x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნუკი კოშკელიშვილის ზღაპრული ცხოვრება ამერიკაში, როგორ ააწყო პირადი და კარიერა

image
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი
ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"-გვიამბობდა ნუკი.

რამდენიმე დღის წინ ნუკიმ ამერიკაში ქორწილი გადაიხადა და მის თითს უკვე ულამაზესი ბეჭედიც ამშვენებს. გოგონა ეტაპობრივად აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც მისი ამერიკული ცხოვრებაა აღბეჭდილი.image

პირადი ცხოვრება: ნუკი ყურებამდე შეყვარებულია და მეორე ნახევართან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მუდამ მხიარულმა და პოზიტიურ განწყობაზე მყოფმა ოჯახის წევრების გული ადვილად მოიგო. მამამთილთან მასთან ერთად სურათისთვის მხიარულად პოზირებს.image

"ბენის ძმა ცხოვრობს ფანტასტიურ ადგილას ბრუკლინში... მესიამოვნა ცოტახანი მანჰეტენის საგიჟეთიდან წამოსვლა"-წერს ნუკი და ფოტოსაც აქვეყნებს.
image
კარიერა: როგორც ჩანს, ნუკი ამერიკაში ქმრის კმაყოფაზე ცხოვრებას სულაც არ აპირებს. თბილისში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ამერიკაშიც ცდილობს კამერების წინ იტრიალოს და ისეთივე კაშკაშა ვარსკვლავად იქცეს როგორც საქართველოში. "მიყურეთ CNN-ზე"-წერს ნუკი და შემდეგ ფოტოებს ავრცელებს.imageimageროგორც ჩანს, ნუკი ძალიან ბედნიერია. ვუსურვოთ მას წარმატებები...

0
2010
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0