთულად დაწერილია უბრალო მკითხველთა წრისთვის. ის აღიქმება, როგორც მოდერნისტული ტექსტი, რომელიც ეკუთვნის ნიუ იორკში მცხოვრებ ემიგრანტ ავტორს. რეიჰანი მიიჩნევა ემიგრანტული ლიტერატურის ("ადაბ ალ-მაჰჯარ") დამაარსებლად და მსგავსი არაბულ-ამერიკული ლიტერატურული საზოგადოების ("არ-რაბიტა ალ-კალამია") წევრად.

რეიჰანის ცხოვრება ახლა უკვე საკმაოდ კარგად არის დოკუმენტირებული და მისი ბიოგრაფია გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგოთ "ხალიდის წიგნი". იგი დაიბადა 1876 წელს თანამედროვე ლიბანში, ბეირუთის მახლობლად მდებარე სოფელში. მისი ოჯახი იყო აბრეშუმის მწარმოებელი. მათ გააგზავნეს 12 წლის რეიჰანი ბიძასთან, რომელსაც ჰქონდა სავაჭრო-საწარმოო ბიზნესი ნიუ იორკის სირიულ კვარტალში. ჩასვლისთანავე სკოლაში მიიყვანეს, სადაც ის სწავლობდა ინგლისურს და ეცნობოდა ბრიტანულ და ამერიკულ ლიტერატურას. მოგვიანებით ის მოგზაური თეატრის დასს შეუერთდა და 1897 წლისთვის ნიუ იორკის სამართლის სკოლაში გადაწყვიტა სწავლა. ის თითქმის დაავადმყოფდა და გამოსაჯანმრთელებლად ლიბანში გაგზავნეს, საიდანაც ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. 1904 წელს კი მეორედ გაემგზავრა. ამ დროის განმავლობაში მან გამოაქვენყა მნიშვნელოვანი პოეტური თარგმანები აბულ 'ალა ალ-მა'არის შემოქმედებიდან, ესენია: პოეტური კრებული "მირტი და მური" და "მისტიკური საგალობელი". 1921 წელს გამოსცა ესეების კრებული "წარმოსახვის ბილიკი" და მოგზაურობის ტრილოგია: "თანამედროვე არაბეთის შემქმნელი" (1931), ეს წიგნი მოგვითხრობს იბნ საუდზე, საუდის არაბეთის დამაარსებელზე. ასევე "არაბეთის სანაპიროების გარშემო" (1931) და "არაბული მწვერვალი და უდაბნო: მოგზაურობა იემენში" (1930).

ნიუ იორკში ცხოვრების პერიოდში რეიჰანი ჩაბმული იყო ადგილობრივ არაბულ პრესაში (განსაკუთრებით "ალ-ჰუდა"), ასევე იყო მოქმედი წევრი ნიუ იორკის სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური ამერიკელი მწერლებისა და ხელოვანების წრეებში. მოგვიანებით, რეიჰანიმ იქორწინა ბერტა ქეისზე. საკუთარი სამწერლობო კარიერის განმავლობაში იგი დაიბეჭდა რამდენიმე, იმ დროისათვის ცნობილ ამერიკულ ჟურნალებში: "Harper's Magazine", "Time", "Atlantic Monthly", "Bookman" and "The Nation".

ეს მოკლე ბიოგრაფიული მონახაზი ეხმიანება რეიჰანის რომანის განვითარების ხაზს. "ხალიდის წიგნი"-ს დასაწყისი "ალ-ფათიჰა" არის წიგნსა და ავტორზე (როგორც ავტორისა და ტექსტის აუთენტურობა). პირველივე გვერდიდან მოულოდნელად ვხვდებით მთხრობელს, რომელიც გვიყვება მის მიერ "Khedival Library of Cairo"-ში აღმოჩენილი საინტერესო ტექსტების შესახებ, მათ შორისაა "ამონ რას გადამწერის პაპირუსები და ლამაზად ილუსტრირებული მონაკვეთები ყურანიდან". შემდეგ მთხრობელი წარმოგვიდგენს საკუთარ თავს, როგორც ამ ტექსტის რედაქტორს, მხოლოდ იმიტომ რომ შემოიყვანოს სხვა მედიატორი, რომელიც ავსებს ტექსტს, ეს არის შაკიბი, ხალიდის საუკეთესო მეგობარი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ შეპირისპირებული ვხდებით რომანთან, რომელიც წარმოდგენილია როგორც რედაქტირებული, შეცვლილი ვერსია "ური"-ზე (შუმერული ქალაქ-სახელმწიფო). ეს არის ტექსტი, რომელიც განმარტებულია შაკიბის, განათლებული კომენტატორის მიერ. სტრუქტურულად ეს ნაწარმოები მოგვაგონებს სერვანტესის "დონ კიხოტს", ვოლტერის "კანდიდს", აგრეთვე აღსანიშნავია ადრეული ბრიტანული რომანებიდან სტერნის "ტრისტრამ შენდი" და დეფოს "რობინზონ კრუზო". დამახასიათებელი თხრობის ირონია და გამოგონილი ამბის გადმოცემა ეხმარება მკითხველს ტექსტის რეალისტურად აღქმაში.

