x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება)



გამეღვიძა, კამერაში არვინაა, ტელევიზორი ჩართულია, ოთახში აკო შემოვიდა, image
ვაა გაიღვიძე?


კი


მანდ საჭმელი ავიღეთ დილით და პურიც შენს თაროზე დავდეთ, აქ ასეა, თავის პაიკას ყველა თვითონ ინახავს. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, აავდექი ლოგინი გავასწორე, პირი დავიბანე და ჭამას შევუდექი, ჩემს თაროზე პური, მანიქაშა, და ჭიქით მაწონი დევს. ამ დროს გაგა შემოვიდა, ყავა შემომთავაზა. საუზმის შემდეგ ყავა დავლიე და კამერის ღია კარში გავედი.


გამარჯობათ ბატონო ოფიცერო - მივესალმე საშუალო ასაკის მამაკცას, რომელიც ოფიცრის მაგიდასთან იჯდა.


გაგიმარჯოს, შენ
ახალი ხარ ხო?


კი ახალი ვარ,


სახელი და სადაურობა გამომკითხა, მერე ის თუ რატომ მოვხვდი აქ, ერთი შეხედვით თითქოს იგრძნობა რომ საავადმყოფოა, ოფიცრები აგრესიულად არ იქცვიან, თბილად საუბრობენ. . თავად ოფიცერს ზვიადი ჰქვია, მარალი მხარბეჭიანი კაცია. გვერდიტ კამერაში შევედი. მივესალმე და მოვიკითხე ხალხი, ოთახში პატიმარი შემოვიდა, რომელსაც „კამპოტა“ - ს ეძახიან, ალექი უფროსია კორპუსზე და არ გახვიდეთ, ჩუმად იყავითო თქვა შეშინებულმა. სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, ოთახში მაღალი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, სამოქალაქო ფორმა აცვია და ქამარზე რაცია აქვს დამაგრებული. წელში გაჭიმული მედიდური იერით. აბა რ ხდება ხომ ხართ წყნარად, იკითხა, კი ალექსი უფროსო იყო პასუხი. მე ჩუმად ვიდექი არც თვითონ მოუქცევია ყურადღება. ეს ალექსი თოლორდავასთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო.


ისევ კმერაში დავბრუნდი, თელევიზორს ვუყურებ და სინდისი მქენჯნის იქ მერვეში ბიჭები რადიოს სინაბარას რომ არიან, ახლა მესმის მათი აგრესიის. ნელ ნელა ოთახის ყველა ბინადარი მოიკრიბა, უცებ კარი გაიღო და ოთახში მრგვალი, უჟური შესახედაობის მამაკაცი შემოვიდა, გამარჯობათ ზურა უფროსო, მიესალმა ყველა,


-
ახლები რომლები არიან?


-
ერთი
მე ვარ, მეორე გვერდით კამერაშია. - ვუპასუხე


-
დაჯექი
ახლა და განცხადება დამიწერე, რომ გსურს ჩაირიცხო სამეურნეო ნაწილში. -კალამი და ფირცელი
დამიდო მაგიდაზე. დავჯექი დავწერე და მივაწოდე.


-
ახლა
იცოდე წყნარად იყავი, აქ ტრაკის თამაშს არავის პატიობენ და დედას უტ....ენ, მერვეზე
ნაკლები არ გეგონოს. - თქვა ეს და გავიდა ოთახიდან.


ვინაა მეთქი ვიკითხე, ეს ზურა ბულბულაშვილია, სოციალების უფროსი, იყო პასუხი. საღამოს შენობა დამათვალიერებინეს, მითხრეს, ალექსი და ზურა უფროსებს ერიდე თვალში არ მოხვდეო. სოციალების უფროსის გარდა კიდევ ერთი ზურა იფროსი
ყოფილა, ამ საავადმყოფოში, დირექტორი ზურა რუხაია, რომელიც მგონი გეგუთიდან გადმოუყვანიათ და როგორც გავიგე იქ დიდი სისასტიკით ყოფილა განთქმული. მოკლედ აქ ადამიანები ცალ ცალკე ცხოვრობენ, ყველა თავისთვის ყიდულობს, ყველა თავისთვის ჭამს და სვავს. საღამოს ბადრი დავრიშევი შემოვიდა,





-
საღამოს თავი გადაიპარსე, წვერი კი ყოველდღე გაპარსული უნდა გქონდეს,

- პაემანი მიწევს, და არ მინდა თავის გადაპარსვა მეთქი ვუთხარი, გავიდა ოღონდ მის თვალებში საშინელი სიძულვილი დავინახე.


