x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ერთი სიყვარულის ისტორია

image
ამბავი რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში მოხდა.მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა და ბევრს თითქმის შეიძლება აღარც ახსოვდეს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში დატრიალებული ტრაგედია, თუმცა არიან ისინიც ვინც ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს ოთარისა და ნელის სიყვარულის ისტორიას. აი რა მოხდა გასული საუკუნის 70-იანი წლების თბილისში, კერძოდ კი ვაკეში(ქუჩას არ დავაკონკრეტებ). ნელი ცნობილაძის ოჯახი თბილისში ძლიერ ოჯახად ითვლებოდა.ნელის მამა ჯემალი მაშინდელი კალინინის რაიონის რაიკომის მდივანი გახლდათ, დედა ლელი ანთაძე კი მეან-გინეკოლოგი.ერთი სიტყვით, ოჯახი ცხოვრებას არ უჩიოდა.ჰყავდათ ერთი განებივრებული ქალიშვილი ნელი და ცხოვრობდნენ სიამტკბილობით მანამ, სანამ ნელის ცხოვრებაში ოთარი არ გამოჩნდა.ვინ იყო ოთარი? ოთარი ქუთაისიდან ჩამოსული ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებლად სწავლობდა, დღისით კი "მუშაობდა".დიახ, დიახ, სწორედაც რომ "მუშაობდა".საქმე კი იმაშია რომ თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ოთარი, ცუდ წრეში მოხვდა.ძარცვავდნენ ბინებს და ხელგაშლილ ცხოვრებას ეწეოდნენ.პოლიცია(მაშინდელი მილიცია) ეჭვის ქვეშ იყო, მაგრამ ფაქტზე ვერ დააკავა ვერც ოთარი და ვერც ოთარის მეგობრები.ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ ოთარს საეჭვო წრის მეგობრები ხშირად აკითხავდნენ შინ, რაც ოთარის მეზობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.გვიან ღამემდე ისმოთა ოთარის სახლიდან სიცილ-კისკისი.ის კი არა, მეზობლებმა ჩივილიც კი დააპირეს.

გაგრძელება იქნება

P.S.გარკვეული მიზეზების გამო გვარსახელები შეცვლილია.

0
1065
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო დიდებაშვილი
სოფო დიდებაშვილი
1065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0