"ხალიდის წიგნი"-ს სიუჭეტი ქრონოლოგიურად იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილის მოქმედება ვითარდება ნიუ იორკში, მეორე ნაწილის კი - სირიაში. ხალიდის ადრეული წლებიდან, რომელიც ანტიკურ და ლეგენდარულ ქალაქ ბაალბეკში გაატარა, მოქმედება სწრაფადვე იცვლება და იმ ეტაპიდან გრძელდება, როდესაც ის შაკიბთან ერთად მიემგზავრება ნიუ იორკში, ელისის კუნძულის გავლით, სადაც ემიგრანტების გადარჩევის ცენტრი უნდა გაევლოთ. მათ როგორღაც შეძლეს ამ პროცედურისგან თავის არიდება, მოხვდნენ სასურველ ადგილას და წამოიწყეს წვრილმანი ბიზნესი პორტთან ახლოს, მანჰეტენის დასავლეთ ნაწილში მდებარე უბანში, შემდგომში ცნობილი როგორც "მცირე სირია" და ახლანდელი "ტრიბეკა". იმ დროს, როცა წმინდა მიწის რელიკვიებით ვაჭრობდა, ხალიდმა კარგად გაიცნო ნიუ იორკი, შეხვდა სხვა პერსონაჟებსაც, მათ შორის ათეისტ წიგნებითმოვაჭრეს, მოგვიანებით მკითხავს, რომელიც მისი ახლო მეგობარი გახდა. მან აგრეთვე ახალი საქმიანობა წამოიწყო, ე.წ. მკვლევარი, რამაც მიიყვანა ქალაქის რეგისტრატურის ოფისამდე და უამრავი დროის ფლანგვამდე "სითი ჰოლ პარკში", რომელიც ზოგიერთ მკითხველს მელვილის "Bartleby"-ს მოაგონებს. ამ პერიოდში ხალიდი გათავისუფლებულია სამსახურიდან და ახალ კონფლიქტშიც ერთვება. უკან, ბაალბეკში დაბრუნების შემდეგ, ანონიმურმა წერილმა, რომლის დაწერაც დაბრალდა, უარეს გასაჭირში ჩააგდო. ამასთანავე მისმა ბიძამ უარი განუცხადა თავისი შვილი, ნაჯმას ცოლად შერთვაზე. ბიძამისმა გადაწყვიტა ეკლესიასთან გაერთიანება და მას ბაალბეკის დატოვება აიძულა. ხალიდმა უკან დაიხია და "კადიშა ვოლი"-სთან ახლოს, ხის სახლს შეაფარა თავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დატოვა ქოხი შემდეგი სიტყვებით: "მომეცით თქვენ, დასავლეთის ძლიერო ერებო, ცხოვრების მატერიალური კომფორტი, და შენ, ჩემო აღმოსავლეთო, ნება მომეცი, გავსინჯო შენი სულიერი საგანძური".

ის ხეტიალს იწყებს დამასკოში. მოგვიანებით, როდესაც ხალიდი მეჩეთში შეგრებილ საზოგადოებას საკუთარ აზრებს უზიარებდა, საჯაროდ განაცხადა ვაჰაბიზმის, საუდის არაბეთის სამეფოს მკაცრი უნიტარისტული ისმალის მხარდაჭერა. ამის შემდეგ, მას აიძულეს, გაქცეულიყო დამასკოდან ბაალბეკში, სადაც შეხვდა მიტოვებულ ნაჯმასა და მის ვაჟს, რის შემდეგაც მისთვის სანატრელი მომენტი დგება - ახლაც უწევს ბაალბეკიდან გაქცევა, ამჯერად მ
ათთან ერთად და კაიროს მახლობლად აფარებს თავს. ამ სანატრელმა პერიოდმა მალევე ჩაიარა, ბავშვი მოულოდნელად მენინგიტით გარდაიცვალა, რასაც მწუხარე დედის სიკვდილიც მოჰყვა. უეცრად თხრობა სრულდება აქ, როდესაც მთხრობელი ცდილობს, იპოვოს ხალიდი, რათა ჩაიწეროს მისი ამბავი - "ხალიდის წიგნი".

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ლია ლონდარიძე
ლია ლონდარიძე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0