x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
9 წლის ბიჭუნა 62 წლის, 5 შვილის დედაზე დააქორწინეს!
image
სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ უჩვეულო ქორწილი შედგა, რომელაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 9 წლის სანელა მასილელა 62 წლის ჰელენ შაბანგუზე დაქორწინდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ჰელენს მეუღლე და 5 შვილი ჰყავს.

ბიჭუნამ ამ ქორწინებით გარდაცვლილი ბაბუის სურვილი შეასრულა, რომლის უკანასკნელი სიტყვები იყო: "სანელა უნდა დაქორწინდეს! ვთქვი და შესრულდება!"

ასაკობრი სხვაობას ოჯახი არაფერად თვლის, მთავარია წინაპრის სურვილი შესრულდა. "ჩვენ მითითება სიამოვნებით შევასრულეთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით სანელას და ჩვენს ოჯახს თავს დიდი უბედურება დაატყდებოდა"-განაცხადა ბიჭუნას დედამ.image

ბავშვის მტკიცებით, ბაბუამ მას სწორედ ჰელენზე დაქორწინება მოსთხოვა. შესაძლოა ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი ან ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია. ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული არ გახლავთ. ოჯახის მტკიცებით, ეს ყველაფერი უბრალო რიტუალია და ახალდაქორწინებულები ერთად ცხოვრებას არ გეგმავენ. ოჯახს ქორწინება 1500 დოლარი დაუჯდა, გარდა ამისა ჰელენს 750 ამერიკული დოლარი ერგო რიტუალში მონაწილეობისათვის.image


სანელა ჩვეულებრივი ბიჭია, ცელქი, მოუსვენარი, რომელსაც მეგობრებთან ფეხბურთის თამაში ყველაფერს ურჩევნია. ქორწინების გამო შეძლებს თუ არა ის სწავლის გაგრძელებას ჯერ კიდევ საკითხავია. ოჯახი ამ ქორწინებით ძალიან ბედნიერია და თვლიან, რომ არვითარი საფრთხე აღარ ემუქრებათ. სანელა მომვალში კიდევ გეგმავს დაქორწინებას, საკუთარი ასაკის გოგონაზე, რომელიც ჰელენზეც იზრუნებს.imageimageimageimageimage





1
1410
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1410
  
2015, 15 დეკემბერი, 10:39
გამოყ......ნ?
0 1 1