x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
გა-ნათხოვარი



ბებო ამბობს, რომ მე არ უნდა ვიცინო! დასაშვებია ღიმილი, ოღონდ ისე, რომ მხოლოდ ზედა ორი კბილი მიჩანდეს.



ბიცოლა ამბობს, რომ დეკოლტე არ უნდა ჩავიცვა, მერე რა, რომ ჩემი მკერდი მაქსიმუმ 2
ზომაა.



მამა ამბობს, რომ უმჯობესია სახლი გავყიდოთ და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეთ.


მეზობელი მანანა ამბობს, რომ რა კარგი გოგო ვარ და როგორ გავუბედურდი.


დედა ამბობს, რომ თავი მოგვეჭრება, რადგან ჩემს ბიძაშვილს მივყავარ დილაობით სამსახურში, რომელსაც მანქანების ბიზნესი აქვს და ყოველდღე სხვადასხვა მანქანით მაკითხავს.



ჩემი თანამშრომელი გოჩა ფიქრობს, რომ ყოველთვის როცა ცუდ ხასიათზე ვარ „კაცი მინდა“.



ჩემი მამაო ფიქრობს, რომ ყოველთვის სჯობია ღმერთთან ვიყო მართალი, ვიდრე კაცთან.



ჩემი „ბოსი“ ამბობს, რომ ყველა ქალს ჭირდება ძლიერი მამაკაცი გვერდით, აი ისეთი-როგორიც თვითონაა.

ჩემი გინეკოლოგი ამბობს, რომ ხანგრძლივი თავშეკავება მავნებელია ორგანიზმისათვის.



მამაჩემის ძმაკაცები ამბობენ, რომ მალევე მეორედ თუ არ ჩამაბარეს პატრონს- "გავბოზდები".

ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაზე მაგარი გოგო ვარ და ყველაფერი კარგად იქნება.



ნუნუ დეიდა ამბობს, რომ ყველა კაცი ერთნაირია- სჯობს ისევ იმასთან ვიყო, ვისაც ვუყვარვარ და ქმარს შევურიგდე.



ჩემი დაქალის შეყვარებული ამბობს, რომ ძალიან მენდობა, მაგრამ რაც ქმარს გავშორდი თავის გოგოს ჩემთან ღამით აღარ ტოვებს.


ირაკლი ამბობს, რომ „რა პრობლემაა“, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს ყველასთან რომ მოვწონვარ.


ამბობენ, რომ მე გა-ნათხოვარი ვარ..

მე კი ვამბობ, რომ გა-შორებული!


image

0
170
3-ს მოსწონს
ავტორი:extrovert
extrovert
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0