x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
რატომ ყიდის გიორგი ვარდოსანიძე "მეორე ნახევარს"?
image
გიორგი ვარდოსანიძე საქართველომ სერიალ "გოგანა გარეუბნიდან"გაიცნო. მოგვიანებით კი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით, მისი პოპულარობა ეთიორად გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მამის ხათრით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, იურისტობა მისი საქმე რომ არ იყო და სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო. ამბობს, რომ არც შემცდარა. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. 18 წლიდან მუსკომედიის თეატრის შტატში ირიცხება.

გიორგი ქორწინებული გახლდათ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე. სამწუხაროდ ოჯახი მალევე დაინგრა. თავდაპირველად ჭორებს ორივე უარყოფდა, თუმცა დღეს ცალ-ცალკე განაგრძობენ ცხოვრებას.image

გიორგი ცხოვრების ამ ეტაპზე მოტოციკლებითაა გატაცებული, მეტიც მას მეორე ნახევრადაც მოიხსენიებს: "ჩემი ახალი გატაცება მოტოციკლეტია. თავიდან მართლა გატაცება იყო, მაგრამ 9 თვეა, მე და ჩემი მეორე ნახევარი (მასე ვეძახი) ერთად ვართ. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ყველაზე დიდ კომფორტს მიქმნის. მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იქნება. ჩემთვის რელაქსაციის, დასვენების, თავისუფლების შეგრძნების საუკეთესო ფორმაა მოტოციკლეტით სიარული. სულ დავდივარ და თან, მაქვს "პარალონი“, სადაც დამიღამდება, იქ ვიძინებ. ეს არის მეგობარი, რომელთან ერთადაც ახალ ემოციებს ვიძენ, მასთან ყველაზე კარგი თავგადასავლები მაკავშირებს".

როგორც ირკვევა მსახიობი საკუთარ "მეორე ნახევარს" გაყიდვას უპირებს, რის თაობაზეც სოცალური ქსელით გვამცნო: "მეგობრებო ვყიდი ჩემ "YAMAHA V STAR"-ს რომელსაც ხედავთ ვიდეოში. ამ ნავაროტის შემდეგ კიდევ 2500$-იანი ნავაროტი მე გავუკეთე. არის სასწაულ მდგომარეობაში. ასე რომ, ვისაც არ გესმით არ დამირეკოთ და არ მკითხოთ იდიოტური შეკითხვები როგორიცაა "იდგამს ძმაო" და "მანქანებსა ასწრებს"?


მოკლედ ფასი არის 6000$ კაპიკი არ დააკლდება... თუ გაინტერესებთ პირადში მომწერეთ. შვილივით მიყვარს და იდიოტური შეკითხვებისგან თავი შეიკავეთ. ვყდი იმიტომ, რომ ფული უნდა დავამატო და სხვა შევიძინო" image

0
836
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0