x
image
K.P.
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი გათხოვდა! ვინ არის მისი რჩეული?!

image
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალშვილია.
სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომლებიც სალომეს გათხოვების შესახებ გვამცნობენ. მომღერლის მეორედ გათხოვების შესახებ ინფორმაცია ამაწლის აგვისტოში გავრცელდა. როგორც ჩანს ქორწილმა ცოტა დაიგვიანა და სალომემ სპეციალურად ამ დღისთვის გადაწყვიტა თეთრი კაბა მოერგო. როგორც ირკვევა მისი რჩეული შოტლანდიელია. ის პროფესიით ჟურნალისტია და ლექციებსაც კითხულობს. ის საქართველოში სალომეს ოჯახის გასაცნობად და მისი ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა. image
"
ჩემი სიძე შოტლანდიელია, პროფესიით ჟურნალისტია, კითხულობს ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან კარგი ბიჭია, ჩამოვიდა საქართველოში, ოჯახში მოვიდა და ჩემი შვილის ხელი და გული მთხოვა. ამას ბევრი ქართველი კაციც აღარ აკეთებს"-გვიამბობდა ზაფხულში სალომეს მამა.

სალომე ერთხელ უკვე გახლდათ დაქორწინებული, თუმცა ოჯახი დაინგრა. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ გაიპარნენ და ოჯახიც შექმნეს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ წყვილი დაშორდა. სალომეს მტკიცებით უბრალოდ "სიყვარული გაქრა". "მეგობრებად დავრჩით, ოღონდ, კარგ მეგობრებად. ასე ხდება... დროთა განმავლობაში ქრება ხოლმე გრძნობები და ძალიან კარგია, რომ ასე გაქრა და ახლა მეგობრები ვართ"-ამტკიცებდა მომღერალი. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image

0
1073
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1073
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0