x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რომის პაპი: "გეები" და "ლესბოსელები" პატივისცემითა და თანაგრძნობით უნდა მივიღოთ"

image"მეც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ცოდვილი ვარ" - ასე განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკ პირველმა იეზუიტურ ჟურნალ "La Civilta Cattolica"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში - "მაგალითად, როდესაც არგენტინის პროვინციალად (იეზუიტების ლიდერი) დავინიშნე, ავტორიტარულ გადაწყვეტილებებს ვიღებდი".
კათოლიკური სამყაროს პირველი პირი ასევე თვლის, რომ ვატიკანს რეფორმები წყალივით ჭირდება."თუ ბალანსის დაცვას ვერ მოვახერხებთ, კათოლიკური ეკლესია ბანქოს ხუხულასავით ჩამოიშლება... ეს გარდაუვალია, თუ სახარების სწავლების მაგივრად, პოლიტიკასა და ბიუროკრატიაში გადავეშვებით დღეს-დღეობით ვატიკანი შეპყრობილია ერთსქესიან ქორწინებასთან, აბორტთან და კონტრაცეფციასთან ბრძოლით, უფრო ფაქიზი, სულიერებისა და მორალურობის სა

კითხები კი გვავიწყდება."- აცხადებს პაპი. ფრანცისკ პირველი ასევე თვლის, რომ ეკლესიაში ქალთა პოზიცია და მათი მოსაზრებები მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ქალი-ეპისკოპოსების იდეა მისთვის მიუღებელია.

დასასრულ, პაპმა თავადაც ვერ აუარა გვერდი სექსუალური უმცირესობების საკითხს. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე იგი კვლავ თავის უწინდელ მოსაზრებაზე რჩება - "მე ვინ ვარ, რომ ისინი განვსაჯო" და დაამატა, რომ მისი აზრით, უნდა მივენდოთ კატეხიზმოს, სადაც ნათქვამია, რომ "ისინი ("გეები" და "ლესბოსელები" პატივისცემითა და თანაგრძნობით უნდა მივიღოთ".



ხოლო ამ ყველაფერთან დაკავშირებით ანტიჰომოფობიური ხვევნა-კოცნა ატეხეს იტალიის პარლამენტში.image

იტალიის პარლამენტში ერთ-ერთი ფრაქციის წევრებმა ჰომოფობია ერთობ ორიგინალურად გააპროტესტეს - შუა სესიის დროს წამოდგნენ და ერთმანეთი ჩაკოცნეს. "ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა" - ნეოლიბერალების ფრაქციაა, რომელიც ქვეყანაში 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დღეს ისინი ლგბტ უფლებების გაფართოებას და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვდნენ და გადაწყვიტეს, საკუთარი არგუმენტები ასეთი ფლეშმობით გაემაგრებინათ. ფრაქციის პროტესტი ქვეყნის მასშტაბით ლიბერალურმა მოძრაობებმაც აიტაცეს და საბოლოოდ, პარლამენტმა ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, თუმცა უფრო კონსერვატიული ფრაქციების წარმომადგენლების აშკარა უკმაყოფილების ფონზე.

0
152
4-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0