x
image
K.P.
"ცოლ-ქმრის დაშორება დადგმული შოუ გონიათ"-ნანუკა ჟორჟოლიანი

image
სულ რამდენიმე დღის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა ქმართან, ირაკლი კოდუასთან დაშორების შესახებ გვამცნო. მიუხედავად მისა, რომ ჟურნალისტის ცხოვრებაში მძიმე პერიოდია ის შესანიშნავად გამოიყუება, წონაშიც დაიკლო და გადაცემასაც ახალი შემართებით უძღვება. როგორც ჩანს საზოგადოების ნაწილმა ვერ დაიჯერა, რომ წყვილი დაშორდა, რამაც ნანუკა ძალიან გააღიზიანა: "საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცოლ-ქმრის დაშორება დადგმული შოუ გონიათ. ქვეყანა, სადაც გიჟდებიან მითებზე და კონსპირაციულ თეორიებზე. ნეტა ყველა ერთად არ გაგიჟდებოდეთ რა."

"როცა ურთირთობა ისეთივე მნიშვნელვანი რჩება როგორც აქამდე მთავარი ხომ არ არის პირადი. მთავარია რა არის მართალი ურთიერთობებში. სიყვარული დგას ბევრ რამეზე და მათ შორის მეგობრობაზეც"-დასძენს ნანუკა.image

შეგახსენებთ რომ, ნანუკასა და ირაკლის სიყვარული დაახლოებით ცხრა წელს ითვლის, ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა ურთიერთობა მაინც დაინგრა. ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცვნეს, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ირაკლი დიდხანს ყოყმანობდა მიეტოვებინა თუ არა შვილები და მეუღლე, რამდენჯერმე მან ნანუკაც კი მიატოვა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ძველი ურთიერთობების შენარჩუნება. საბოლოოდ ირაკლიმ და ნანუკამ ერთობლივი ცხოვრებაც დაიწყეს და მათ ოჯახს ვაჟი, საბა კოდუა შეემატა. წყვილის კავშირი ოფიციალურად დაკანონებული არ გახლდათ, ქორწილის გადახდას კი ურთიერთობის დაწყებიდან 10 წლის თავზე გეგმავდნენ. "უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა. ირაკლი კოდუა ახლაც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ეს სიყვარული სხვა სიყვარულში გადაიზარდა"-გვიამბო ნანუკამ.image

0
266
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0