x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
გლდანის პატიმრის დღიური 27 ივნისი

imageოფიცერი შეიცვალა, ყველა კამერა გააფრთხილა, ტრაკის თამაშს არ გაპატიებთო. წარა მარა იხედება კამერაში, რას ეძებს არ ვიცი, თელაველი სასამართლოზე ჰყავთ წაყვანილი, ნეტავ თუ მიუსჯიან ან რამდენს, პლანი ჩამიდესო ამბობს. რამაზი ხმაურზე გაიყვანეს ნეტავ ხომ არ დააკარცერებენ? არადა ხმა არ ამოუღია ზედმეტად, ვლაპარაკობდით უბრალოდ, ჩუმად და ეგ დაინახა კონტროლიორმა, ახლა უფრო გაამკაცრებენ თვალთვალს. შემოიყვანეს ალუყური აქვს მიღებული აშკარად.

მამუკა ნარზე ზის და ფეხები ნარის კიბეზე აქვს შემოლაგებული, კონტროლიორმა შემოიხედა:

-ეეე შე ყ...ო, რას აგიწევია ეგ შარვალი კარგი ფეხები გაქვსო გითხრეს?

ტოტები ჰქონდა აწეული ცოტათი

- ჩამოიწიე და ნორმალურად დაჯექი თორემ რასაც ეძებ არ აგცდება. დედას მო....ვ.

ყველაფერზე მიზეზს ეძებენ, ვცდილობთ არ მივცეთ ეს მიზეზი მაგრამ პოულობენ. რატომ არ გაფარია ყურებიანი ქუდის პრინციპია ნაღდად რა. მიზან მიმართული პოლიტიკაა, ცდილობენ მაქსიმალურად დააშინონ ხალხი. ცდილობენ სული ამოხადონ ადამიანებს, დამნაშავეს არ აძლევენ სასჯელის ნორმალურად მოხდის საშუალებას. უდანაშაულოც რამდენია. დღე არ გავა მეზობელი საკნებიდან თუ კორპუსებიდან, დარბევის და ღრიალის ხმა არ გავიგოთ, ამბობენ კარცერში უარესები ხდებაო, არ ვიცი ჯერ არ ვყოფილვარ მაგრამ ტყუილად რაში იტყვიან?

დღეს გელას წამოსცდა მე არ მომწონს ასე ერთნაირად რომ ვყიდულობთ ყველაფერს, მე ჩემები იმიტომ მირიცხავენ, რომ კარგი სიგარეტი მოვწიო და კარგად ვჭამოო. ორი ყუთი კარაქი გვქონდა ამოტანილი. შევთავაზეთ ერთი შენ გქონდეს ერთს კი ჩვენ ვიხმარებთო და დაგვთანხმდა. თავისთვის დაიდგა ერთი ყუთი კარაქი. არადა მაგის დასაგველს და მოსაწმენდს ჩვენ ვაკეთებდით ყველანი. პატივს ვცემდით ასაკის გამო და კიდევ იმიტომ რომ ეპილეპტიკია. ხვალიდან კი მორიგეობაში ჩაჯდება, გამოგვის კიდეც და მოწმენდავს კიდეც, რადგან არ ესმის ოჯახური მოპყრობა. ყველას თავისი დღე და რიგი ექნება. რას იზავ ღირსია. ტელეფონზე რომ დაურეკია სახლში შვილებს უკითხიათ ბიჭებს სიგარეტს თუ აწევინებო. ეტყობა იციან მაგის ხასიათი, თან თვითონვე რომ თქვა?

სოციალი მოვიდა. აღმაშენებილა მინდა თქო ვუთხარი, ესა და ეს ტომები მეთქი, სად გიპოვო აქ 5 000 კაცი ზის და რა ვიცი რომელ კამერაშიო და ვაჟა მოგვაწოდა. მაინც გამიხარდა, ვაჟა ხომ ერთ ერთი უსაყვარლესია ჩემთვის სამშობლოს და მიწა წყალს რა საოცრად გრძნობს.

საავადმყოფოსთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბალდახინი, კიდევ ერთი პატიმარი წავიდა „სვაბოდაზე“, ღმერთმა ყველას აშოროს მასეთი თავისუფლება. ნეტავ წამებით მოკვდა თუ უყურადღებობით, რადიოში ამბობენ ერთითაც იხოცებიან და მეორითაცო, თურმე ყველაზე მძიმე ავადმყოფებსაც კი არ უშვებენ გარეთ სანამ სული არ ამოუვათ. როგორღაც ეს ყველაფერი თავად უნდა ვნახო. მაგრამ როგორ ეს ჯერ არ ვიცი,

დაღამდა შუქები გავთიშეთ ვნახოთ რას მოიტანს ხვალინდელი დღე.

0
298
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0