x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ბენს ღიპი ედება'', სარეცხის მანქანის გარეშე დარჩენილი ნუკი კოშკელიშვილი წუწუნებს

image
ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოდან წავიდა. მისი სოციალურ ქსელში დაწყებული რომანი ოცნების პრინცის აღმოჩენით და მასზე დაქორწინებით დასრულდა. სიყვარული სხვა კონტინენტზე იპოვნა და ძალიან ბედნიერია. ნუკის რჩეული ექიმი გახლავთ და ამავე სფეროშია დასაქმებული. ტელეწამყვანი ოცების მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მზადაა საყვარელი ქალის ნებისმიერი ახირება აასრულოს. ბენი მეორე ნახევარს განსაკუთრებულად უფრთხილდება და ანებივრებს. ნუკი სოციალურ ქსელში უმრავ ფოტოს ავრცელებს და საკუთარი ამერიკული ცხოვრების შესახებაც გვიამბობს. ასე რომ, მისი ამერიკული ცხოვრების თანაზიარი მისივე ნებისმიერი "ფეისბუქმეგობარია".image

"სიგარეტს თავი დავანებე და სირბილი დავიწყე, ბენს ღიპი ედება, ნეტა ვის მოუხდა დაოჯახება"- წერს ნუკი სოციალურ ქსელში და დილით ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ნუკის უკმაყოფილებას მხოლოდ სამრეცხაო იწვევს. "ცხოვრების რამდენი დღე მეხარჯება ნეტავი აქ?"-წერს ნუკი. მისი მეგობრების გაკვირვება სარეცხის მანქანის არქონამ გამოიწვია, რასაც ნუკი ასე პასუხობს: "ბინები მანჰეტენზე არის ძალიან პატარა მეტწილად. გარეთ სარეცხს ვერ გაფენ, როგორც ჩვენთან. შესაბამისად სარეცხის მანქანაც და საშრობიც უნდა გქონდეს, ეს კი დიდ ადგილს იკავებს და ურჩევნიათ არ იყიდონ, ყოველ სახლს აქვს ასეთი ადგილი. მეც ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა გავიგე".

ნუკი და ბენი საახალწლო სამზადისში არიან, უკვე ნაძვის ხეც დადგეს. როგორც ჩანს ერთმანეთს არაჩვეულებრივად შეეწყვნენ. ვუსურვოთ მათ ბედნიერი მომავალი..image

2
998
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
998
  
2015, 16 დეკემბერი, 18:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 16 დეკემბერი, 11:19
ვინც კიდე ამ ქალზე რამე დაწეროს ის იყოს ნაცი და ქოცი ერთად. რა შეგვჭამეთ? წავიდა ვიღაც ამერიკელს მისცა, ღმერთმა შეარგოს და ეხლა როდის გააკუებს ყველაფერი უნდა წეროთ? არ მოუ...ნ ყველაფერი? ნახევარი საქართველო შიმშილობს და ვიღაც ნუკის თუ სარეცხის მანქანა არ აქვს ამ ჩემს ფეხებს
0 1 2