x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნინი ბადურაშვილის ახალი სიყვარული-საშკა იოსელიანი?!

image
ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას.
პროფესიაც ისეთი აირჩია, რომ მუდამ ყურადღებიც ცენტრში უწევს ყოფნა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მომღერალი შეყვარებულია და მისი რჩეული 25 წლის საშკა იოსელიანია. ის აფხაზეთის ომში გარდაცვლილი მსახიობისა და ჟურნალისტის საშკა იოსელიანის ძმის შვილია.. საშკა ყოფილი ფეხბურთელია, დღეს კი უკვე კერძო ბიზნესიც აქვს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ერთად ჩნდება. თავად კომენტარს არ აკეთებენ და გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ურთიერთობას მალავენ. ე.ი. მათი რომანის შესახებ ინფორმაცია ვარაუდად რჩება, რადგან წყვილი ამ ყველაფერს დღემდე არ ადასტურებს.image

ნინი ბადურაშვილი დაქორწინებული გახლდათ ყოფილ წყალბურთლსა და მოსკოვში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ, ირაკლი კუტალაძეზე. წყვილმა მოულოდნელად იქორწინა და სკანდალურადვე, სულ რამდენიმე თვეში დაშორდნენ. მათ ერთი ქალიშვილი, 2 წლის ელენე კუტალაძე ჰყავთ. გოგონას ურთიერთობა მამასთანაც აქვს. მამა-შვილი ხშირად ერთად ისვენებს და მონატრებული ურთიერთობით ტკბება.

ცოტა ხნის წინ გვრცელდა ჭორი ბერასა და ნინი ბადურაშვილის რომანის შესახებ. "მარაო რუსთავი 2"-ის გადაცემა "კოქტეილში" მარიტა როხვაძემ ხსენებული ჭორი გადაამოწმა. მომღერალმა ამ ყველაფერზე ბევრი იცინა, თუმცა პირად თემებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

ფაქტი ერთია, მომღერალი პირად ცხოვრებას პრესისგან საგულდაგულოდ მალავს. ჩვენ კი მას ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.imageimageimage


0
5189
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
5189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0