x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობილი სპორტსმენი ქალები, რომლებმაც "Playboy"-სთვის გაიხადეს

image
ცნობილი სპორტსმენები ხშირად მონაწილეობენ ჟურნალებისათვის ფოტოსესიებში, მათ შორის მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალი Playboy-სთვისაც. წლების მანძილზე ნავარჯიშები სხეული, ცხადია განსაკუთრებით იზიდავს მკითხველს. ერთნი ამას სახელისთვის აკეთებენ, მეორენი - ფულისთვის, ზოგს კი უბრალოდ სურს საკუთარი სხეული წარმოაჩინოს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არ თანხმდებიან ამგვარ ფოტოსესიებზე, როგორც მაგალითად ამერიკელი სოფტბოლისტი ჯენი ფინჩი: მან უარი განაცხადა Playboy-სათვის შიშველი ფოტოების გადაღებაზე, რადგან არ სურდა ახალგაზრდა გოგოებისთვის ამგვარი მაგალითი მიეცა.

მაგრამ ყველა სპორტსმენი ქალბატონი არ უდგება ამ საკითხს ასე სერიოზულად და სიამოვნებით თანხმდება პოზიორობაზე. მოდით გადავხედოთ 10 სპორტსმენ ქალს, რომელთა თამამი ფოტოები Playboy-ს ფურცლებზე მოხვდა:

1. კატარინა ვიტი
image

გერმანელილ ფიგურისტი გახდა პირველი სპორტსმენი ქალი, რომელმაც Playboy-სათვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 1998 წლის დეკემბრის ნომერი, რომლის გარეკანზე კატარინას ფოტო იყო, ჟურნალის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ნომრებს შორის მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ფოტოსესია გამოვიდა ძალიან თამამი - კატარინა სრულიად შიშველი გადაიღეს. რაც შეეხება მის სპორტულ კარიერას, იგი საკმაოდ შთამბეჭდავია: ფიგურისტმა მოიგო 2 ოლიმპიური ოქროს მედალი, 4 მსოფლიო ჩემპიონატი და 6 ევროპის ჩემპიონატი.


2. ემი ლინ აკუფი
image
ამერიკელი სიმაღლეზე მხტომის ფოტოები 2004 წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა. იგი გახდა 12 ოლიმპიური სპორტსმენიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ გამოცემის გვერდებზე გამოჩნდა (მათ შორის იყო უკრაინელი მსუბუქი ათლეტი ჟანა პიტისევიჩ-ბლოკი, კანადელი მორბენალი კეტი ვერმულენი, ამერიკელი მოცურავე ჰეილი კლარკი და ა.შ.) ემი აკუფი მსუბუქი ათლეტია, არის აშშ-ს ნაკრების წევრი და ოთხი ოლიმპიური თამაშის მონაწილე - 1996, 2000, 2004 და 2008 წლებში.

3. ანიტა მარკსი
image
5 წლიანი სპორტული კარიერის მანძილზე ფეხბურთელი ანიტა მარკსი 2 გუნდის კაპიტანი იყო. 2002 წლის სექტემბერში მისი ფოტო Playboy-ს გარეკანზე გამოჩნდა. თავად ანიტამ განაცხადა, რომ ქალთა საფეხბურთო ნაკრები უნდა გამოიყურებოდეს სწორედ ისე, როგორც იგი გამოიყურება ამ ფოტოსესიაში - მგრძნობიარედ და მიმზიდველად.

4. მია როსალეს სენტ ჯონი
image

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მშვენიერი ლათონოამერკელი მია სენტ ჯონი ბოქსიორია და მისი ფოტო Playboy- 1999 წლის ნოემბრის გამოცემის გვრდებზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მია ბოქსით საკმაოდ გვიან დაკავდა, შედეგები შთამბეჭდავი აქვს -არის ყველაზე საპატიო ბოქსიორის ტიტულების მფლობელი.

5. ტორი ელ უინსონი
image

Playboy-სათვის ფოტოსესიაზე ორჯერ, 2003 და 2004 წელს, დათანხმდა მოჭიდავე ტორი ელ უინსონი. საბრძოლო კარიერამდე გოგონა ფიტნესით იყო დაკავებული და ორი საპატიო ტიტულის მოპოვებაც მოახერხა.

6. ეშლი ჰარკლეროუდი
image

პირველი ჩოგბურთელი, რომელიც მამაკაცების ჟურნალის გვერდებზე მოხვდა! მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე მოწინააღმდეგემ დაამარცხა, ეშლიმ Playboy-სთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ამ ფოტოებმა მას გაცილებით დიდი პოპულარობა მოუტანა.

7. მარია ბუტირსკაია
image

ფიგურისტი, დამსახურებული სპორტის ოსტატი და ევროპის სამგზის ჩემპიონი, მარია ბუტირსკაია პირველი რუსი სპორტსმენია, რომელიც Playboy-ს ფურცლებზე გამოჩნდა. ბევრისთვის მარია იყო ქალურობის განსახიერება ყინულზე. მისმა ფოტომ ჟურნალის გარეკანი დაამშვენა 1999 წელს.

8. არმანდა ბიორდი
image

მოცურავე, რომელმაც პირველი ოლიმპიური ოქტოს მედალი 14 წლის ასაკში მოიპოვა. ამანდამ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ბრასით ცურვაში (დისტანცია 200 მ.). Playboy-ს გარდა, სპორტსმენი ტანსაცმლის გარეშე გადაღებაზე დათანხმდა PETA-ს ცნობილი სარეკლამო კამპანიისათვის, რადგან იგი ცხოველთა უფლებების თავგამოდებული დამცველია.

9. გაბრიელა რიზი
image

ყოფილი მოდელი პლაჟის ფრენბურთით დაკავდა და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. 1989 წელს ჯურნალმა Elle-მ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა, ხოლო ჟურნალმა "სპორტი და ფიტნესი" გაბრიელა სპორტში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად აღიარა. Playboy-ში გაბრიელა 2001 წელს გამოჩნდა.

10. რომი ტარანგული, კატარინა შოლცი, ნიკოლ რეინჰარდტი, პეტრა ნიმანი
image

ყველა ეს გერმანელი სპორტსმენი 2008 წლის სექტემბრის ნომერში გამოჩნდა. კატარინა იზაბელ შოლცი ცნობილი ჰოკეისტი, ევროპის ჩემპიონია; რომი ტარანგული დიუდოისტია, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი; ნიკოლ რეიჰარდტი გერმანიის ჩემპიონია კაიაკზე ცურვაში; პეტრა ნიმანი - იახტსმენი, კარიერის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოიპოვა ნაციონალური პირველობის ოქროს მედალი, მოიგო ვერცხლის მედალი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და სამჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში – 2000, 2004 და 2008 წლებში.






0
311
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0