საღამოს ყველა ჩვენს კამერაში შეგვკრიბა, შემოვიდა და შუაში დაჯდა. სანიტრები სად არიანო იკითხა და კარიც გაიღო, გაიღო და ათამდე ადამიანი შემოვიდე, სახეზე საშინელი, ტანჯვა ეტყობათ, შემოვიდნენ და კუთხეში გაჩერდნენ. დავრიშევი ისევ შუა ადგილას ზის. ჩემი და კუკურას თავი გააცნო დამსწრე საზოგადოებას, უთხრა ახლები არიან და ყველაფერი ასწავლეთო. მერე ერთს მიუტრიალდა ფეხზე მდგომთაგან.


- შე ყ...ეო, წვერით რატომ ხარ, ხომ გითხარი გაიპარსე თქო, ახლა ალექსი უფროსს ვეტყვი და მერე არ დამემდურო.


სისხლი მომაწვა, აი თურმე ვინაა დავრიშევი, ყოჩი, მაყურებელი თუ რაღაც ასეთი. მოკლედ იმ დღეს ასე დავიშალეთ. ჩემს კამერაში კახელი ბიჭია, ერთი ვანო. იმას ვკითხე ვინაა ეს ბადრე ასეთი თქო, გაჩუმდა არაფერი მითხრა, გარდა იმის რომ არ უნდა შეეპასუხოვო. ვანო ხულიგნობის მუხლით ზის, როგორც ამბობს სლოტ აპარატზე ფული მოიგო, არ მისცეს და დაცვასთან მოუვიდა ჩხუბი ნასვამს, თან პირობითი ჰქონდა და მოკლედ ისევ აქ მოიყვანეს,


გაგა საჩხერელია, ჭორვილელი, მე და ბიძინას, ზოიას ბუტკაში თავის დროზე ვალი გვქონდაო მითხრა, რისი ვალი მეთქი და ნახევარი ლიტრა არყისო, დღემდე არ გადაუხდია ბიძინას ის ვალიო ამბობს. გამეცინა. კიდევ ერთი მაცხოვრებელი არის კაკო, ავარიაზეა, ისიც კახელია სიღნაღიდან. ჩემზე ბევრად პატარააა. კიდევ გარიკა, სომეხი ბიჭია, 21 წლის, ლიფტიდან ხურდების ქურდობაზეა. იფიცება მე არ ამომიღიაო. ერთ რამეს ჩავუღრმავდი, პატიმრის ფსიქოლოგიაა ასეთი, რაც არ უნდა დააშავოს მაინც უდანაშაულოა.





დღეს კარგად გავიგე
ყველაფერი, ეს ნაწილი აქ ორადაა გაყოფილი, ერთ ნაწილს, რომელშიც ჩვენც ვართ ახლები, „მუჟიკებს“ ეძახიან მეორე ნაწილს, რომელზეც დავრიშევმა გვითხრა რომ ჩვენ არანაირი შეხება და კონტაქტი არ გვაქვს, სანიტრებს, ის ის კატეგორიაა, მერვეში „ქათმებს“ რომ ეძახდნენ. სანიტრები ავადმყოფებს უვლიან, ბანენ უსუფთავებენ, „მუჟიკები“, საჭმელს და ამანათებს არიგებენ, დავრიშევი კი როგორც ვთქვი
ამ ორივეს ე.წ. მაყურებელია, ნუ აქ ბრიგადირს ეძახიან. როგორც ეტყობა მის ნებასურვილზეა დამოკიდებული სამეურნეოში მყოფთა ბედი. სულ დირექტორის კაბინეტში დარბის სულ რაღაცას აგვარებს. ახლაც სიას წერენ ვის რას შემოუგზავნიან საახალწლოდ ოჯახის წევრები, რაც აკრძალულია ჩვეულებრივი პატიმრისთვის ის დაშვებულია აქ მყოფთათვის. მაგლითად ყავას მაღაზიაში მხოლოდ პრივილეგირებული პატიმრები ყიდულობენ. დღეს საღამოს დაგვარეკინებენ, როგორც მითხრეს, მე ველოდები მერვედან ჩემს ბარგს. მანამდე ბიჭებმა მომცეს ბარათი,
რომ დავრეკო სახლში. ამ ბარათზე ზედ ორი ზარიაო, დრო ნახევარი საათი გვაქვსო და სადაც
გინდა დარეკეო მითხრეს. აქამდე თურმე ყოველდღე რეკავდნენ, კვირაში რამდენჯერმე მაინც არის ტელეფონებიო. ჩავედით დაბლა, ჩვეულებრივ კამერებია, ოღონდ შიგნით ტელეფონები დგას. ბადრის აქაც პრივილეგია აქვს, მას ერთი კამერა საკუთრად აქვს და მის გარეშე იმ კამერაში ვერავინ შევა. ცალკე კამერა აქვთ სანიტრებს და ცალკე ტელეფონი, არც იმათ კამერაში შედის ვინმე. შევედი სახლში დავრეკე, გავიგე რომ
ხვალ დედაჩემი მოდის და მგონი ჩემი დაც. ასე 10-15 წუთი ვისაუბრე. რადგან მეორე ზარიც მქონდა გადავცყვიტე გოგიას შევხმიანებოდი. ნომერი ავკრიფე, ზარი გავიდა,


