x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ჯიმ კერისთან დაშორების გამო ქალმა თავი მოიკლა
image

ლოს- ანჯელესში თავი მოიკლა მსახიობ ჯიმ კერის ყოფილმა შეყვარებულმა.

28 წლის ახალგაზრდა ქალმა მიიღო წამლების სასიკვდილო დოზა მსახიობთან 5 დღის დაშორების შემდეგ.


პოლიციამ კატრიონა უაიტის(cathriona white) გვამი საკუთარ სახლში აღმოაჩინა.


წინასწარი მონაცემებით გოგონა გარდაიცვალა წამლების დიდი დოზის მიღების გამო, იქვე პოლიციამ აღმოაჩინა სიკვდილის წინ დაწერილი წერილი, სადაც ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობის მიზეზად მსახიობთან დაშორებას ასახელებს.


ირლანდიელი კატრიონა უაიტი კინოში მხატვარ-გრიმიორად და მაკიაჟის ოსტატად მუშაობდა.ცნობილი კომიკოსი გოგონამ 2012 წელს გაიცნო.მათი რომანი რამდენიმე თვე გრძელდებოდა.შემდეგ დაშორდნენ.

image

ამა წლის მაისის თვიდან კი 53 წლის მსახიობის და 28 წლის მხატვარ-გრიმიორის ურთიერთობა კვლავ აღდგა, თუმცა მსახიობმა ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა.


24 სექტემბერს კატრიონამ უკანასკნელი პოსტი დადო სოციალურ ქსელში:"Signing off Twitter, I hope I have been a light to my nearest and dearest."


5 დღის შემდეგ კი სუიციდი განახორციელა


კომიკოსმა ჯიმ კერიმ მაყურებლებს თავი დაამახსოვრა ისეთი შესანიშნავი ფილმებით, როგორიცაა "ნიღაბი", "ეის ვენტურა", "ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი", "ადამიანი მთვარეზე, " "მატყუარა, მატყუარა", "ყოველთვის თქვი დიახ" და სხვა.


ჯიმ კერი ორჯერ იყო დაქორწინებული.მსახიობი აგრეთვე ერთი ხანობა დეპრესიას ებრძოდა.

image


3
643
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
643
  
2015, 30 სექტემბერი, 12:17
თან კომიკოსებში უფროა ეს მოჭარბებული...
ჯიმ ქერის რეაქციაც გავრცელდა ინტერნეტშI, რომ გაიგო, მიუსამძიმრა ოჯახს, მეგობრებს და ძალიან მგრძნობიარე იყო ირლანდიური ყვავილი ამ მიწისთვისო.
2015, 30 სექტემბერი, 8:30
ჰოო ხშირია ხოლმე წერენ მომღერლებზე მსახიობებზე..დეპრესიაში ვარდებიანო....ესენი თუ დეპრესიაში ვარდებიან მაშინ ჩვენ ვეჩნი დეპრესია გვქონია უბრალო მოკვდავთ
2015, 29 სექტემბერი, 23:38
ჯიმკერი თუ დეპრესიაში იქნებოდა არ ვიცოდი>>
0 1 3