x
image
K.P.
ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კედიასთან დაშორებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

image
ნანკა კალატოზიშვილისა და ირაკლი კედიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ჭორები მათი დაშორების შესახებ არაერთხელ გავრცელდა, თუმცა წყვილი ერთად თავს შესანიშნავად გრძნობდა. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა სააგენტომ ნანკასა და ირაკლის დასორების შესახებ გვამცნო.
"პატივცემულო ჟურნალისტებო ამა ქვეყნისა, მესმის, გაინტერესებთ. მაგრამ მთელი დღე ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა. ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ"-წერს ნანკა სოცალურ ქსელში. image

წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-გვიამბობდა ნანკა.

ნანკა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ძალიან ბედნიერი ჩანდა. "საკუთარი თავის მშურს მათ რომ ვუყურებ"-წერდა ნანაკა საყვარელი მამაკაცების, მეუღლისა და ვაჟის ფოტოზე. მსახიობის მტკიცებით იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც საყვარელი მამაკაცისგან გყავს შვილი. მსახიობი ცოტა მშიშარა დედა გამოდგა, პირველი 2 დღე ბავშვის ხელში აყვანის ეშინოდა, სამაგიეროდ ირაკლი გამოდგა უშიშარი მამა. ნანკას ბავშვის მოვლაში დედა ეხმარებოდა. ნანკას ძალიან მოსწონს დედობა: "დანიელს გაღვიძების პროცესი აქვს იმდენად მაგარი, ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება. იზმორება, დაბნეულია და მერე გიცინის. ნახევრად მე მგავს, ნახვრად-კედოს".

საინტერესოა რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი, ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image

0
1030
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1030
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0