- ჰო, გისმენ, გაისმა ნაცნობი ხმა.

- გოგი როგორ ხარ? - პირველად ავღელდი მასთან საუბრისას.


- კარგად, რომელი ხარ?


- ერეკლე ვარ გოგი. - გოგიამ პაუზა გააკეთა


- ოოო, ნუ მიჰქარავ ეხლა, რომელი ხარ?


- ერეკლე ვარ ცოცანიძე, ციხიდან გირეკავ.


- დაიცა ნუ ხარჯავ, მე გადმოგირეკავ. - იყო პასუხი- ძლივს მოვასწარი მეთქვა ვერ გადმომირეკავ მეთქი.


ასე 10 წუთი გოგის ვესაუბრე და კამერაშ ი დავბრუნდი.




აქაურობას შევეგუე, კოჭებშივე მივხვდი რომ დავრიშევს
უნდა ვერიდო, თან მას კუდებიც ჰყავს, რომლებიც ყველაფერს უკაკლავენ, ვინ რა თქვა, ვინ სად გავიდა, ვინ რომელ კამერას გაუარა გვერდით. დღეს ხუთშაბათია, ეტაპის დღე, უცებ ყველა პატიმარი, რმელიც რარაცას აკეთებდა ჩვენს კამერაში დაიბარეს. ჩაგვამწკრივეს. დავრიშევი რეჟიმისს უფროსს ალექსი თოლორდავას და სოციალების უფროსს ზურა ბულბულაშვილს შემოუძღვა, თან ოფიცრებიც შემოჰყვნენ.

- აბა ვის უნდა აქ დედის ....ა, თქვა თოლორდავამ.

- ამათ ალექსი უფროსო - უპასუხა ბადრიმ და აკოზე და გაგაზე მიუთითა.


- მერე რა დედის...ა გინდათ რა გაკლიათ, ახლა ბულბულაშვილმა დაიყვირა. მიდი
რას ელოდები - მიუთითა დავრიშევს.


- ვის უმარხავთ თავებს თქვე ყლეებო, - დაიძახა ბადრიმ და ჯერ, გაგას გაარტყა მერე აკაკის, ამათაც ხელი შეუბრუნეს და თოლორდავამ მალევე გააშველა.

- დავაი აიღეთ ბარგი 5 წუთში მზად იყავით, კრიტში მიდიხართ.- უთხრა ალექსიმ ორივეს და ყველანი
გავიდნენ.


საღამოს ბადრიმ შეგვკრიბა, ნახეთ რა თავების მარხვა, დაიწყეს და ენის ტლიკინი უფროსობასთან. ზურა უფროსმა კარგად იცის ვინც ვარ და ამიტომ დედა მოეტყნათ. კიდევ ვიღაცეები მარხავენ აქ თავებს და ფრთხილად იყავით, თქვენც არაფერი დაგემართოთ. დედას მოვუტყნავ ნებისმიერს. რაო ბიჭო რომელს მოგინდათ ბრიგადირობა? გოგია გამოდი წინ, მიმართა ერთ ერთ სანიტარს. გოგია გამოვიდა. შე ყლე ქათამო, რატო ენას არ დააყენებ. შენი დედის პირი ....ან. ამის თქმა იყო და შარვლის უბიდან გადაჭრილი, პოლიეთილინის მილი ამოიღო და გოსიას ფეხებში შემოარტყა. შენ მოგი....ავ დედას. შე ნაბოზარო, ახლა ბეჭებზე დაუშვა „ბრიგადირმა“, მილი გოგიას და გოგია ჩაიკეცა, ამ დროს ოფიცერმა შემოიხედა, გოგია ძირს გდია, დავრიშევი ფერდში წიხლებს ურტყავს. ააა თქვენ ხართო? მიხურა კარები და გავიდა.შემდეგ ყველანი კამერებში დავბრუნდით. ყური მოვკარი, თურმე აქ შენი ნებით
კი ეწერები მაგრამ შენი ნებით ვეღარ ამოეწერები. გადავწყვიტე ეს ამბავი გადავამოწმო,
თუმცა ჯერ ცოტა ადრეა. გოგია, სანიტარია ანუ ქათამი. ქუთაისიდანაა, დედამიწაზე არავინ ჰყავს, არც ამანათი მოსდის, არც პაემანი აქვს, არც ტელეფონზე დაურეკავს არასდროს. ყველაზე უპატრონოა. ტანსაცმელს სხვა პატიმრები აძლევენ, სიგარეტსაც. ამბობენ, რომ „ბრიგადირისგან“ ყველაზე მეტი გოგიას ხვდება. დაიჭირა უპატრონო
და ჩაგრავს. სათამაშოდ ჰყავს ნებისმიერი რა. სანიტრებს შეუძლიათ თუკი ავადმყოფ პატიმარს გაასუფთავებენ, მათგან კოლოფი სიგარეტი ან ხილი მიიღონ ანაზღაურებად. ასევე შუძლიათ მათ ვინც საჭმელს და ამანათს ატარებს. პატიმრებისთვის ეს ნებაყოფლობითია ანუ თუ სურთ გაუკეთებენ „გრევს“ სამეურნეო ნაწილის პატიმრებს. მოკლედ ნელ ნელა ვხვდები აქაურ სიტუაციას და ვატყობ რომ მართლაც ბევრი რაღაცის ნახვა და გაგება შეიძლება. სარამოს დავწექი, დავწექი და ფიქრებში ისევ თელავში დავბრუნდე, ისევ სახლს და ახლობლებს გადავხედე, ვატყობ რამოდენიმე
ადამიანი, უკვე გადავაფასე. მაშინ როცა მათზე გადაყოლილი ვიყავი, ერთხელ არ მისულან და არ უკითხავთ ჩემი მდგომარეობა. ასეთ ადამიანებზე ძალიან მტკივა გული. მტკივა, მაგრამ არ ვნანობ, სანთელ საკმეველი ხომ გზას არ დაკარგავს. ამ ფიქრებში, განცდებში და ოცნებებში კიდევ ერთი ლექსი დავწერე, დავწერე თუ თავისთავად შემომეწერა არ ვიცი.


ადამის ძენი, ხშირად ვცოდავთ, გვჯობნის სატანა.


ხშირად იუდას საქციელის გვიწევს ატანა,


უფალს ვშორდებით, წრფელი გულით აღარ ვლოცულობთ


უაზროდ ვცხოვრობთ, თანაც ძლიერ ხშირად ვღორმუცლობთ.





სუფრასთან ვსხდებით, პირველ ჭიქით უფალს ვადიდებთ,


ხან ისე ვთვრებით რომ უაზროდ ყველას ვაგინებთ.


პატრიოტობის სურვილი გვაქვს ილიას ლექსით,


ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს მეგობარს შიგ გულში ვესვრით.





ქვეყნის ღალატში ვეჯიბრებით ერთმანეთს ხშირად,


სამშობლოს ვყიდით ხან იაფად და ხანაც ძვირად,





ღმერთო შეგვინდე, ყველა ქართველს ეს მძიმე ცოდვა,


რომ აღარასდროს გვჭირდებოდეს ასეტი ბოდვა.

0
430
3-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0